ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილმა კვიპროსში ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვა, რომ დაგეგმილი აქვს ამ საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ NGO-ებისთვის გამოყოფილი ფულია

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რაზე რა თანხები იხარჯება და ხომ არ იხარჯება გარკვეული თანხები პირდაპირ საარჩევნო კამპანიებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ვინ რისთვის და რამდენით ფინანსდება.

„რამდენიმე თვის წინ შედგა მაგალითად ასეთი შეხვედრა კვიპროსში, ცნობილ კეზერაშვილთან, სადაც ის ესაუბრებოდა რამდენიმე მის ნაცნობს და თქვა, რომ მას დაგეგმილი აქვს ამ საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ დოლარის გამოყოფას თავად აპირებს, 15 მლნ დოლარის მობილიზების იმედი ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ბიზნესმენებისგან და 15 მლნ დოლარზე თქვა, რომ ეს არის NGO-ებისთვის გამოყოფილი ფული. საინტერესოა, ვნახოთ, რომელ 15 მლნ დოლარზე ჰქონდა საუბარი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემა იმედი LIVE-ში.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715798494

ახალი ამბები

ანი პაპავა გარდაცვლილი იპოვეს

 27 წლის ანი პაპავა, რომელსაც 5 დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. გოგონა ხონში იპოვეს. გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახმა დაუდასტურა. ცნობისთვის,  ჩხოროწყუში 27 წლის ანი პაპავას 10 მაისის შემდეგ...

ანი პაპავა

1715787837

ახალი ამბები

,,გათხოვილი კაცი გვასწავლის ჩვენ, როგორი მორალი და როგორი კანონი უნდა გვქონდეს ქართველებს?!” - შალვა კეკელია

 „აქციაზე 90%-ს კანონი წაკითხული არ აქვს. უბრალოდ ამბობენ, ევროკავშირი გვეუბნება, არ უნდა მიიღოთ და მორჩა. ხვალ მეტყვიან ის კანონი მიიღეთ, რაც საბერძნეთმა მიიღო, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკა...

მამაო

1715787511

ახალი ამბები

,,ევროპული ქვეყნის სახელმწიფო მოხელისაგან სამწუხარო მცდელობა ეკლესიის სტიგმატიზაციისა და თანაც ასეთ რთულ ვითარებაში” - საპატრიარქო

 საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ როთის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პა...

ზოგადი

1715785381

ახალი ამბები

შსს-მ პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 1983 წელს დაბად...

დაკავება

1715781320

სოციალური მედია

„საკუთარი ქვეყნის გერბის ქვეშ რომ არ დაგაყენებენ და კუთხეში დადგომის არანაირი პრეტენზია არ გაგაჩნია - ეს არის იმ ქალის დამოკიდებულება, რომელმაც „ნაცების“ კოალიციის ლიდერად თვითონ გამოაცხადა თავი“ - დიმიტრი სამხარაძე

„შენ ქვეყანაში, პრეზიდენტი რომ გქვია ჯერ კიდევ, შუაში, საკუთარი ქვეყნის გერბის ქვეშ რომ არ დაგაყენებენ და კუთხეში დადგომის არანაირი პრეტენზია არ გაგაჩნია!“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რეგიონული...

დიმიტრი სამხარაძე