„დასავლელ მეგობრებს ვეუბნებით - მიგვიღეთ ისეთები როგორებიც ვართ, მაგრამ გვთავაზობენ ისეთ მიუღებელ რაღაცებს, რასაც ქართველი კაცი არასდროს მიიღებს“- მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი გიორგი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ქადაგებისას გამოეხმაურა.

„იძახიან, რომ ადამიანი, რომელმაც მრავალი ქველმოქმედება მოიმოქმედა ქვეყანაში, ასეთი ადამიანი თურმე უნდა დასანქცირდეს და სისხლისმსმელი ტოტალიტარული რეჟიმის შემოქმედი ადამიანი ციხიდან უნდა გათავისუფლდეს.

ჩვენ კარგად გვახსოვს ის ტოტალიტარული რეჟიმი, რომელიც ყველა ოჯახს შეეხო თავისი ტირანიით, მხეცზე უფრო მეტად დაუნდობელი ქმედებებით. მაშინაც, მე კარგად მახსოვს ეს ე.წ. დასავლეთი როგორი უწოდებდა მას დემოკრატიის შუქურას. სანამ ქართველმა ხალხმა არ ამხილა მრავალმხრივ დანაშაულში მისი რეჟიმი.

ჩვენი საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა ამ დიდ ზეწოლას უნდა გაუძლოს. ჩვენს დასავლელ მეგობრებს ვეუბნებით - მიგვიღეთ ისეთები, როგორებიც ვართ. ჩვენი ღირებულებებით, მრავალსაუკონოვანი კულტურით, ჩვენ გვინდა ევროპულ ოჯახში გაწევრიანება, მაგრამ გვთავაზობენ ისეთ მიუღებელ რაღაცებს, რასაც ქართველი კაცი არასდროს მიიღებს“, - აცხადებს ეპისკოპოსი გიორგი. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715543161

საზოგადოება

გიორგი მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

გიორგი მამარდაშვილი დისკვალიფიკაციის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და თანაც ბრწყინვალედ, ლა ლიგაში „ვალენსიას“ „რაიო ვალეკანოსთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა (0:0) და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დაასახ...

იტალია

1715540360

საზოგადოება

ქუჩების ჩამონათვალი, სად შუქი გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 13 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.  ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმ...

შუქის შეზღუდვა

1715537227

ახალი ამბები

ბრეგაძე: პროფესორი გაიფიცოს და ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად უნივერსიტეტს ფულს უხდის, კატეგორიულად მიუღებელია

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „პროფესორი გაიფიცოს და ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად უნივერსიტეტს ფულს უხდის, მთელ რ...

რატი ბრეგაძე

1715532145

ახალი ამბები

„თბილისის მეტრო მუშაობას და მგზავრების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს “ - თბილისის სატრანსპორტო კომპანია

სოციალურ ქსელში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს, თბილისის მეტრომ მგზავრთა მომსახურება შეაჩერა, - ამის შესახებ თბილისი სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც დედაქალაქის მერიის პრესსა...

ზოგადი

1715527582

ახალი ამბები

„სანამ თქვენ საფრანგეთში უზრუნველად ცხოვრობდით, ჩვენ ამ მიწაზე ვებრძოდით რუსებს“ - მაია ბითაძე სალომე ზურაბიშვილს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე სალომე ზურაბიშვილს სოციალურ ქსელში მიმართავს - „შინაგნად” დაშინებული ბრძანდებით...

მაია ბითაძე