ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია - მჯერა, რომ საქართველო 2030 წლისთვის აუცილებლად გახდება EU-ს სრულუფლებიანი წევრი

 ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” წერს.
მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ყველა სირთულე, რომელიც დღეს ევროკავშირის განვითარებასთან და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან არის დაკავშირებული, გადაილახება.

„1950 წლის 9 მაისს, ხელი მოეწერა შუმანის დეკლარაციას, რითაც ევროკავშირის დაფუძნებას ჩაეყარა საფუძველი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპა დაეფუძნა ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, რაშიც განსაკუთრებული როლი ევროკავშირმა და მისმა ინსტიტუტებმა შეასრულა. ხანგრძლივმა მშვიდობამ ევროკავშირს მისცა ეკონომიკის თანმიმდევრული განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის მაღალი დონის უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

დარწმუნებული ვარ, ყველა სირთულე, რომელიც დღეს ევროკავშირის განვითარებასთან და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან არის დაკავშირებული, გადაილახება.

ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. მჯერა, რომ საქართველო 2030 წლისთვის აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, რის შემდეგაც ჩვენი ქვეყანა, თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ევროკავშირის წარმატებაში თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს!”, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716190985

ჰოროსკოპი

„გვაქვს სავსემთვარეობის კვირა, რაც არის ძალიან ჯადოსნური... შესაძლოა აღმოაჩინოთ საგანძური“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

„იწყება ბევრი დადებითი ასპექტის მქონე კვირა. შესაძლებლობების ფანჯარა იღება, რომელიც არ იქნება მხოლოდ 1 -კვირიანი. მზე გადადის ტყუპების ზოდიაქოში, 26 მაისიდან კი პლანეტა იუპიტერიც გადავა ტყუპებში. ენერ...

სოფია ბზეკალავა

1716190835

საქართველო

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპის ჩემპიონატზე დასასწრები სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა კვირის ბოლომდე დაიწყება

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად სუბსიდირებული ფრენები დაინიშნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  „ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეი...

 ირაკლი კობახიძე

1716186622

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი.  ქ. თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურ...

აა

1716149614

ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი ამ დღეს უნდა ეცადოთ, რომ მწვავე თემებს და კონფლიქტურ სიტუაციებს თავი აარიდოთ. სავარაუდოდ, ორშაბათი თქ...

ყოველდღიური

1716145798

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: სალომე ზურაბიშვილი არის მოსიარულე ნაღმი - სად აფეთქდება და სად მოგვიწევს ჩვენ ამის ჩაქრობა, არ ვიცი

„როდესაც ფორმალურად, მაგრამ მაინც საქართველოს პრეზიდენტი ხდება უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, ბუნებრივად იქნება ქაოსი პრეზიდენტის ინსტიტუციაში,” - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა...

გურამ მაჭარაშვილი: სალომე ზურაბიშვილი