დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“; „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“ და „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
 
კომიტეტმა 2022 წლის 27 მაისს, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ შედეგებსა და სამუშაო ჯგუფებში მიღებულ წინადადებებზე იმსჯელა.

კომიტეტმა ასევე იმსჯელა 2022 წლის 10 ივნისს, თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე - „ჩვენებურები“ წარმოდგენილ წინადადებებსა და მიღებულ რეკომენდაციებზე.

კომიტეტის სხდომაზე მიმოიხილეს, თუ როგორ მიმდინარეობს 2022 წლის დიასპორული საგრანტო პროექტები: „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“; „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“ და „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“. კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზეც გაამახვილა ყურადღება და ასევე, დაინტერესდა თუ რა პროგრესია პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივებთან დაკავშირებით. „მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს ნაყოფიერი მუშაობისთვის და იმედი მაქვს, რომ სამომავლოდაც ასეთივე თანამშრომლობას გავაგრძელებთ“, - მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს კომიტეტის თავმჯდომარემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714145474

ახალი ამბები

ავარია თემქაზე - არიან დაშავებულები

თბილისში, თემქაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად არიან დაშავებულები. ადგილზე სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული და დაშავებულებს შესაბამისი დახმარება იქვე გაუწიეს.  თვითმხილველ...

ავარია თემქაზე

1714143599

სოციალური მედია

„და მართლაც beatles-ებზე მეტად მიყვარხარ ბა“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნატალია ყიფშიძე ხმაურიანი კომენტარის შემდეგ?

25 აპრილს, მსახიობმა ზურა ყიფშიძემ, სოციალურ ქსელში შვილიშვილი, ნატალია ყიფშიძე საჯაროდ გააკრიტიკა, როგორც ჩანს ზურა ყიფშიძის გაღიზიანება შვილიშვილის პოლიტიკურმა შეხედულებებმა გამოიწვია.  „ვაი მე! სად...

ნატალია და ზურა ყიფშიძე

1714142251

საზოგადოება

„კარგად მახსოვს, როგორ დავიწყეთ და ჩაერთო უამრავი ადამიანი მის მშენებლობაში“ - რას წერს თიკო ჩხეიძე

მოდელმა თიკო ჩხეიძემ სოციალურ ქსელში ტაძრის ფოტოები გაავრცელა, რომელიც თავისი გარდაცვლილი შვილის სახელზე აშენდა. ტატა 11 წლის ასაკში დაიღუპა. „ეს კი ტატას სახელზე აშენებული ტაძარია, მადლობა უფალს, მის...

თიკო ჩხეიძე

1714140047

სპორტი

„კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გაგრძელება არ სურს, რადგან „ბარსელონა“ იწვევს“ - Gazetta dello Sport

„ნაპოლის“ ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია კლუბთან კონტრაქტის განახლებაზე უარს ამბობს, „ბარსელონა“ ვითარებას აკვირდება. ქართველმა ვარსკვლავმა, შესაძლოა, კლუბი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს...

ააა

1714139658

ახალი ამბები

„ხანდახან ცხენს მეძახიან, იმდენს ვმუშაობ...“ - სალომე ჭაჭუა

სალომე ჭაჭუა ერთ-ერთი პოპულარული პროფესიონალი მოცეკვავეა, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჭაჭუამ ლათინო-ამერიკული ცეკვის კარიერა საკმაოდ პატარა ასაკში დაიწყო. წლებია მას საზოგადოება...

სალომე ჭაჭუა