მალტაზე საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა - ხათუნა თოთლაძის შეხვედრა მალტის საგარეო საქმეთა მინისტრთან

მალტის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა მალტის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, ევარისტ ბარტოლოსთან.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და მალტას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის ასპექტებზე ისაუბრეს. ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას; საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ნაყოფიერ თანამშრომლობას, მათ შორის, კანდიდატურების მხარდაჭერის კუთხით.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობას და  ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს. ისაუბრეს  საქართველოს მიერ ევროკავშირში სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის წარდგენის და ევროკავშირთან ფიზიკური დაახლოების თემაზე, „ასოცირებული ტრიოს“ პერსპექტივებზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის  სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე. ხათუნა თოთლაძემ ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ პროცესში მალტის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება. ევარისტ ბარტოლომ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მალტის ურყევი მხარდაჭერა.

მხარეებმა ისაუბრეს კულტურის, განათლების, ეკონომიკის სფეროში ურთიერთობების ინტენსიფიკაციის მნიშვნელობაზე. ყურადღება გაამახვილეს განათლების სფეროში არსებულ აქტიურ კონტაქტებზე, კერძოდ მალტის დიპლომატიურ აკადემიასთან ქართული მხარის თანამშრომლობაზე.

შეხვედრაზე კმაყოფილებით აღნიშნეს მალტაზე საქართველოს საპატიო საკონსულოს ამოქმედება, რომელსაც მირიამ კამილერი გაუძღვება. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ეს ფაქტი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორ სახელმწიფოსა და ორ ხალხს შორის ურთიერთობებისა და კავშირების განმტკიცებას. აღსანიშნავია, რომ საპატიო საკონსულოს ინაუგურაცია მალტის რესპუბლიკაში ხათუნა თოთლაძის ვიზიტის ფარგლებში, 5 დეკემბერს შედგა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714812494

ახალი ამბები

„ბორდომ“ „აიაჩო“ გაანადგურა - ზურიკო დავითაშვილის მეშვიდე გოლი ლიგა 2-ში

საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურში „ბორდომ“ „აიაჩოს“ უმასპინძლა, რომელიც 4:0 გაანადგურა, ზურიკო დავითაშვილმა კი ულამაზესი გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა 28-ე წუთზე მეკარეს შორეულ კუთხეში ძლიერი და...

ზურიკოზურიკო

1714811730

ახალი ამბები

კოსოვოს მთავრობა მაისში ერთნაირსქესიანთა კავშირების ლეგალიზებას გეგმავს

კოსოვოს მთავრობა მაისში ერთნაირსქესიანთა კავშირების ლეგალიზებას გეგმავს. Euractiv-ის ცნობით, ამის შესახებ კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ განაცხადა. „კოსოვოს სურს, გახდეს დასავლეთ ბალკანეთის მ...

პრაიდიპრაიდიპრაიდი

1714807712

საზოგადოება

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

საბერძნეთში, ათენში ქართველი ემიგრანტი გიორგი ბერაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ემიგრანტთა იმედი - შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „გარდაიცვალა ემიგრანტი საბერძნეთში, ათენში ახალგაზ...

ხსოვნა, გარდაცვალება

1714806520

საზოგადოება

მართლმადიდებელი სამყარო იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდება

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდება. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 14.00 სა...

წმინდა ცეცხლი

1714804137

სოციალური მედია

„მწყდება გული, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით“ - ხვიჩა კვარაცხელია

„ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შე...

ააა