საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პირველი ოფიციალური სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში შედგება.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საპარლამენტო დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე. ვიზიტის ფარგლებში. გაიმართება შეხვედრა, ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილესთან.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ ოფიციალურ ვიზიტს ალიანსის შტაბ-ბინაში აქვს სიმბოლური და შინაარსობრივი დატვირთვა, რაც ადასტურებს ნატოში ინტეგრაციის მნიშვნელობასა და პრიორიტეტულობას.

„ეს ვიზიტი, რა თქმა უნდა ემთხვევა იმ მნიშვნელოვან მოვლენებს, როდესაც ნატოს მოკავშირეები და ასპირანტები ერთობლივად ცდილობენ იმ საფრთხეების შეკავებას, რაც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციიდან, რომელიც მიზნად ისახავს ძირი გამოუთხაროს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია ამ საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვიზიტს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. საქართველო არის ალიანსის ყველაზე თავსებადი ასპირანტი პარტნიორი სახელმწიფო, რომელსაც ალიანსთან აქვს განსაკუთრებული თანამშრომლობა, როგორც პოლიტიკური, ასევე, პრაქტიკული თვალსაზრისით, რომელმაც მიაღწია დღემდე ყველა დროის მაქსიმუმს. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ჩვენი ამოცანაა, რომ ეს გადაწყვეტილება რაც შეიძლება მოკლე დროში და გონივრულ ვადებში იქნას სისრულეში მოყვანილი“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დროში ეს ვიზიტი დაემთხვა საკმაოდ გართულებულ ვითარებას რეგიონში და ასევე, მოლაპარაკებებს ნატოსა და რუსეთს შორის.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მივიღოთ პირველწყაროსგან ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ეს მოლაპარაკებები, რამდენად მტკიცე არის ნატო საქართველოს მხარდაჭერაში. ჩვენ გვსურს ვისაუბროთ სამომავლო პერსპექტივებზე, შესაძლო განვითარების სცენარებზე და ასევე იმ ნაბიჯებზე, რომელიც როგორც ჩვენ, ასევე, ნატომ უნდა გადადგას იმისათვის, რომ საქართველოს გაწევრიანება ნატოში დაჩქარდეს. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ დღეს უკვე ყველა ხვდება, რომ ევროპის უსაფრთხოება საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებაზე გადის და ამიტომ აქ დაყოვნება და დათმობები არის მიუღებელი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია შედიან. - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე საინტერესოა:

🔵 პოლიციელი, რომელმაც ზუგდიდში ქალს სცემა, დაკავებულია

🔵 ეს პოლიციელი კრიმინალს კი არ ებრძვის, კრიმანალი ამას ებლატავება - თამარ ჩერგოლეიშვილი

🔵 ძლიერი აფეთქება მოხდა ათენში 6 სართულიან შენობაში

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714151170

ახალი ამბები

გარდაბანში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20...

შემთხვევები

1714149628

მსოფლიო

„უკრაინაში იარაღსა და აღჭურვილობას ამ კვირაში გავგზავნით“ - აშშ-ის პრეზიდენტი

შეერთებული შტატები უკრაინაში დაპირებული იარაღის გაგზავნას ამ კვირაში დაიწყებს, როგორც მისი ბოლო დახმარების პაკეტის ნაწილი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ X-ში წერს.  „ოთხშაბათ...

ააა

1714148335

ახალი ამბები

ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და...

ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი

1714147824

ახალი ამბები

„საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს“ - ვლადიმერ ბოჟაძე

„ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ, რა დაწერა: „დღესაც, მთელს ამიერ კავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთი და იმავე მნიშვნელობის სიტყვებია. გაქრისტიანდაოს მაგივრად, გაქართვე...

ვლადიმერ ბოჟაძე

1714145474

ახალი ამბები

ავარია თემქაზე - არიან დაშავებულები

თბილისში, თემქაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად არიან დაშავებულები. ადგილზე სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული და დაშავებულებს შესაბამისი დახმარება იქვე გაუწიეს.  თვითმხილველ...

ავარია თემქაზე