იურიდიულმა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილს ერთხმად დაუჭირა მხარი

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს ერთხმად დაუჭირა მხარი.

კომიტეტმა დღეს თავმჯდომარეობის ორ კანდიდატს მოუსმინა.

უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა თენგიზ თევზაძემ, „პლატფორმა 20/20-ის“ აღმასრულებელმა დირექტორმა. ამ კანდიდატს ოპოზიციის დეპუტატების წინასწარ გაცხადებული მხარდაჭერა ჰქონდა.

გიორგი კალანდარიშვილი, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, ამ პოსტზე თამარ ჟვანიას გადადგომის შემდეგ, 6 თვის ვადით აირჩიეს, რადგან მან 5 წლის ვადით არჩევისთვის ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. დღეს მან უმრავლესობის დეპუტატების ხელახალი მხარდაჭერა მოიპოვა.

კომიტეტზე დღეს გაესაუბრნენ ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძეს, მაია ზარიძეს და გია ცაცაშვილს.

კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების საკითხი საბოლოო კენჭისყრისთვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა. 

საქართველოს კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩევა, თუ მას პირველ ან მეორე კენჭისყრაზე 100 დეპუტატი დაუჭერს მხარს.

სხვა სიახლეები:

„რატომ წამოვედით? ჩემი შიშების გამო ალბათ…. ვინც მიცნობთ კარგად იცით, რომ სასწაულად მეშინია ციხის და მეშინია სიკვდილის“- რატომ წავიდა ემიგრაციაში რიმა ასკურავა

ISFED: ფეისბუკის მიერ გაუქმებულმა არაერთმა პროპაგანდისტულმა გვერდმა მოახდინა წარმატებული მიგრაცია ტიკტოკის პლატფორმაზე, მათ შორის „ალტ-ინფოს“ ქსელმა

NDI: მოსახლეობის ყველაზე დიდი ეკონომიკური პრობლემა უმუშევრობა და ფასების ზრდაა

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714148335

ახალი ამბები

ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და...

ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი

1714147824

ახალი ამბები

„საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს“ - ვლადიმერ ბოჟაძე

„ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ, რა დაწერა: „დღესაც, მთელს ამიერ კავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთი და იმავე მნიშვნელობის სიტყვებია. გაქრისტიანდაოს მაგივრად, გაქართვე...

ვლადიმერ ბოჟაძე

1714145474

ახალი ამბები

ავარია თემქაზე - არიან დაშავებულები

თბილისში, თემქაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად არიან დაშავებულები. ადგილზე სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული და დაშავებულებს შესაბამისი დახმარება იქვე გაუწიეს.  თვითმხილველ...

ავარია თემქაზე

1714143599

სოციალური მედია

„და მართლაც beatles-ებზე მეტად მიყვარხარ ბა“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნატალია ყიფშიძე ხმაურიანი კომენტარის შემდეგ?

25 აპრილს, მსახიობმა ზურა ყიფშიძემ, სოციალურ ქსელში შვილიშვილი, ნატალია ყიფშიძე საჯაროდ გააკრიტიკა, როგორც ჩანს ზურა ყიფშიძის გაღიზიანება შვილიშვილის პოლიტიკურმა შეხედულებებმა გამოიწვია.  „ვაი მე! სად...

ნატალია და ზურა ყიფშიძე

1714142251

საზოგადოება

„კარგად მახსოვს, როგორ დავიწყეთ და ჩაერთო უამრავი ადამიანი მის მშენებლობაში“ - რას წერს თიკო ჩხეიძე

მოდელმა თიკო ჩხეიძემ სოციალურ ქსელში ტაძრის ფოტოები გაავრცელა, რომელიც თავისი გარდაცვლილი შვილის სახელზე აშენდა. ტატა 11 წლის ასაკში დაიღუპა. „ეს კი ტატას სახელზე აშენებული ტაძარია, მადლობა უფალს, მის...

თიკო ჩხეიძე