ტერორისტული აქტების გამო საფრანგეთში უსაფრთხოების უმაღლესი დონე გამოცხადდა
საფრანგეთის მთავრობამ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა. პრემიერმინისტრმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე "ისლამური სახელმწიფოს" მიერ პასუხისმგებლობის აღება და ის საფრთხეები რაც ქვეყნის წინაშეა.
ამ განცხადებამდე პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გამართა მოსკოვში მომხდარის შემდეგ.
137-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა პარასკევს "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარი თავდასხმის შედეგად. მასზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ ხორასნის პროვინცია" (IS-K) აიღო. 4 ეჭვმიტანილს მოსკოვის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ისინი ტაჯიკეთიდან არიან.
საფრანგეთის გაფრთხილების სისტემას სამი დონე აქვს. "გადაუდებელი თავდასხმის" დონე აქტიურდება საფრანგეთში ან მის ფარგლებს გარეთ თავდასხმის კვალდაკვალ ან როდესაც თავდასხმის საფრთხე გარდაუვალია.
საფრთხის უმაღლესი დონის გამოცხადების დროს საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებს ეძლევათ გაძლიერებული პატრულირების საშუალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა მატარებლების სადგურები, აეროპორტები, რელიგიური თავშეყრის ადგილები.
პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს და ქვეყანა უკვე იყო უსაფრთხოების მაღალ დონეზე, რადგან მოსალოდნელია მილიონობით ვიზიტორის შესვლა
1714199655
მსოფლიობაღდადში ერაყელი TikTok ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს
ბაღდადში ერაყელი TikTok ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით BBC წერს. ერაყის შსს-ს ინფორმაციით, „სოციალურ მედიაში ცნობილი ადამიანი უცნობმა თავდამსხმელებმა მოკლეს“....
1714163647
ჰოროსკოპი27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ამ დღის ზოგი სიახლე დადებით ემოციებს და კმაყოფილების გრძნობას მოგიტანთ. მზად იყავით ახლობელი ადამიან...
1714163468
საზოგადოება„ხელისუფლება გარკვევით დეკლარირებს, რომ მისი პოლიტიკური ვექტორი, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილი, არის ევროინტეგრაცია“ - საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურება: „ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები გვა...
1714161534
ახალი ამბებილიზა ქონიაძეს ხელი სთხოვეს
ლიზი ქონიაძე 22 წლის გახდა. დაბადების დღეზე მას რჩეულმა ხელი სთხოვა. კადრებს ლიზა სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს: „და მე ვთქვი კი“, - წერს ლიზა ქონიაძე. View this post on Instagram ...
1714160555
საზოგადოებაქუჩების ჩამონათვალი, სადაც ელექტრომომარაგება შეიზღუდება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 აპრილს 10:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნატახტარი,...