„წაჩხურობა“ - დღესასწაული, როდესაც უშვილო წყვილები უფალს ბავშვს ავედრებენ

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, დღესასწაული „წაჩხურობა“ აღინიშნება. 

ამ დღეს ტაძარში მოსალოცად უშვილო წყვილები წაჩხურუს მთავარანგელოზის ხატს შეწევნას სთხოვენ, ასევე თხოვნის შესრულების გამო მადლობელი ადამიანები მოდიან. მათ თან ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ, ზოგს აკვანში თოჯინაც კი ჰყავს.

„წაჩხურობას“ სპეციალური წირვა უშვილოებისთვის ტარდება. მათ ლოცვებში იხსენიებენ და წყვილები ეზიარებიან.

მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მდებარე წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია სოფლის ცენტრიდან 7 კილომეტრის მოშორებით, ხირზენის კალთაზე, მაღლობზე მდებარეობს.

სამეგრელოდან სვანეთისკენ მიმავალ წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილებზე გამოუვლია და ქვის ჯვარი აღუმართავს.

ტაძარი მოგვიანებით, მე-7 საუკუნეში აუგიათ, თუმცა ჩვენამდე განახლებული, მე-18 საუკუნეში აგებული დარბაზული ტიპის ეკლესიაა მოღწეული. ტაძარში წირვა-ლოცვა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აღარ აღევლინებოდა, თუმცა ღვთისმსახურება აქ 90-იან წლებში აღდგა. ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით დღეს აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716186622

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი.  ქ. თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურ...

აა

1716149614

ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი ამ დღეს უნდა ეცადოთ, რომ მწვავე თემებს და კონფლიქტურ სიტუაციებს თავი აარიდოთ. სავარაუდოდ, ორშაბათი თქ...

ყოველდღიური

1716145798

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: სალომე ზურაბიშვილი არის მოსიარულე ნაღმი - სად აფეთქდება და სად მოგვიწევს ჩვენ ამის ჩაქრობა, არ ვიცი

„როდესაც ფორმალურად, მაგრამ მაინც საქართველოს პრეზიდენტი ხდება უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, ბუნებრივად იქნება ქაოსი პრეზიდენტის ინსტიტუციაში,” - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა...

გურამ მაჭარაშვილი: სალომე ზურაბიშვილი

1716144785

სოციალური მედია

„ამ საოცარ ბიჭზე ენა როგორ უნდა მოგიტრიალდეს ცუდად, თუ მართლა ბოროტი არ ხარ“ - რას წერს ნინო ნადირაძე?

ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ქართველი წარმატებული ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეოს აზიარებს და წერს, რომ იგი საოცარი ბიჭია.  „აი ამ საოცარ ბიჭზე ენა როგორ უნდა მოგიტრიალდეს...

ნინო ნადირაძე

1716142069

სოციალური მედია

„ბედნიერებაა ასეთი ოჯახის ყურება“ - კახა კალაძე 17 მაისის კადრებს აქვეყნებს

17 მაისს, საქართველოში, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. კახი კალაძე ოჯახის სიწმინდის დღეზე მეუღლესთან, დიზაინერ ანუკი არეშიძესთან და ოთხივე შვილთან ერთად იმყოფებოდა. ცოტა ხ...

კახა კალაძე