შსს-ს განცხადება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში განვითარებულ მოვლენებზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ექსკლუზივიTV-ი უცვლელად გთავაზობთ:

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სხვადასხვა მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით.

გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას რათა შესწავლილ იქნეს ძალადობის ყველა შესაძლო ფაქტი.

აქვე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც აღსაზრდელების მიმართ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს უკავშირდება.

2016 წლიდან დღემდე აღნიშნულ პანსიონატთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს.

გამოძიების დაწყების საფუძველი ორ შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული წერილი, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან მომართვა გახდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე უზრუნველყო და განახორციელა საქმის გარემოების დადგენისათვის აუცილებელი ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარება. თითოეულ საქმეზე გამოკითხულია არაერთი მოწმე, ჩატარებულია ექსპერტიზა და სხვა მოქმედებები. თუმცა, ამ ეტაპზე საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე მუდმივ რეჟიმში აგრძელებს საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას რათა სრულყოფილად და ობიექტურად გამოძიებულ იქნეს დანაშაულის ყველა შესაძლო ჩადენის ფაქტი“,- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები:

🛑 საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716133195

ახალი ამბები

გიორგი სარდალაშვილი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია

აბუ-დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი სარდალაშვილი (60კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 20 წლის ქართველმა ფინალში ტაიპეისწარმომადგენელი იანგი დამატებით დროშივაზარით დაამარცხა. ტურნირზე პირველ...

გიორგი სარდალაშვილი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია

1716130982

მსოფლიო

„ორი პეტრიოტი ძირეულად შეცვლის სიტუაციას“ - ზელენსკიმ მსოფლიოს ხარკოვის დახმარებისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხარკოვის დასაცავად ორი პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდება ძირეულად შეცვლის ქალაქში უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარებას. „მსოფლიოს შეუ...

აა

1716127392

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა

ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი თეირანში ბრუნდებოდა, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ჩამოვარდა. როგორც reuters-ი წერს, ინციდენტის შესახებ ირანულმა მედიამ ურთიერთგამომრიცხავი...

ირანის პრეზიდენტი

1716126771

სოციალური მედია

„დედაზე ნაკლები არც შვილია“ - შორენა ბეგაშვილის შვილი შავ-თეთრ კაბაში პოზირებს

მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე Instagram-ზე ფოტოებს აქვეყნებს, რომელშიც შეუდარებლად გამოიყურება, ევა შავ-თეთრ კაბაში პოზირებს. გამოქვეყნებულმა კადრებმა დიდი მოწონება და დადებითი შეფასებ...

ევა ბარბაქაძე

1716123536

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: „ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება!“

„ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება! ამ დროს კი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპ...

მამუკა მდინარაძე