„რუსთაველზე შეკრებილებმა ხელოვნურად გადაკეტეს გზის სავალი ნაწილი“ - სამართალდამცავი
გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. ამას, სამართალდამცველების მხრიდან მოჰყვა გაფრთხილება - გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიციის განმარტებით, მოხდებოდა მათი იდენტიფიცირება და კანონის შესაბამისად, ჯარიმების გამოწერა.
მოგვიანებით, პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გოგა მემანიშვილმა მედიასთან გაკეთებულ კომენტარში განმარტა, რომ ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, გზის გადაკეტვა არ იყო აუცილებელი.
„აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გავაკეთეთ. რამდენიმეჯერ მოვუწოდეთ აქციის მონაწილეებს და ასევე ორგანიზატორებს, რომ გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი, რადგან გზის დაკეტვის საჭიროება ახლა არ არის ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე. მოვახდენთ იმ პირების იდენტიფიცირებას, ვინც ხელოვნურად კეტავს გზის სავალ ნაწილს და შესაბამისად, სასამართლო იმსჯელებს“, - განაცხადა სამართალდამცავმა.
მისი განმარტებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში აქციის მონაწილეები 500, ხოლო ორგანიზატორები 5000 ლარამდე ჯარიმას დაექვემდებარებოდნენ.
პოლიციის აღნიშნული მითითება აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა პროვოკაციის მცდელობად შეაფასა და საბოლოოდ, აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობასთან გადანაცვლებისკენ მოუწოდა.
1714917490
საზოგადოება„იუდა იყო მოციქული, რომელსაც ღმერთმა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მიანდო“ - რას ჰყვება დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი
დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი პირველი არხის ეთერში იუდა ისკარიოტელზე და მის პასუხისმგებლობაზე ჰყვება. „იუდა იყო მოციქული, რომელსაც ღმერთმა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მიანდო. ეს პასუხისმგებლობა იყო ი...
1714916704
ახალი ამბებიმაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს, გრძელდება კიდევ ორი დაკარგული ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები
სამდღიანი უწყვეტი ძებნა-შველის ღონისძიებების შედეგად, მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდის ცხედარი მდინარე ენგურის მიმდებარედ ა...
1714906860
ახალი ამბები6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა - ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ელჭექის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალ...
1714904260
ახალი ამბებიროდის უნდა გავიდეთ საფლავზე - როგორია ეკლესიის პოზიცია
აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი, საფლავთა კურთხევის დღეა. ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს შეღებილი კვერცხით, პასკებითა და სხვა სანოვაგით დატვირთული ადამიანები ოჯახის წევრების და ახლობლების სა...
1714901543
სოციალური მედია„წუხელ გავედი სასაფლაოზე და მამაჩემი აღარ დამხვდა...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?
ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „წუხელ გავედი სასაფლაოზედა მამაჩემი აღარ დამხვდა.სიგარეტი მივუტანე და აღარსად იყო მამაჩემი.ღია საფლავთან ანგელოზთა...