ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2023 წელს განსაკუთრებული წარმატება ელოდებათ

2023 წელი შავი კურდღლის წელია და როგორც ასტროლოგები ამბობენ ეს წელი ყველა ზოდიქოს ნიშნისთვის მეტ ნაკლებად წარმატებული იქნება, მაგრამ განსაკუთრებულად გამოყოფენ ზოდიაქოს 5 ნიშანს, რომებისთისაც ძალიან წარმატებული წელი იქნება.


კურო

2023 წლის განმავლობაში, სატურნი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლანეტა თქვენს ჰოროსკოპში, მეათე სახლში იქნება და სოციალურ ურთიერთობებსა და კარიერაზე ძალიან დიდ გავლენას მოახდენს. ასტროლოგების თქმით, ეს უნიკალური წელია, რომ დაწინაურდეთ და კარიერულ სიმაღლეებს მიაღწიოთ. თუ ჯერ კიდევ საკუთარი თავის ძიებაში ხართ და არ იცით, რა მიმართულებით გააგრძელოთ მომავალში მუშაობა, 2023 წელს თქვენს საბოლოო მიზანს აუცილებლად იპოვით. მთავარია, მხოლოდ ფინანსურ სარგებელზე არ იფიქროთ და ნებისმიერი შემოთავაზება თუ პროექტი გრძელვადიან პერსპექტივაში დაინახოთ.

ტყუპი

ისევე, როგორც კუროს ნიშნის წარმომადგენლებს, თქვენც შესანიშნავი შესაძლებლობა გაქვთ, რომ 2023 წელს ცხოვრებაში არაერთი საინტერესო გარდაქმნა დაგეგმოთ, მიაღწიოთ დიდ წარმატებას და ფინანსური სარგებელიც ნახოთ. ახლა გაქვთ შანსი, საბოლოოდ აიხდინოთ ის სურვილები, რომლებზეც დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდით, მაგრამ დროსა და რესურსს ვერ პოულობდით. თუმცა, საქმიან პარტნიორებთან კომუნიკაციისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ და ყველა შესაძლო რისკი წინასწარ განსაზღვრეთ.

ქალწული

2023 წელს შესაძლოა, ურთიერთობები უფრო სერიოზულ ეტაპზე გადავიდეს და ქორწინების გადაწყვეტილება მიიღოთ. ან კიდევ შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ბევრ ნათელ და ბედნიერ დღეს შემოიტანს. პლანეტა იუპიტერი თქვენი ურთიერთობების სახლშია და ოჯახური ცხოვრების კუთხით ბევრ სასიამოვნო ცვლილებას გიმზადებთ. ნუ იჩქარებთ, ყველაფერს თავის დრო აქვს და სასარგებლო ცვლილებებიც თქვენთან ეტაპობრივად მოვა.

თხის რქა

ასტროლოგების თქმით, 2023 წელს გაქვთ შესაძლებლობა, რომ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოთ, იყიდოთ ბინა, აგარაკი, გაიუმჯობესოთ საყოფაცხოვრებო პირობები და კომფორტი შეიქმნათ. გექნებათ ფინანსური სარგებლის მიღების დიდი შანსი და შეძლებთ, რომ ყველა ის დაძაბულობა და სირთულე, რაც მიმდინარე წლის განმავლობაში დაგიგროვდათ, სასიამოვნო ემოციებით შეცვალოთ.

თევზები

თქვენი მფარველი პლანეტა - იუპიტერი 2023 წლის 22 აპრილამდე ყველაზე მნიშვნელოვან, პირველ სახლში იქნება, რომელიც თქვენს პიროვნულ განვითარებაზე, თვითგამოხატვასა და ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წელს შეგიძლიათ სცადოთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც გინდოდათ და მოტივაცია არ გყოფნიდათ, თქვენი წამოწყება წარმატებით დასრულდება. ასევე, 22 აპრილის შემდეგ მნიშვნელოვანი ფინანსური წარმატება და ახალი შემოთავაზებები გელით.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716042100

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო. მისი თქმით, ვეტო პარლამენტს დღესვე გადაეგზავნება. „დღეს, დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი, თ...

პრეზიდენტი

1716040897

საზოგადოება

„ერთნაირსქესიანთა ქორწინება ევროკავშირის 27-დან 25 ქვეყანაშია დაკანონებული, დავალება მიიღეს, გააკეთეს“ - ირაკლი ღარიბაშვილი

„ევროკავშირის 27 ქვეყნიდან უკვე 25 ქვეყანაში არის დაკანონებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება, დავალება მიიღეს, გააკეთეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მის...

ირაკლი

1716035177

სპორტი

დავითაშვილი სეზონის ბოლო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში ზურიკო დავითაშვილი „ბორდო“-„პოს“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ლიგა 2-ის სეზონი საშინაო გამარჯვებით დაამთავრა. „ბორდომ“ მატჩი გაეტა...

ზურიკო დავითაშვილი

1716031806

საზოგადოება

„მე იმისთვის მაქვს ცოდნა, რომ სხვას გავუზიარო, დავიცალო და ახალი შევივსო... დღეს მოკამათეები არ უსმენენ ერთმანეთს“ - რას ამბობს ელდინო საღარაძე

მსახიობი, პოეტი და პედაგოგი ელდინო საღარაძე, გადაცემა ჩვენი ოჯახის ეთერში კამათის კულტურასა და მის მნიშვნელობაზე საუბრობს. „მე გავსებული ვარ რაღაცა ცოდნით თავდაჯერებული ვარ და ვჯდები საკამათოდ. დღეს მ...

პოეტი

1716027897

ახალი ამბები

ევროსაბჭოს მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირეს

 სტრასბურგში 16-17 მაისს ევროპის საბჭოს 133-ე მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მ...

ევროსაბჭო