ქართველი ემიგრანტი ევროპარლამენტში ესპანეთს წარადგენს

ქართველი ემიგრანტი ევროპარლამენტში ესპანეთს წარადგენს, როგორც ახალგაზრდა ელჩი.

მოგეხსენებათ ემიგრაციაში რთულია თვითდამკვიდრება, თუმცა ემიგრანტები მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა, მაინც ახერხებენ მწვერვალების დაპყრობას.

ესპანეთმა ამჯერად უნიკალური შანსი მისცა ქართველ ახალგაზრდა იურისტს, ლუკა როსტომაშვილს.

რომელიც 5000-მდე კონკურსანტში გამოარჩია ალიკანტეს უნივერსიტეტმა და 5 საუკეთესო იურისტს შორის მოხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ლუკა როსტომაშვილი გვატყობინებს, რომელ ტექსტსაც ქვემოთ წაიკითხავთ.

„ბავშვობაში როდესაც ვხედავდი, თუ როგორ უსამართლოდ იჩაგრებოდა ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები (სიმართლე გითხრათ არც მე მქონია მარტივი ბავშვობა), მაშინვე მიხვდი, რომ მე ჩემი და ჩემი ხალხის უფლებებისთვის უნდა მებრძოლა.

არცერთი წამით არ ვნანობ იმ განვლილ ურთულეს გზას იურისტობამდე, რადგან მინდა ყველა სიბოროტეს სიკეთით და სამართლის გზით ვუპასუხო.

ამ ყველაფრის შემდეგ ალიკანტეს უნივერსიტეტმა გამოაცხადა პროექტი სადაც იურისტებს შეგვეძლო მონაწილეობა და 5 საუკეთესო იურისტს შეარჩევდნენ, როგორც ესპანეთის სახელით წარდგენილ ახალგაზრდა ელჩებს.

ევროპარლამენტში მოხვედრა ეს იყო ალბათ წარმოუდგენელი ოცნება კონკურსში მონაწილეობას 5000-მდე იურისტი იღებდა.

თუმცა მინდა გითხრათ, რომ თუ სწორ ადგილას ხართ შეიძლება არ გყავთ მდიდარი მამა ან დედა, ან ნაცნობი

მაგრამ ისეთმა ქვეყანამ როგორიც ესპანეთია დააფასოს თქვენი თავდაუზოგავი შრომა.

მე ვამაყობ, რომ ევროპარლამენტში მოვხვდი ჩემი შრომით და საკუთარ თავში რწმენით (რომელიც უფალთან არის ასოცირებული)!

იმის მიუხედავად, რომ ჩემი მიზანი იყო ესპანეთის წარდგენა, გულმა მაინც არ მომითმინა და მე მაინც ჩემი ტკბილი საქართველო ვახსენე. იმ დოზით რაც შევძელი, რადგან სადაც არ უნდა წავიდე ჩემი გული საქართველოს ეკუთვნის !

ძვირფასო ემიგრანტებო, მინდა იცოდეთ, რომ შეუძლებელი არაფერია, ნებისმიერი თქვენი შვილი იმსახურებს მსგავს უფლებებს და მადლიერი ვიქნები, რომ ეს პოსტი გააზიაროთ, რომ ეს იყოს მაგალითი, რომ შეუძლებელი არაფერია.

ვოცნებობ ერთ დღეს იმდენი შევძლო ჩემი ქვეყნის ინტერესები დავიცვა ყველგან და ყოველთვის, თუმცა ამჯერად, როგორც საჯარო მოხელის სტატუსით.

დარწმუნებული ვარ უფალმა უკეთ იცის, როდის რა უნდა მოხდეს

და ბოლოს, დიდი მადლობა ჩემს ოჯახს, მეგობრებს, გამომწერებს, გულშემატკივრებს იმისთვის, რომ ჩემი ირწმუნეთ.

დიდი პატივისცემით ლუკა როსტომაშვილი“.

ავტორი თამარ ბურდული

წყარო: ქართველი ემიგრანტი ევროპარლამენტში ესპანეთს წარადგენს

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714142251

საზოგადოება

„კარგად მახსოვს, როგორ დავიწყეთ და ჩაერთო უამრავი ადამიანი მის მშენებლობაში“ - რას წერს თიკო ჩხეიძე

მოდელმა თიკო ჩხეიძემ სოციალურ ქსელში ტაძრის ფოტოები გაავრცელა, რომელიც თავისი გარდაცვლილი შვილის სახელზე აშენდა. ტატა 11 წლის ასაკში დაიღუპა. „ეს კი ტატას სახელზე აშენებული ტაძარია, მადლობა უფალს, მის...

თიკო ჩხეიძე

1714140047

სპორტი

„კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გაგრძელება არ სურს, რადგან „ბარსელონა“ იწვევს“ - Gazetta dello Sport

„ნაპოლის“ ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია კლუბთან კონტრაქტის განახლებაზე უარს ამბობს, „ბარსელონა“ ვითარებას აკვირდება. ქართველმა ვარსკვლავმა, შესაძლოა, კლუბი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს...

ააა

1714139658

ახალი ამბები

„ხანდახან ცხენს მეძახიან, იმდენს ვმუშაობ...“ - სალომე ჭაჭუა

სალომე ჭაჭუა ერთ-ერთი პოპულარული პროფესიონალი მოცეკვავეა, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჭაჭუამ ლათინო-ამერიკული ცეკვის კარიერა საკმაოდ პატარა ასაკში დაიწყო. წლებია მას საზოგადოება...

სალომე ჭაჭუა

1714138039

საზოგადოება

27-28 აპრილის ამინდის პროგნოზი

26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც. თბილისში შენარჩუნებული ი...

ააა

1714137042

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6760 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6859 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ააა