8 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი - ამ დღეს დაბადებული ბავშვი დაკავშირებული იქნება თქვენს გვართან, სახელმწიფოსა და სამშობლოს კარმასთან. მას გარანტირებული ექნება წინაპართა და სხვა სულებისგან მხარდაჭერა

მთვარის მე-10 დღე 8.06-ის 13:30 სთ.დან 9.06-ის 14:38 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისები: კირჩხიბის მე-19 და 30-ე გრადუსები.
სიმბოლო: წყარო, ფანტანი. დაკავშირებულია უშრეტი ენერგიის წყაროსთან, რომელიც მუდმივად ავსებს ადამიანს. მიგვანიშნებს სულიერ დამოუკიდებლობაზე.
მოქმედება: გამარჯვება.
სახელწოდება: ფანტანი, სახლმშენებლობა, წყარო.

ეს დღე დაკავშირებულია საკუთარ ტრადიციებზე გასვლაზე. ადამიანის თვითჩაღრმავებასთან. კარმული მეხსიერების ჩართვასთან. ამ დღეს ხდება ცოდნის საიდუმლო წყაროებზე გასვლა. ზოგჯერ ადამიანი ამ დღეს იწყებს რაიმეს კეთებას გაუცნობიერებლად.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა: ოჯახური დღეა. კარგია, თუ მას ახლობლებთან გაატარებთ. ადვილად მიდის საქმე სახლის აშენების ანდა რემონტის დროს. წარმატებული იქნება ვაჭრობა, ყიდვა. არ არის რეკომენდებული მოგზაურობა. საუკეთესო დღეა აბანოსათვის.

მისტიკური ზეგავლენა: სულიერი თავისუფლების დღეა, მაგრამ არა სიმარტოვის. ოჯახური ტრადიციებისა და ფესვების შესწავლის დღეა, რომელიც თვალსაჩინო შედეგს მოიტანს. რეკომენდებულია საკუთარი დანიშნულების ძიება, გვარის ისტორიაზე მუშაობის გზით. ხშირია აღმოჩენები, მიგნებები.

მთვარის მე-10 დღეს რეკომენდებულია მედიტაცია საკუთარსა და გვარის კარმაზე, რათა ამოვხსნათ საკუთარი წარსული და მომავალი, უკეთესად წარმოვიდგინოთ, როგორ უზრუნველვყოთ მომავალი იმ გზით, რომელიც ავირჩიეთ ცხოვრებაში. გენეალოგიის ხეზე მსჯელობა, წინაპართა პორტრეტებზე მედიტაცია. უნდა შევათანხმოთ ოჯახის, სახლის განმტკიცებას. კარგია ამ დღეს მშენებლობის დაწყება. მე-10 დღე დასვენების დღეა. იგი საუკეთესოა რუსული ორთქლის აბანოსათვის.

სოციალური ზეგავლენა: საკმაოდ სასიკეთო დღეა, განსაკუთრებით ახლობლებთან, კარგად ნაცნობ ხალხთან საქმიანობისათვის. კარგად მიდის წამოწყებანი. ძველი კავშირების გაწყვეტა არ არის რეკომენდებული. განსაკუთრებით საქმიანის.

სამედიცინო თვალსაზრისით: ყველა ავადმყოფს უმსუბუქდება მდგომარეობა, თვით უიმედოებსაც კი. არ იშიმშილოთ.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები: ხდებიან პოპულარულები, უწევთ შორეული მოგზაურობები. ესახებათ ამოცანა იმუშაონ მისტიკაზე. ზოგჯერ ეს მოვლენა ისე გამოიყურება, როგორც ქვეცნობიერის დაძაბულობა. ამ დღეს დაბადებულები, თავის თავში ახალი ენერგიის წყაროს აღმოაჩენენ, ბევრი მათ მიმართავენ დახმარებისათვის, როგორც სიძლიერის წყაროს.

ისინი ვინც განვითარების დაბალ საფეხურზე დგანან, ანგარებიანები არიან, ზედაპირულები, ხშირად იტანჯებიან.

ზეგავლენა ჩასახვაზე: ბავშვი დაკავშირებული იქნება თქვენს გვართან, სახელმწიფოსა და სამშობლოს კარმასთან. მას გარანტირებული ექნება წინაპართა და სხვა სულებისაგან მხარდაჭერა. მოგზაური იქნება.

მედიტაცია: გენეალოგიური ხე.

მთვარე იმყოფება  ,,ქალწულის''  ზოდიაქოში 6.06-ის 8:24 სთ.დან.  8.06-ის 19:23 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, თხის რქის და კუროს  ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ  მორიელის და კირჩხიბის  ზოდიაქოს . 
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  მერწყულის და ვერძის ნიშნებს.
ქალწულის და თევზების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ლომის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება სასწორის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი  მშვილდოსნის და  ტყუპების ზოდიაქოსთვის.

დღის პროგნოზი: მერკური  ადგილზე შეჩერება მცირე ხნით, 3 ივნისის დღის საათებში და შემდეგ მოძრაობის დაიწყებს სწორი მიმართულებით, ფარდობითად, სისწრაფე მოემატება 8-10 ივნისიდან. ამ დღეებში მოსალოდნელია ამინდის ანომალიები მსოფლიოს მრავალ რეგიონში, ასევე მოლაპარაკებებს და კომერციას, ზოგადად, ინტელექტუალურ სახის მუშაობას ხელს შეუშლის მერკურის შენელებული მოძრაობა.
8 ივნისი დადებითი და წარმატების მომტანი დღე იქნება.

ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

წყარო: astrokonsultant

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714151170

ახალი ამბები

გარდაბანში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20...

შემთხვევები

1714149628

მსოფლიო

„უკრაინაში იარაღსა და აღჭურვილობას ამ კვირაში გავგზავნით“ - აშშ-ის პრეზიდენტი

შეერთებული შტატები უკრაინაში დაპირებული იარაღის გაგზავნას ამ კვირაში დაიწყებს, როგორც მისი ბოლო დახმარების პაკეტის ნაწილი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ X-ში წერს.  „ოთხშაბათ...

ააა

1714148335

ახალი ამბები

ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და...

ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი

1714147824

ახალი ამბები

„საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს“ - ვლადიმერ ბოჟაძე

„ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ, რა დაწერა: „დღესაც, მთელს ამიერ კავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთი და იმავე მნიშვნელობის სიტყვებია. გაქრისტიანდაოს მაგივრად, გაქართვე...

ვლადიმერ ბოჟაძე

1714145474

ახალი ამბები

ავარია თემქაზე - არიან დაშავებულები

თბილისში, თემქაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად არიან დაშავებულები. ადგილზე სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული და დაშავებულებს შესაბამისი დახმარება იქვე გაუწიეს.  თვითმხილველ...

ავარია თემქაზე