მკვლელობა ცხვარიჭამიაში - დაბადების დღის სუფრაზე დაწყებული დავა, 20 წლის ახალგაზრდის მკვლელობით დასრულდა

ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა ცხვარიჭამიაში - მოკლული ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა ცნობილია, – ის თბილისში მცხოვრები 20 წლის მირიან კუჭავაა.

როგორც ირკვევა, ამ წუთებში კი ხალხმრავლობაა მცხეთის პოლიციასთან, სადაც დილის 4 საათიდან დაკითხვების სერია მიმდინარეობს.

პოლიციაში 50-მდე პირი იმყოფება, მათ შორის ცხვარიჭამიაში მომხდარი სისხლიანი გარჩევის მონაწილე მოზარდების მშობლებიც.

“ტვ პირველის” ცნობით, 20 წლის ბიჭს დანა გულის არეში ჩაარტყეს.

ტრაგედია ცხვარიჭამიაში იმ დროს დატრიალდა, როდესაც ახალგაზრდები დაბადების დღეს ნაქირავებ სახლში აღნიშნავდნენ.

სავარაუდოდ სწორედ სუფრაზე დაწყებული დაპირისპირება გახდა სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი, რომელიც უმძიმესი ტრაგედიით დასრულდა.

მირიან კუკავა მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. ის  ცნობილი ექიმის, ნინო ვაშაკიძის, შვილია.

სავარაუდო მკვლელი გაქცეულია.

მას სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.

შსს-მ ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭის მკვლელობაზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍"ელჩი თუ მეგობრად მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილს, მაშინ ექნებოდა სათანადო რეაქცია, მათ შორის ევროპარლამენტის რეზოლუციაზეც, ასევე რადიკალური ოპოზიციისა და ენჯეოების მესიჯბოქსებზე - ეს არის ორკესტრირებული შეტევა ბიძინა ივანიშვილზე" 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714744140

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი დარჩა და 2.6797 ლარს შეადგენს. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8777 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.86...

ზოგადი

1714738249

საინტერესო ამბები

რას უკავშირდება სააღდგომო პასკის ტრადიცია? რისი სიმბოლოა და რა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მას?

აღდგომა ერთადერთი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც ბრწყინვალე ეწოდება. სწორედ ამ დღეს მთავრდება დიდი, 40-დღიანი მარხვა და მორწმუნეები მაცხოვრის აღდგომით გამოწვეულ სიხარულს ერთმანეთს უზიარებენ: -„ქრი...

პასკა

1714734961

სოციალური მედია

„ნაცების ბრძოლა ხელისუფლებისთვის მოხერხებულად შეფუთეს „კი ევროპას და არა რუსეთს” კამპანიით“ - ნინო წილოსანი

„ნაცების ბრძოლა ხელისუფლებისთვის მოხერხებულად შეფუთეს „კი ევროპას და არა რუსეთს” კამპანიით“, - წერს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.  წილოსანი საზოგადოებას მოუწოდებს...

ზოგადი

1714731443

ახალი ამბები

„მეც ვუერთდები მოწოდებას „არა რუსულ კანონს“, ამ ქართულ კანონს კი, აუცილებლად მივიღებთ“ - კახა კალაძე

„მეც ვუერთდები მოწოდებას „არა რუსულ კანონს“ - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე სპორტსმენების მიმართ მოწოდებებს კანონპროექტის დაგმობასთან დაკავშირებით. როგორც კახა კალაძემ მედიას განუცხადა, „...

ზოგადი

1714731134

ახალი ამბები

„გვესმის ადამიანების გაბრაზების, თუმცა უნდა ვეცადოთ, თავი შევიკავოთ და აქციები მშვიდობიანად ჩატარდეს“ - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყოველგვარი ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და აქციების დროს თავი ყველამ უნდა შეიკავოს. როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, გუშინდელი აქციის გამო დ...

კახა კალაძე