გერმანიაში საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიაბილეთებით ფეხბურთის ქართველ გულშემატკივართა პირველი ჯგუფი გაემგზავრა

16 ივნისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა, რომლითაც გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიაბილეთებით საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი გაემგზავრა. ისინი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გერმანიაში სტადიონზე უგულშემატკივრებენ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ევრო 2024-ზე სუბსიდირებულ ჩარტერულ ფრენებს შეასრულებენ: Eurowings, Wizz Air, Hi Sky და Georgian Wings.

ყველა სუბსიდირებული რეისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების განრიგზეა მორგებული. თბილისსა და ქუთაისიდან ჩარტერული რეისები დორტმუნდის, ჰამბურგის, კიოლნისა და დიუსელდორფის მიმართულებით შესრულდება.

დაგეგმილია 17 ჩარტერული რეისის შესრულება. ამ დროისთვის, ჯამში 5220 ბილეთი გაიყიდა.

საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ჩარტერულ რეისებზე სუბსიდირებული ავიაბილეთების ყიდვა ფეხბურთის გულშემატკივრებს 2024 წლის 24 მაისიდან ონლაინ პორტალზე TKT.GE შეუძლიათ. ამასთან, ბილეთს სუბსიდირებულ ფასად მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეიძენენ.

ამასთან, მგზავრი ვალდებულია აეროპორტში რეგისტრაციისას ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთი წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ავიაბილეთის სრული და არა სუბსიდირებული ფასის გადახდა მოუწევს. მგზავრი ბილეთს ელექტრონული ფოსტით მიიღებს და ვალდებულია, სარეგისტრაციოდ შესაბამის აეროპორტში გაფრენამდე სამი საათით ადრე გამოცხადდეს.

სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება იქნება EUR 195. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება შეადგენს EUR 390-ს.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1719252125

სპორტი

„ვამაყობ შენით, გიორგი“ - „ლევანტე“ გიორგი ქოჩორაშვილს პოსტს უძღვნის და ტექსტს ქართულ ენაზე აქვეყნებს

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლი, გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი, რომელიც ეს­პა­ნუ­რი „ლე­ვან­ტეს" წევ­რია. კლუ­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გი­ორ­გის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მატ­ჩე­ბს ეხმაურე...

 გიორგი ქოჩორაშვილ

1719249844

ახალი ამბები

რუსთავში 17 წლის გოგოს მოტოციკლი დაეჯახა

რუსთავში 17 წლის გოგოს მოტოციკლი დაეჯახა. იგი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა „რუსთავში" გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შინაგა...

პოლიცია

1719248441

სპორტი

„თუ გავიმარჯვებთ, გავდივართ ჯგუფური ეტაპიდან, რაც უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის, ამისთვის ფეხბურთელები მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ“ - ბუდუ ზივზივაძე

„თუ გავიმარჯვებთ, გავდივართ ჯგუფური ეტაპიდან, რაც უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის, ამისთვის ფეხბურთელები მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბ...

ბუდუ ზივზივაძე

1719246684

სპორტი

გათამაშება! „დაწერეთ კომენტარებში რას ნიშნავს თქვენთვის საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე“ – რა ვიდეოს აქვეყნებს საქართველოს ეროვნული ნაკრები?

ესპანეთის ლა ლიგის კლუბ „ვალენსიას“ და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი თავის ხელთათმანებს ათამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას ნაკრების ტიკ-ტოკ გვერდი ავრცელებს. „და...

გიორგი მამარდაშვილი

1719243745

ჰოროსკოპი

„არ ისაუბროთ ბევრი და ყველაფერი გამოგივათ“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარლისაგან

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემა „იმედის დილის“ ეთერში ისაუბრა. მიხეილ ცაგარელმა ასევე აღნიშნა ის ფაქტიც, რომ ქართველი ფეხბურთელებისთვის აღნიშნული კვირა წარმ...

ასტროლოგია