"ბოლოს კონტაქტზე 30 ნოემბერს გამოვიდა - დედა ემიგრაციაში წასულ შვილს ეძებს" - ექსკლუზივი

ემიგრაციაში წასულ კაცს ოჯახი ეძებს.

დათო ცეცხლაძე ქობულეთიდანაა. 41 წლის კაცი ემიგრაციაში აგვისტოში წავიდა.

როგორც "ექსკლუზივიტივის" დათო (რევაზ) ცეცხლაძის დედა, მარინა გორგასლიძე უყვება მისი შვილი სამი თვის განმავლობაში საფრანგეთში, ქალაქ ნანტში ქუჩაში, კარავში ცხოვრობდა.

როგორც ემიგრანტი კაცის დედამ გვითხრა, ოჯახს ჯერ პოლიციისთვის არ მიუმართავს, რადგან იმედი აქვს, რომ ქართველი ემიგრანტები გაუჩინარებულ ახალგაზრდას იპოვიან.

"ბოლოს მესიჯი მომწერა 17 ნოემბერს.  ცხოვრობდა კარავში. მარტო იყო.  30 ნოემბერს დაურეკა შვილს და ელაპარაკა. მერე უკვე არავის შეგვხმიანებია" - გვითხრა დედამ.

მისი თქმით, 41 წლის კაცი დანიაში წასვლას გეგმავდა. დედის ინფორმაციით, დათო ცეცხლაძეს უთხრეს რომ დანია მისცემდა თავშესაფარს.

" მითხრა მივყვები პროგრამას, რასაც მეტყვიან ისე მოვიქცევიო. ისიც მითხრა, რომ დანიის იმედი ჰქონდა. ბილეთს ამიღებენ და გამაგზავნიანო. მას შემდეგ აღარ გამიგია არაფერი" - გვითხრა მარინა გორგასლიძემ.

დროებით კავშირზე არ მყოფი ახალგაზრდა ემიგრანტის ოჯახმა, არ იცის მოახერხა თუ არა დათომ დანიაში წასვლა, და თუ წავიდა ამის გამო ხომ არ შეწყდა დროებით, ახლობლებთან მისი კონტაქტი.

"თუ რამე ინფორმაცია არ მივიღეთ, მივმართავთ საელჩოს და პოლიციას. ემიგრანტების ჯგუფში დავწერე და ყველა ჩაერთო ძებნაში", - უთხრა "ექსკლუზივიტივის" დავით ცეცხლაძის დედამ, მარინა გორგასლიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714151170

ახალი ამბები

გარდაბანში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20...

შემთხვევები

1714149628

მსოფლიო

„უკრაინაში იარაღსა და აღჭურვილობას ამ კვირაში გავგზავნით“ - აშშ-ის პრეზიდენტი

შეერთებული შტატები უკრაინაში დაპირებული იარაღის გაგზავნას ამ კვირაში დაიწყებს, როგორც მისი ბოლო დახმარების პაკეტის ნაწილი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ X-ში წერს.  „ოთხშაბათ...

ააა

1714148335

ახალი ამბები

ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და...

ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი

1714147824

ახალი ამბები

„საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს“ - ვლადიმერ ბოჟაძე

„ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ, რა დაწერა: „დღესაც, მთელს ამიერ კავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთი და იმავე მნიშვნელობის სიტყვებია. გაქრისტიანდაოს მაგივრად, გაქართვე...

ვლადიმერ ბოჟაძე

1714145474

ახალი ამბები

ავარია თემქაზე - არიან დაშავებულები

თბილისში, თემქაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად არიან დაშავებულები. ადგილზე სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული და დაშავებულებს შესაბამისი დახმარება იქვე გაუწიეს.  თვითმხილველ...

ავარია თემქაზე