თბილისში,„საქართველოს ბანკის" ფილიალში ყაჩაღობა მოხდა

თბილისში, სამგორის რაიონში, „საქართველოს ბანკის" ფილიალში ყაჩაღობა მოხდა. ნიღბიანმა კაცმა ბანკიდან ფული წაიღო. ფილიალთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრებმა მოქალაქემ გვითხრა, რომ ისმოდა სროლის ხმაც.

ინფორმაციას, რადიო თავისუფლება ავრცელებს.

"დეტალებზე მიმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს", - უთხრეს რადიო თავისუფლებას "საქართველოს ბანკში".

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ბოლო წლებში „საქართველოს ბანკში" შეჭრის სხვა შემთხვევებიც იყო.

ამ დრომდე არ არის დაკავებული ბადრი ესებუა, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკში" შეიჭრა და ნახევარი მილიონი დოლარი წაიღო. მასზე ძებნა არის გამოცხადებული.

თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა, თავდამსხმელმა „საქართველოს ბანკის" ფილიალში 43 ადამიანი აიყვანა მძევლად.

მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის იმდროინდელ დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.

კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა „საქართველოს ბანკის" ყვარლის ფილიალში გასული წლის სექტემბერს. ამ საქმეზე ბრალდებული შალვა მელიქიშვილი შსს-მ დააკავა.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵უცხოეთში პუტინს ექიმების მთელი ჯგუფი დაჰყვება, მათ შორის - ონკოლოგიც

🔵„რას ვნანობ? - ემიგრანტობას და უჩემოდ გაზრდილ შვილებს“ - წერილი ემიგრაციიდან

🔵სააკაშვილმა უკრაინიდან რაღაცას გამოასწრო - მამუკა მდინარაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716042100

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო. მისი თქმით, ვეტო პარლამენტს დღესვე გადაეგზავნება. „დღეს, დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი, თ...

პრეზიდენტი

1716040897

საზოგადოება

„ერთნაირსქესიანთა ქორწინება ევროკავშირის 27-დან 25 ქვეყანაშია დაკანონებული, დავალება მიიღეს, გააკეთეს“ - ირაკლი ღარიბაშვილი

„ევროკავშირის 27 ქვეყნიდან უკვე 25 ქვეყანაში არის დაკანონებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება, დავალება მიიღეს, გააკეთეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მის...

ირაკლი

1716035177

სპორტი

დავითაშვილი სეზონის ბოლო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში ზურიკო დავითაშვილი „ბორდო“-„პოს“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ლიგა 2-ის სეზონი საშინაო გამარჯვებით დაამთავრა. „ბორდომ“ მატჩი გაეტა...

ზურიკო დავითაშვილი

1716031806

საზოგადოება

„მე იმისთვის მაქვს ცოდნა, რომ სხვას გავუზიარო, დავიცალო და ახალი შევივსო... დღეს მოკამათეები არ უსმენენ ერთმანეთს“ - რას ამბობს ელდინო საღარაძე

მსახიობი, პოეტი და პედაგოგი ელდინო საღარაძე, გადაცემა ჩვენი ოჯახის ეთერში კამათის კულტურასა და მის მნიშვნელობაზე საუბრობს. „მე გავსებული ვარ რაღაცა ცოდნით თავდაჯერებული ვარ და ვჯდები საკამათოდ. დღეს მ...

პოეტი

1716027897

ახალი ამბები

ევროსაბჭოს მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირეს

 სტრასბურგში 16-17 მაისს ევროპის საბჭოს 133-ე მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მ...

ევროსაბჭო