"ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც, შეიძლება, გინესის რეკორდების წიგნში შევიყვანოთ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო" - კობახიძე ძმებ ბერძენიშვილებს აკრიტიკებს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს და ამ კამპანიის ნაწილია, კობახიძის თქმით, ძმები ბერძენიშვილების განცხადებები.

"მინდა, ვისაუბრო შეტევის ახალ ტალღაზე, რომელიც ხორციელდება ჩვენი ეროვნული იდენტობის მიმართ. ხედავთ, გამოარჩიეს რამდენიმე, ყველაზე დიდი ქართველი და მათი სახელის დაკნინებით ცდილობენ,  რომ დაანგრიონ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის იდენტობა. ეს არის მცდელობა, რომელიც არის სახეზე.

ხან ილია ჭავჭავაძეს უწუნებენ პოეზიას, ხან ერეკლე II-ს – პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ხან დავით აღმაშენებელს – შვილების და შვილიშვილების აღზრდას… ვხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ერთგვარი ყინულმჭრელის როლს. ესენი არიან პირველ რიგში ძმები ბერძენიშვილები, რომლებსაც აქვთ გამორჩეული ზიზღი ქართველი ხალხისა და ქვეყნის მიმართ. საიდან მომდინარეობს ეს ზიზღი, არ ვიცით, მაგრამ ეს არის სამწუხარო ფაქტი.

ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც, შეიძლება, გინესის რეკორდების წიგნში შევიყვანოთ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო.

ვიტყვი, რომ ეს არ არის ერთი, ზიზღით განმსჭვალული ადამიანის, უსამშობლო და უღმერთო კაცის გაუკუღმართებული საუბარი. ისინი აგრძელებენ კამპანიას, რომელიც ნაცმოძრაობამ დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდნენ.

მათ კარგად იციან, რომ იდენტობის შესარყევად, იმისთვის, რომ შეარყიო ეროვნული იდენტობა, უნდა შეეხო ყველაზე წმინდას, რაზედაც ეს იდენტობა დგას და ეს არის პირველ რიგში რა თქმა უნდა ამ ერის დიდი წინაპრები, მისი სარწმუნოება, მისი ეკლესია და სწორედ აქედან გამომდინარე არიან შეტევის შტურმის მთავარი ობიექტები.

იმისთვის, რომ გადააგვარო ადამიანი, უარი უნდა ათქმევინო საკუთარ დედაზე და საკუთარ მამაზე. ეს მათ იციან და მარტივია მათი სტრატეგია.

ისინი იბრძვიან ჩვენი ქვეყნისა და ერის ფესვებს და ყველამ ვიცით, რომ ნაცმოძრაობა არის კოლექტიური დოქსოპულო, კოლექტიური ბერბიჭაშვილი.

ეს ადამიანები – ბერძენიშვილები, სააკაშვილები, ბოკერიები, გვარამიები და სხვები არიან ახალი დროის ბოლშევიკები, რომლებიც ცდილობენ, პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი წინაპრები, ბოლშევიკები უროთი ანგრევდნენ.

ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი წარმატება ამ გზაზე, რასაც ჰქვია ეროვნული იდენტობის ნგრევა,  იყოს ნულოვანი და ამაზე ვართ პასუხისმგებელი ქვეყნის, ერის, ხალხის წინაშე", – განაცხადა კობახიძემ.

წყარო: პუბლიკა

ასევე დაგაინტერესებთ:

* "ჩვენ ფერარი და მერსედესი გვეკუთვნის ერო, მასკვიჩი და ლადა დაჟანგებოდეს მის პატრონს" - ნათია ფანჯიკიძე ევროკავშირში გაწევრიანებაზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715189234

საზოგადოება

9 მაისს „წაჩხურობა“ აღინიშნება

წაჩხურობის დღესასწაული სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ყოველწლიურად აღინიშნება, აღდგომის მომდევნო კვირაში, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს.  წელს...

წაჩხურობა

1715185347

ახალი ამბები

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუსი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი თავისუფალი არიან და ცენტრალური ხელ...

დაკავებადაკავება

1715180797

ახალი ამბები

🎥 „ვთქვათ, მართლა პარალიზებული გაქვს ქალაქი, უკვე შენ სამოქმედო არ გაქვს, ჩამოიშლებიან...“ - რას ამბობს გიორგი ონიანი ჩანაწერებში

საინფორმაციო სააგენოტ For.ge ექსკლუზიურად მოპოვებულ მორიგ ფარულ ჩანაწერს ავრცელებს. ჩანაწერში, რომლის ავთენტიკურობა დადასტურებული არ არის, ნიკა გვარამიას პარტია „ახალის“ წევრი გიორგი ონიანი ოპოზიციონე...

გიორგი ონიანი

1715179080

ახალი ამბები

„3-4 ლოკაციაზე 10-15 ათასი კაცი მოახდენთ პარალიზებას, მოითხოვთ რიგგარეშე არჩევნებს... კიდევ ველოდები ინფორმაციებს, იმათ რა რესურსი აქვთ“ - ზურა გირჩი ჯაფარიძე

პლატფორმა For.ge-ზე მორიგი ფარული ჩანაწერი ვრცელდება. „3-4 ლოკაციაზე 10-15 ათასი კაცი მოახდენთ პარალიზებას, მოითხოვთ რიგგარეში არჩევნებს... კიდევ ველოდები ინფორმაციებს, იმათ რა რესურსი აქვთ...“, - ჩან...

 ზურა გირჩი ჯაფარიძე

1715178606

ახალი ამბები

ევროპის წამყვან ქვეყნებსა და აშშ-ში პოლიცია შეკრება-მანიფესტის დროს კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს იყენებს

შსს-ს ვიდეოკადრების კოლაჟს ავრცელებს, სადაც ასახულია იმ საერთაშორისო საპოლიციო ღონისძიებების პრაქტიკის შესახებ, რომელთა გამოყენებითაც, როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, ასევე, აშშ-ში პოლიციის მიერ ხდე...

მსოფლიომსოფლიო