ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
2023 წლის მარტის აქციებზე დაკავებულმა ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა. მას გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და მხარდამჭერები დახვდნენ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი მიმდინარე წლის 12 აპრილს გამოაცხადა. მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, ამავე დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 წლის მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
მოსამართლე ზვიად შარაძის დასაბუთება გრიგორიადისის ადვოკატებმა ორბელიანის სასახლეში 24 აპრილს მიიტანეს, რის შემდეგაც, ზურაბიშვილმა ოფიციალურად მოაწერა ხელი შეწყალების აქტს.
ლაზარე გრიგორიადისს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) ჰქონდა წარდგენილი, რაც 7-იდან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
1714924909
ახალი ამბები„კვარაცხელია „ნაპოლის“ ვარჯიშზე დაშავდა“ - ხვიჩა „უდინეზესთან“, სავარაუდოდ, არ ითამაშებს
„ხვიჩა კვარაცხელიამ კუნთის ტრავმა მიიღო და, დიდი ალბათობით, „უდინეზესთან“ სერია A-ს 35-ე ტურის მატჩს გამოტოვებს“ – „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელზე ინფორმაციას Football-Italia ავრცელებს. იტალიური გა...
1714922336
სოციალური მედიათბილისში მე-11 დღეა კაცს ეძებენ
თბილისში მე-11 დღეა კაცს ეძებენ - ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი, სალი ქურასბედიანი ავრცელებს. „მეგობრებო, მე-11 დღეა, 25 აპრილიდან გაუჩინარებულია თორნიკე დალაქიშვილი. ოჯახთან და მეგობრებ...
1714919865
სოციალური მედია„დღეს ხომ, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეა, უფალო მოახდინე კიდევ ერთი სასწაული ამ მადლიან დღეს...“ - რას წერენ სოციალურ ქსელში სვანეთში მომხდარ ტრაგედიაზე
სოციალურ ქსელში მოქალაქე ჯაბა საღლიანი სვანეთში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და უფალს ევედრება, რომ დაკარგული ბავშვების ცხედრები მშობლებმა დროულად იპოვონ. „უფალო, დიდება შენს წმინდა სახელს. დღეს ხომ, ს...
1714917490
საზოგადოება„იუდა იყო მოციქული, რომელსაც ღმერთმა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მიანდო“ - რას ჰყვება დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი
დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი პირველი არხის ეთერში იუდა ისკარიოტელზე და მის პასუხისმგებლობაზე ჰყვება. „იუდა იყო მოციქული, რომელსაც ღმერთმა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მიანდო. ეს პასუხისმგებლობა იყო ი...
1714916704
ახალი ამბებიმაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს, გრძელდება კიდევ ორი დაკარგული ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები
სამდღიანი უწყვეტი ძებნა-შველის ღონისძიებების შედეგად, მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდის ცხედარი მდინარე ენგურის მიმდებარედ ა...