„მოერიდეთ კამათსა და სარკაზმს... შესაძლოა გამჟღავნდეს დაფარული თემები...“ - ასტროლოგ ქეთი ოდიშელის გაფრთხილება

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი მიმდინარე წელს მთვარის პირველი ნახევარ ჩრდილოვანი დაბნელების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„2024 წლის პირველი ნახევარ ჩრდილოვანი დაბნელება (ხილული იქნება ამერიკის დიდ ნაწილში, აფრიკაში, დასავლეთ ევროპაში)
25 მარტს, სასწორის ზოდიაქოს ნიშნის მე-6 გრადუსზე გვაქვს მთვარის დაბნელება. ის იღებს სტარტს 08:53 საათზე და დასრულდება 13:32 საათზე, თუმცა დაბნელების ეფექტები უკვე საგრძნობია ხოლმე, დაბნელებამდე 1 კვირით ადრეც.

მეგობრებო, ზოგადად დაბნელების ფონი ინდივიდუალურია თითოეული ადამიანისთვის, პროგნოზი დამოკიდებულია ინდივიდის რუკაზე, შეიძლება იყოს მოგებიანი, სასიკეთო ან პირიქითაც, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მიმდინარე ასტრონომიული პროცესების შედეგად, არასასურველი ფაქტორები აისახება ნებისმიერ ჩვენგანზე, ამიტომ მსგავს პერიოდებში სასურველია თავი შევიკავოთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისგან, სამედიცინო ქირურგიული ან ინვაზიური მანიპულაციებისგან და მშვიდ, ჩვენთვის ჰარმონიულ გარემოში გავატაროთ მეტი დრო.

მთვარის დაბნელების ფონი რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე გასტანს.
დაბნელება როგორც უკვე აღვნიშნეთ სასწორის ზოდიაქოს ნიშანშია, ამ ნიშნის მმართველი პლანეტა ვენერაა, რომელიც ჰარმონიულ ურთიერთობაშია პლანეტა იუპიტერთან, თუმცა, მას მეტ რაციონალურობას სძენს ახლოს მყოფი პლანეტა სატურნი, რომელიც დისციპლინისა და წესრიგის მოყვარულია. აქვე გასათვალისწინებელია, რომ, აპრილის დასაწყისში ძალაში შედის ჩვენი გონების მმართველი პლანეტა მერკურის რეტროგრადულობა, რომელიც კიდევ უფრო გაამძაფრებს დაბნელების დერეფნის ეფექტებს, რომელიც 25 მარტის მთვარის დაბნელებიდან - 8 აპრილის მზის დაბნელებამდე გრძელდება.

მოერიდეთ კამათსა და სარკაზმს, ღიმილი, პატიება და მიტევება საუკეთესო გამოსავალია, თუ "გადაამლაშებენ" დაიცავით თქვენი პოზიცია, თუმცა მეტი გაგებით მოეკიდეთ პარტნიორებს.
შესაძლოა გამწვავდეს ფსიქოლოგიური სახის პრობლემები, სხვადასხვა ფობიები. შესაძლოა თითოეულ ჩვენგანში მეტად გაიღვიძოს მანკიერმა მისწრაფებებმა, არ არის საჭირო საკუთარ თავთან ომის გაჩაღება, მიიღეთ თქვენი ეს ნაწილი და დაამუშავეთ ეს ენერგია, იმისთვის რომ თქვენი უკეთესი ვერსია შექმნათ.
ყურადღებას თხოულობს: თირკმელების ზონა, საშარდე გზები, კანი, თავის ზონა. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ეგზოტიკური საკვების მიღებისგან, რადგან არის მოწამვლის ალბათობა.
ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და კიდევ უფრო მეტად ნუ გაამწვავებთ არსებულ სიტუაციებს. თუმცა, ნუ მოიტყუებთ თავს! ამის ალბათობაც დიდია, აუცილებელია აიღოთ პასუხისმგებლობა თქვენს ცხოვრებაზე და დასვათ წერტილი იქ, სადაც ლოგიკურად ყველაფერი დასრულებულია.
არ არის რეკომენდებული ასეთ სავსე მთვარეობებზე დამუხტვები, თუმცა საკმაოდ დიდი ენერგები ტრიალებს და შეგიძლიათ ტრანსფორმაციული პრაქტიკებით, ფსიქოლოგიური საკითხებით, სურვილების ფორმირებისა და სამომავლო გეგმების გაწერით დაკავდეთ.

მნიშვნელოვანი ძვრები, დაწყებული პირადი თემით, დასრულებული სახელმწიფო დონეზე, პარტნიორულ საკითხებს, მორიგებას, ან კავშირების დასრულებას შეეხება.
 შესაძლოა გამჟღავნდეს დაფარული თემები და ბევრი თქვენგანი გააოცოს როგორც პირადი ასევე გლობალური საკითხების არასტანდარტულმა გადაწყვეტამ.

თუ დაბნელება თქვენ განსაკუთრებით შეგეხებათ ( ანუ თქვენს ნათალურ რუკასთან იკვეთება რაიმე თემით, მაგ: თუ ხართ ვერძის, სასწორის, კირჩხიბის ან თხის რქის ზოდიაქოს ნიშანშის პირველ მესამედში დაბადებული, ან გყავთ ამ პოზიციაში მთვარე, პირადი პლანეტა ან კარდინალური ჯვრის ნიშნები) მაშინ ეს იქნება თქვენთვის ძირეული, ფუნდამენტური საკითხების მოგვარების, გადაჭრის, დასრულების კარგი, მაგრამ ერთობ მტკივნეული საშუალება.
ამ პერიოდში ძალიან ეფექტურია ფსიქოლოგთან მუშაობა თუ ამის საჭიროება გაქვთ.

ბოლოს, მსგავსი დაბნელება გვქონდა 2006 წლის მარტში, გადახედეთ თქვენს ცხოვრებას იმ პერიოდში და გაწერეთ სტრატეგია, მალე ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყება შეიძლება მოგიწიოთ, ახალი შემართებით, ახალი ადამიანებითა და ახალი საშუალებებით“ - წერს ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714199655

მსოფლიო

ბაღდადში ერაყელი TikTok ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს

ბაღდადში ერაყელი TikTok ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით BBC წერს. ერაყის შსს-ს ინფორმაციით, „სოციალურ მედიაში ცნობილი ადამიანი უცნობმა თავდამსხმელებმა მოკლეს“....

ერაყელი TikTok-ვარსკვლავი

1714154021

ახალი ამბები

„ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე“ - „ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს

„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ  ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ რუსულ...

პარტია "ქართული ოცნება"

1714152603

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს იპონით სძლია და ევროპის პირველობა კარიერაში...

ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი

1714151170

ახალი ამბები

გარდაბანში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20...

შემთხვევები

1714149628

მსოფლიო

„უკრაინაში იარაღსა და აღჭურვილობას ამ კვირაში გავგზავნით“ - აშშ-ის პრეზიდენტი

შეერთებული შტატები უკრაინაში დაპირებული იარაღის გაგზავნას ამ კვირაში დაიწყებს, როგორც მისი ბოლო დახმარების პაკეტის ნაწილი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ X-ში წერს.  „ოთხშაბათ...

ააა