ამერიკის FDA-მ "ფაიზერის" ვაქცინას შენახვის ვადა 3 თვით გაუხანგრძლივა

ამერიკის შეერთებული შტატების საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების სანიტარიული ზედამხედველობის ადმინისტრაციამ (FDA) “ფაიზერის” ვაქცინისთვის საგანგებო სიტუაციებში გამოყენების სანებართვო პირობები განაახლა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პირობების თანახმად, აღნიშნული ვაქცინის შენახვის ვადა 90-დან  60-მდე ტემპერატურის პირობებში, 6 თვიდან 9 თვემდე გახანგრძლივდა.

"გადაწყვეტილება 22 აგვისტოს იქნა მიღებული.

ვადის გახანგრძლივება ასევე ვრცელდება ვაქცინების იმ პარტიებზე, რომელთა მოქმედების ვადა დასრულდა ცვლილებების შეტანამდე პერიოდში, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი თანაბარი ტემპერატურის პირობებში ინახებოდა", – აღნიშნულია ინფორმაციაში.

FDA-ს ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სააგენტო იცავს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და უზრუნველყოფს წამლების, ასევე ვაქცინების და სხვა ბიოლოგიური პროდუქტების ეფექტიანობას და უსაფრთხოებას ადამიანისთვის.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714140047

სპორტი

„კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გაგრძელება არ სურს, რადგან „ბარსელონა“ იწვევს“ - Gazetta dello Sport

„ნაპოლის“ ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია კლუბთან კონტრაქტის განახლებაზე უარს ამბობს, „ბარსელონა“ ვითარებას აკვირდება. ქართველმა ვარსკვლავმა, შესაძლოა, კლუბი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს...

ააა

1714139658

ახალი ამბები

„ხანდახან ცხენს მეძახიან, იმდენს ვმუშაობ...“ - სალომე ჭაჭუა

სალომე ჭაჭუა ერთ-ერთი პოპულარული პროფესიონალი მოცეკვავეა, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჭაჭუამ ლათინო-ამერიკული ცეკვის კარიერა საკმაოდ პატარა ასაკში დაიწყო. წლებია მას საზოგადოება...

სალომე ჭაჭუა

1714138039

საზოგადოება

27-28 აპრილის ამინდის პროგნოზი

26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც. თბილისში შენარჩუნებული ი...

ააა

1714137042

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6760 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6859 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ააა

1714136818

მსოფლიო

აზერბაიჯანს შეუძლია ევროპაში გაზის ექსპორტის მოცულობა 5 მილიარდი კუბური მეტრით გაზარდოს

„აზერბაიჯანში მწვანე ენერგიის განვითარება შეამცირებს გაზის მოხმარებას მინიმუმ 5 მილიარდი კუბური მეტრით, რომლის ექსპორტიც ევროპაშია შესაძლებელი“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გ...

ააა