ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები 25-28 აპრილს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირის ოთხივე დღის ფინალური ბლოკის პირდაპირტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

გაიმართა პირველობის წილისყრა, სადაც ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები გაირკვა. შეჯიბრებაზე მედლების მოპოვებას 15 ქართველი სპორტსმენი (9 კაცი, 6 ქალი) შეეცდება.

66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილი მეორე წრიდან იჭიდავებს, სადაც მარკუს აუერსა(ავსტრია) და დანი კლაჩარს (ხორვატია) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილი ხორვატ რობერტ კლაჩარსა და ესპანელ ხავიერ პენაინსაუსტის წყვილში გამარჯვებულს, ხოლო გიორგი ჩიხელიძე ბულგარელ დენისლავივანოვს დაუპირისპირდება.

81 კგ-ში ტატო გრიგალაშვილის პირველი მეტოქე ფრანგი ალფა ომარ ჯალოსა და ბერძენი ტეოდოროს დემურციდისისორთაბრძოლის შემდეგ გაირკვევა.

90 კგ-ში ლაშა ბექაური უნგრელ როლანდგოზს დაუპირისპირდება, გიორგიჯაბნიაშვილი კი რუმინელ ვლად ვისანს.

100 კგ-ში ილია სულამანიძე გერმანიის სახელით გამომსვლელ გიორგი უძილაურსადა ბელგიელ თომა ნიკიფოროვს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

+100 კგ-ში გურამ თუშიშვილის მეტოქე პოლონელ კასპერ შჩუროვსკისა და ავსტრიის სახელით მოასპარეზე მოვლიბორჩაშვილს შორის გამარჯვებული იქნება, საბა ინანეიშვილი კი ნიდერლანდელ იურსპიიკერს შეხვდება.

57 კგ-ში წონის პირველი ნომერი ეთერ ლიპარტელიანი იტალიელ ტაუნი კაპანიდიასს შეხვდება, ნინო ლოლაძე (57 კგ) კი ესპანელ მარტა გარსია მარტინს, ეთერ ასკილაშვილი (63 კგ) მოლდაველ დანიელატკაჩის, მარიამ ჭანტურია (70 კგ) ბრიტანელ კელი პეტერსენ პოლარდს, ნინო გულბანი (70 კგ) სერბ იოვანა ჩაკარევიჩს, ხოლო სოფიოსომხიშვილი (+78 კგ.) ლიეტუველ სანდრაიაბლონსკიტეს დაუპირისპირდება.

ზაგრებში ინდივიდუალური ასპარეზობები25-27 აპრილს გაიმართება, გუნდური ტურნირი კი 28 აპრილს ჩატარდება.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714822469

ახალი ამბები

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. მორწმუნეებმა ქრისტიანული სამყაროს ყველაზე დიდი სასწაული კიდევ ერთხელ იხილეს. ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიიდან იერ...

წმინდა ცეცხლი

1714818067

საზოგადოება

„ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ, რომელი მართლმსაჯულებით და უფლებით არბევ მორალურად, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს?“ - თორნიკე ნაროზაული

პოეტი თორნიკე ნაროზაული აქციის მონაწილეების მხრიდან საზოგადოების წევრების და მათ შორის, ცნობადი სახეების მიმართ ბულინგის და ზეწოლის შემთხვევებს ეხმიანება. პოეტი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს,...

თორნიკე ნაროზაული

1714815767

სოციალური მედია

„ეს კანონი მხოლოდ მიზეზია, რაზედაც შეძელით და მოტყუებით გამოიყვანეთ ხალხი, ზუსტად იცოდით რაზე აენთებოდა ახალგაზრდების გულები“ - ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ: „იცით რატომ ვერ გიტანთ ხალხი, რატომ ვეღარ მობრუნდებით? რატომ არ დავუ...

მომღერალი ზურა ხაჩიძე

1714813237

ახალი ამბები

„საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, ევროპული მომავლით“ - კახა კალაძე

„საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, ევროპული მომავლით და ჩვენს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვერავინ მოახვევს თავს ფაშიზმს და სიძულვილის ენას...

კახა კალაძე

1714812494

ახალი ამბები

„ბორდომ“ „აიაჩო“ გაანადგურა - ზურიკო დავითაშვილის მეშვიდე გოლი ლიგა 2-ში

საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურში „ბორდომ“ „აიაჩოს“ უმასპინძლა, რომელიც 4:0 გაანადგურა, ზურიკო დავითაშვილმა კი ულამაზესი გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა 28-ე წუთზე მეკარეს შორეულ კუთხეში ძლიერი და...

ზურიკოზურიკო