სტიქიამ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, მრავალწლოვანი ხეები წააქცია - ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტა

სტიქიამ და გადაუღებელმა წვიმებმა სამეგრელოში, ზუგდიდის ღირსშესანიშნაობა, ბოტანიკური ბაღიც დააზარალა.

როგორც ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბაღი ვიზიტორებისთვის უსაფრთხოებიდან გამომდინარე დროებით დაკეტილია.

რაც შეეხება ზარალს, უხვი ნალექის შედეგად  წყალმა დატბორა ბოტანიკური ბაღის ეზო და წააქცია რამდენიმე მრავალწლიანი ხე. 

"წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს გარკვეული სახის ზიანი მიაყენა.

წაქცეულია რამდენიმე ერთეული ხე, შედეგად დაზიანდა და გაირღვა რამდენიმე ადგილას ბოტანკური ბაღის ღობე, დაზიანებულია განათებები, ბაღში არსებულმა სადრენაჟე სისტემამ ვერ უზრუნველყო უხვი ნალექის გადინება ,შესაბამისად დაიტბორა ბოტანიკური ბაღის ნაწილი. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია დამატებით სადრენაჟე სისტემის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს  რათა მომავალში  მსგავსი სახის პრობლემის წარმოქმნის ალბათობა მინიმუმადე იქნეს დაყვანილი.

დილიდანვე, ბოტანიკურ ბაღში მუშაობენ შესაბამისი სამსახურების ოპერატიული ჯგუფები და მიმდინარეობს ბოტანიკური ბაღის იერსახის მოწერიგება.

სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის.

მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით დღეს ბოტანიკურ ბაღი ვიზიტორებისთვის დაკეტილია", - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714995212

ახალი ამბები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას ქართველ მოხალისეთა ქვედანაყოფი „შავი არწივი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ქართველი მებრძოლი ავდეევკის მიმართულებაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებ...

უკრაინა

1714993570

ახალი ამბები

მეუფე შიო: შეგვაძლებინოს უფალმა, სული არ ჩავაქროთ, რაშიც შეგვეწიოს ჩვენ წმინდა ძლევაშემოსილი დიდი მოწამე გიორგი

 შეგვაძლებინოს უფალმა, სული არ ჩავაქროთ, რაშიც შეგვეწიოს ჩვენ წმინდა ძლევაშემოსილი, საკვირველმოქმედი, დიდი მოწამე გიორგი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმ...

მუჯირი

1714990157

სოციალური მედია

,,როცა ადამიანი ხარ, ძნელია სიკვდილის მოთმენა, ბეზრდებათ წოლა და საფლავიდან იპარებიან“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.  გიორგი კეკელიძე ხშირად გვიზიარებს წერილებს მისი ბავშვობიდან, ამჯერადაც იგი ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს.  „მე...

აა

1714987458

სოციალური მედია

მაია ასათიანის ემოციური პოსტი გარდაცვლილ შვილზე

 ტელეწამყვანი მაია ასათიანი შვილის, ნუცა მახვილაძის ფოტოკოლაჟს „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს და ემოციურ პოსტს წერს. 18 წლის ნუცა მახვილაძე, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იმყოფებოდა, 2017 წელს საავადმყოფო...

ასათიანი

1714984540

მსოფლიო

ბრაზილიაში წყალდიდობას 78 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წყალდიდობას 78 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება. დატბორილია ათობით დასახლებული რაიონი. სტიქი...

ბრაზილიაა