ჩინეთში უვიზო მიმოსვლა 28 მაისიდან ამოქმედდება

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა მიმდინარე წლის 28 მაისიდან ამოქმედდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა, რომელმაც ქართულ მხარეს ოფიციალურად გადასცა ნოტა, რომლის თანახმადაც, ჩინეთის მხრიდან დასრულებულია 2024 წლის 10 აპრილს გაფორმებული „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმების“ ძალაში შესვლის პროცედურები.

ამავე ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს უკვე 2024 წლის 28 მაისიდან საშუალება ეძლევათ, უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაყონ ქვეყანაში ზედიზედ 30 დღე.

„საქართველოსა და ჩინეთს შორის შემოღებული უვიზო რეჟიმი ორ ქვეყანას შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთ გამოხატულებასა და თანამშრომლობის მორიგ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგს წარმოადგენს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩინეთის ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგის მიმდინარე საკითხები, მათ შორის, თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები პოლიტიკური, ეკონომიკური, ტურისტული და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებით.

ხაზი გაესვა იმ ახალი შესაძლებლობების სრულად გამოყენების მნიშვნელობას, რომლებიც ორ ქვეყანას შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ უვიზო რეჟიმის არსებობა ხელს შეუწყობს ორი მეგობარი ერისა და ხალხის დაახლოებას, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, ხალხთაშორისი კონტაქტების, ტურისტული, კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715760798

ახალი ამბები

დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში - საქსტატი

2023 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2022 წელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.4 პროცენტი შეადგინა, - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. საქსტატის მონაცემებით, დ...

ხელფასი

1715758448

საზოგადოება

„სასიამოვნოა, რომ მისი კუმირი ვიყავი“ - ხოსე მარია გუტი კვარაცხელიაზე

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ხოსე მარია გუტიმ ტელეკომპანია DAZN-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, გუტი კვარას ბავშვობის კუმირია და ესპანელმაც სწორედ ამის შესახებ ისაუბ...

ხოსე მარია გუტი

1715754219

ახალი ამბები

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ივანე გერკეული თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სოფელ ახალუბნის მიმდებარედ ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ივანე გერკეული თავისუფალია. „რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის...

ივანე გერკეული

1715749613

საზოგადოება

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 18 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალ...

ამინდი

1715748278

ჰოროსკოპი

15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი გრძნობებს და ემოციებს არავის უზიარებთ და საკუთარ თავში მალავთ, რაც შინაგანად გაზიანებთ. ცდილობთ ყველა...

ყოველდღიური