ღარიბაშვილის შეცვლილი რიტორიკა - "მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს ოპოზიციას, რომ დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ინტერესები ყველაფერზე მაღლა"

მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო, რომ ყველა ის პირობა, რომელიც არის ჩვენი, ანუ მმართველი ძალის განსახორციელებელი, ამის პირობას ვაძლევ ჩვენს ხალხს, რომ რა თქმა უნდა, ყველაფერს ძალიან მოკლე დროში შევასრულებთ, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერმა  პირველ პირობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ნახევარი პასუხისმგებლობაა მთავრობის, ხოლო ნახევარი - ოპოზიციის ვალდებულება და მათი პასუხისმგებლობა.

„რაც შეეხება პირველ პირობას და პრიორიტეტს, რომელიც ჩვენი ხალხის ინტერესებშია, პირველ რიგში და ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, რომ ქვეყანაში იყო მშვიდობა და ჩვენს ხალხში, საზოგადოებაში იყოს მშვიდობა და მათ შორის, პოლიტიკურ მმართველ ძალებში არ იყოს ასეთი გაუთავებელი  ჩხუბი და ერთმანეთის შეურაცხყოფა. აქ, რა თქმა უნდა, ნაწილობრივ, ნახევარი ჩვენი პასუხისმგებლობა არის და ნახევარი, რა თქმა უნდა,  არის ოპოზიციის ვალდებულება და მათი პასუხისმგებლობა. ჩვენ მათ გარეშე ამ პირველ პირობას ვერ შევასრულებთ. ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით მზაობას და ახლაც, დღესაც ვადასტურებ ამ ტრიბუნიდან, თქვენს წინაშე, ხალხის წინაშე, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით მოწოდებული კონსტრუქციული დიალოგისკენ. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს ოპოზიციას, რომ დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ინტერესები ყველაფერზე მაღლა და ერთად შევასრულოთ ეს პირობა. პირველი პირობა, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, არის სწორედ პოლარიზების დასრულება, რაც ნამდვილად არის ძალიან მაღალი შეშფოთების საგანი ჩვენს პარტნიორებში. შემთხვევითი არ არის ის, რომ პირველი მუხლი არის სწორედ პოლარიზების დასრულება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მხრიდან, ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ყველაფერს ძალიან მოკლე დროში გავაკეთებთ, ყველაფერს შევასრულებთ, რაც ჩვენს მხარეს არის და ჩვენი გასაკეთებელია, დანარჩენი, რა თქმა უნდა, მეორე მხარის განსახორციელებელი იქნება. ამიტომ, კიდევ ერთხელ, მინდა მოვუწოდო ჩვენს ოპოზიციას, რომ შეასრულონ ქართველი ხალხის წინაშე ეს პირობა“, -  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 ღარიბაშვილმა Twitter-ზე ევროპული საბჭოს ნაცვლად ევროკომისია მონიშნა, მოლდოვის დროშის ნაცვლად - ანდორის

🔵 „გამოვუშვი თვალებიდან და ცრემლებს გამოვაყოლე, დიახ, ვიტირე“ - ემიგრანტი რიმა ასკურავა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714667117

მსოფლიო

,,ქონების განადგურება, ვანდალიზმი, ფანჯრების ჩამსხვრევა - ეს არ არის მშვიდობიანი პროტესტი” - ბაიდენი

 აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ის უნივერსიტეტებში მიმდინარე პროტესტს გამოეხმაურა. ბაიდენი აცხადებს, რომ ძალადობრივი პროტესტი არ არის დაცული. მისი თქმით, კოლეჯის კამპუსებში მომიტინგეებს უნდა ჰქონდეთ...

ააა

1714664000

სპორტი

„ატლეტიკოში“ იან ობლაკი შეიძლება მამარდაშვილმა შეცვალოს - AS

 ცნობილი ესპანური გამოცემა წერს, რომ „ატლეტიკოში“ იან ობლაკი შეიძლება საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა შეცვალოს. წყაროს თანახმად, „როხიბლანკოში“ იან ობლაკი აღარ განიხი...

იტალია

1714662409

ახალი ამბები

,,ამერიკელებს საქართველოში არასათანადო ხალხი წარმოადგენენ და ვითომ პროდასავლელი აქტივისტები სინამდვილეში პრორუსები არიან” - იაგო ხვიჩია

 ყველგან ფიზიკურად ცუდად იქცევა და ნომერ პირველი არიან პოლიტიკური აქტივისტები. ამ ნომერ პირველ პოლიტიკურ აქტივისტებში ყველაზე უზრდელები არიან ხოშტარიას ამომრჩევლები, რომლებიც სხვას ეძახიან „რუსული კან...

პოლიტიკოსი

1714659663

მსოფლიო

ყირგიზეთში სატვირთო მანქანა 29 ბავშვს დაეჯახა

ყირგიზეთში, სუზაკის რაიონში სატვირთო მანქანა 29 ბავშვს დაეჯახა. მედიის ცნობით, შემთხვევა ჯალალ-აბადის რეგიონის სუზაკის რაიონში მოხდა. ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რეგიონული საავადმყოფოს რეან...

ყირგიზეთში სატვირთო მანქანა 29 ბავშვს დაეჯახა

1714658597

ახალი ამბები

„დღეს ჩვენ ვზეიმობთ კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს მოვლენას - წმინდა ზიარების საიდუმლოების დადგინება, რომელიც ლიტურგიის დროს აღესრულება“ - მეუფე შიო

„როდესაც ადამიანი ჯეროვნად ეზიარება და სათანადო ცხოვრების წესით ცხოვრობს, ამ ყველაფრის მეშვეობით შემოდის სამყაროში ის დიდი ნათელი ძალა და მადლი ღვთისა, რომელსაც შეუძლია სამყაროს შეცვლაც, ფერისცვალებაც...

მეუფე შიო