"აღარავის გაუკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს რა გააკეთოს არჩევნებზე" - ანდრია ჯაღმაიძე ფარულ ჩანაწერებზე

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიაში გავრცელებული ჩანაწერების შესახებ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, დიდი ხანია ეკლესიის მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება. 

"ერთი მნიშვნელოვანი საკითხია კიდევ, რომელიც მუდმივად ტრიალებს ეკლესიის ირგვლივ, ერევა ეკლესია პოლიტიკაში, არჩევნებში თუ არა.

ზოგიერთ შემთხვევაში ბუნებრივად ხდება ხოლმე ეკლესიის მიმართ გამოხატული პოზიციით თავისივე ამომრჩევლებისკენ მათთვის საზიანო მესიჯის გაგზავნა. 

დიდი ხანია ეკლესიას ამ კუთხით უტრიალებენ და ცდილობენ, რომ ერთ მხარეს ჩამოაშორონ მეორეს, - მაშინ როდესაც ეკლესია მუდმივად გაერთიანებისაკენ ზრუნავს, თუმცა, თუკი ასეთი მონდომებით იქნებიან განწყობილი, ასეთი ლანძღვა და ცილისწამება იქნება, ხომ შეიძლება შეკითხვა დავსვა.

"მართლა გინდათ, რომ ჩვენი აზრი ვთქვათ და ამ კუთხით ჩვენს მრევლს დაველაპარაკოთ? - ვინ რა პოზიციას იჩენს ეკლესიის მიმართ, რა ცილისწამებით გამოირჩევა, რომელი ტელევიზია თუ პოლიტიკური დაჯგუფება? ამის მიხედვით მოვუწოდოთ მრევლს, რომ იმსჯელონ? თუ ეს დღის წესრიგში დგას მათთან, ჩვენს ამის გაკეთება შეგვიძლია და იქნებ ამაზე იფიქრონ"

ამ ტელევიზიების უკან ვინც არიან, მათ ვუსვამთ საკითხს, ნამდვილად გინდათ, რომ ეკლესიამ ყველაფერი ილაპარაკოს, წინასაარჩევნოდ ნამდვილად გინდათ, რომ თავის მრევლს ყველაფერი დაუღეჭოს და უთხრას ყველაფერი, რასაც თქვენ შესახებ ვფიქრობთ? აი, შევხედავთ რამდენიმე დღე, კიდევ დავაკვირდებით რა რიტორიკა იქნება, რა პათოსი იქნება და შესაძლებელია, ამის მერე არავის აღარ უკვირდეს თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს რა გააკეთოს არჩევნებზე“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.

საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1634831989

საზოგადოება

"ეს ბუმერანგი რა ოხერი რამეა" - თემურ თათარშვილი მიხეილ სააკაშვილის ფოტოს აქვეყნებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების გისოსებთან გამოჩენას მომღერალი თემურ თათარაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკში ეხმაურება. თათარაშვილი ორ ფოტოს აქვ...

თემურ თათარაშვილი - მომღერალი

1634830003

საზოგადოება

თეოლოგ გოჩა ბარნოვის თქმით, მსოფლიო პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს თანაგრძნობა გამოუცხადა

თეოლოგი გოჩა ბარნოვი მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ბართლომე I-მა მიხეილ სააკაშვილის მიმართ თანაგრძნობა გამოხატა. თეოლოგი მსოფლიო პატრიარქს კონსტანტინოპოლში შეხვდა. "პატრიარქი, ყოვლა...

მიხეილ სააკაშვილი - ექსპრეზიდენტი

1634827875

საზოგადოება

"ბედმა გამიღიმა, მიყვარხართ" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკში ციხიდან მორიგ მიმართვას აქვეყნებს. სააკაშვილი მიმართვაში, მადლობას უხდის ადამიანებს, რომლებიც დღეს რუსთავის ციხესთან მის მხარდას...

მიხეილ სააკაშვილი - ექსპრეზიდენტი

1634826932

საზოგადოება

"ანზორ მელია შეიძლება არის დამსახურებული ექიმი, მაგრამ როგორ უნდა მართოს ზუგდიდი, როცა წარმოდგენა არ აქვს, როგორ იმართება მუნიციპალიტეტი" - პრემიერი

ანზორ მელია შეიძლება არის დამსახურებული ექიმი, მაგრამ მინდა, თითოეულ ზუგდიდელს კითხვა დავუსვა, რა მოტივაცია აქვს ამ კაცს, როგორ უნდა მართოს ზუგდიდი, როცა არ იცის ბიუჯეტი, არ იცის რამდენი სოფელია, წარმ...

ირაკლი ღარიბშვილი - პრემიერი

1634825989

საზოგადოება

ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის საკნის გისოსებთან გამოჩენას ფეისბუკზე გამოეხმაურა (ფოტო)

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების გისოსებთან გამოჩენას მისი პარტნიორი, უკრაინელი დეპუტატი ლიზა იასკო სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოეხმაურა. "მიხ...

ლიზა იასკო - რადას დეპუტატი