„სახელმწიფოს პოლიტიკურ საქმეში გარე ძალები ვერ უნდა ერეოდნენ“ - ბესარიონ გუგუშვილი

„ლეგიტიმური ხელისუფლების პოლიტიკა ასეთი იყო, სახელმწიფოს შიგნით ვერავინ ვერ უნდა ერეოდეს. მით უმეტეს, სახელმწიფოს პოლიტიკურ საქმეში გარე ძალები ვერ უნდა ერეოდნენ“, - განაცხადა დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა პრემიერ-მინისტრმა ბესარიონ გუგუშვილმა „გამჭვირვალობის კანონის“ გამო საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას. 

მისი თქმით, თუ ქვეყანა გარედან უნდა იმართოს არასამთავრობოების ხელით, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ დამოუკიდებლები არ ვართ, სხვა შემთხვევაში კი, არასამთავრობო ორგანიზაციები თავის ჩარჩოში უნდა ჩაეტიონ და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევა შეწყვიტონ.

„თუ რაიმე ძალა, ეს იქნება ორგანიზაცია, დაჯგუფება, გნებავთ არასამთავრობო და სხვა, ერევა შინაგან პოლიტიკაში, ის უნდა აილაგმოს - ეს არის ზოგადი კანონზომიერება ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. თუ სახელმწიფო გარედან იმართება და გარედან უნდა მართონ არასამთავრობოების ხელით, მაშინ ვთქვათ, რომ არ ვართ დამოუკიდებლები და რომ სახელმწიფოს მართავენ გარედან, არასამთავრობოების ხელით. თუ ეს არ გვინდა, მაშინ არასამთავრობოები უნდა ალაგმული იყოს, ანუ თავის ჩარჩოებში უნდა ჩაეტიონ და სახელმწიფოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში არ უნდა ერეოდნენ“, - განაცხადა გუგუშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ბესარიონ გუგუშვილის პროგნოზით, რევოლუციონერები შეეცდებიან, მაქსიმალურად დაძაბონ სიტუაცია, ვინაიდან მათ უკან დასახევი გზა არ აქვთ.

„ვფიქრობ, ეს პროცესები განვითარდება ისე, რომ რევოლუციონერთა კლასი, სამოქალაქო პუტჩს ვინც მართავს, შეეცდება სიტუაცია მაქსიმალურად გაამძაფროს, მაქსიმალურად დაძაბოს - სხვა გამოსავალი მათ არ აქვთ, ასე რომ, მე კარგს არაფერს ველოდები“, - აღნიშნა ბესარიონ გუგუშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715874781

საზოგადოება

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და კეთილდღეობას

 დღეს ორი მეგობარი, ორი სტრატეგიულიპარტნიორი ქვეყნის ლიდერი შევიკრიბეთ დაძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩვენს შორის.კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირე საქართველოსტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა დაკეთილდ...

გგჰ

1715874640

ახალი ამბები

,,თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და პრეზიდენტ ერდოღანთან ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა” - პრემიერი

 თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვისნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორშეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა, - ამის შესახებ საქართველოსპ...

ირაკლი კობახიძე

1715867911

საზოგადოება

17 მაისს გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება შეიზღუდება

დედაქალაქში 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით, გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „მსვლელობა ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან...

ზოგადი

1715866727

საქართველო

„კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, სად, რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!“ - მამუკა მდინარაძე ოჯახის სიწმინდის დღეზე

„ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები - ურთიერთდაპირისპირებულად წ...

მამუკა მდინარაძე

1715865642

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7596 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7323 ლარი იყო.  გამყარდა ევრო, რომლის...

ლარის კურსი, ვალუტა