კახა კალაძე: არ ვიცი კახა ალადაშვილი ფეხბურთს სად თამაშობდა, ალბათ „ფლეისთეიშენს“ თამაშობდა

„წარმოუდგენელია ის განცხადებები, რაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მიმართ კეთდება. ასეთ დამოკიდებულებას ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

ასევე, მან კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრისა და „სკა ენერგია-ხაბაროვსკის“ ყოფილი ფეხბურთელის, კახა ალადაშვილის მხრიდან მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე.

„მე არ ვიცი კახა ალადაშვილი სად თამაშობდა. მე რუსეთში არ მითამაშია. ის ალბათ, „ფლეისთეიშენს“ თამაშობდა. ბოლო დღეების და თვეების განმავლობაში, არა მხოლოდ ფეხბურთელების, არამედ წარმატებული ადამიანების მიმართ მიზანმიმართული ბულინგი, ძალადობა და შეურაცხყოფა მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ეს დასაგმობია და კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი ქმედებები. ვნახეთ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გაკეთებული განცხადებები, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ. ხვიჩა ჩვენი საამაყო ადამიანია, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ამომავალი ვარსკვლავია.

ზოგადად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მიმართ ეს დამოკიდებულება და განცხადებები, რაც კეთდება, წარმოუდგენელია. მათ აქვთ ასეთი მიდგომა - თუ მათ მოსაზრებას არ იზიარებ, ქვეყნის მოღალატე და მტერი ხარ. მსგავს დამოკიდებულებას არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი და როგორც 9 მაისს მოხდა ფაშიზმზე გამარჯვება, ისე იქნება ყოველთვის გამარჯვება რადიკალიზმზე, სიბინძურეზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716133195

ახალი ამბები

გიორგი სარდალაშვილი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია

აბუ-დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი სარდალაშვილი (60კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 20 წლის ქართველმა ფინალში ტაიპეისწარმომადგენელი იანგი დამატებით დროშივაზარით დაამარცხა. ტურნირზე პირველ...

გიორგი სარდალაშვილი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია

1716130982

მსოფლიო

„ორი პეტრიოტი ძირეულად შეცვლის სიტუაციას“ - ზელენსკიმ მსოფლიოს ხარკოვის დახმარებისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხარკოვის დასაცავად ორი პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდება ძირეულად შეცვლის ქალაქში უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარებას. „მსოფლიოს შეუ...

აა

1716127392

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა

ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი თეირანში ბრუნდებოდა, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ჩამოვარდა. როგორც reuters-ი წერს, ინციდენტის შესახებ ირანულმა მედიამ ურთიერთგამომრიცხავი...

ირანის პრეზიდენტი

1716126771

სოციალური მედია

„დედაზე ნაკლები არც შვილია“ - შორენა ბეგაშვილის შვილი შავ-თეთრ კაბაში პოზირებს

მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე Instagram-ზე ფოტოებს აქვეყნებს, რომელშიც შეუდარებლად გამოიყურება, ევა შავ-თეთრ კაბაში პოზირებს. გამოქვეყნებულმა კადრებმა დიდი მოწონება და დადებითი შეფასებ...

ევა ბარბაქაძე

1716123536

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: „ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება!“

„ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება! ამ დროს კი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპ...

მამუკა მდინარაძე