მარხვა წმინდა საქმეა... იგი საშუალებაა სიწმინდის მოპოვებისთვის, ვნებების დამარცხებისთვის - მეუფე შიო

მარხვა წმინდა საქმეა... იგი საშუალებაა სიწმინდის მოპოვებისთვის, ვნებების დამარცხებისთვის. როგორც თავშეუკავებლობა გზას უხსნის ყოველგვარ გარყვნილებას, უწმინდურებას ფიქრით და საქმით, ასევე თავშეკავებულობა სულს განსწმენდს, აღამაღლებს, ანიჭებს ძალასა და თავისუფლებას, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიომ სინანულის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დიდი მარხვის დაწყებას, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დიდი მარხვა - ეს არის ღმერთის განსაკუთრებული წყალობის გამოვლინება ჩვენზე. რით შეგვიძლია ჩვენ, ცოდვილებს, რომ ვუპასუხოთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის? ჩვენ უნდა მივართვათ მას თავშეკავება, ლოცვა, მარხვა და სინანული. აი, სწორედ ამისკენ მოგვიწოდებს ჩვენ წმინდა ეკლესია, როგორც მოსიყვარულე დედა, დიდი მარხვის ღვთისმსახურებაში, რომ გამოაღვიძოს ჩვენი დაძინებული სინდისი და აღძრას ჩვენში გამოსწორების სურვილი და მოშურნეობა.

"სულო ჩემო, სულო ჩემო, აღსდექ, რასა გძინავს, აღსასრული მოახლებულ არს და გეგულვების შენ აღშფოთება. განიღვიძე, რათა შეგიწყალოს შენ ქრისტემან ღმერთმან, რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს“. აი, ასეთი სიტყვები მოვისმინეთ და ჩვენც ამ სიტყვებით მივმართოთ ჩვენს სულს იმისთვის, რომ გამოვაფხიზლოთ იგი ცოდვებით დამძიმებული ღრმა ძილისგან.

"სულო ჩემო, სულო ჩემო, აღსდექ მიწიურისადმი მიჯაჭვულობისგან, ვინაიდან შენ არ ხარ შექმნილი მიწიურისთვის, არამედ - ზეციურისთვის. შენ არ ხარ შექმნილი იმისთვის, რომ დაემონო წარმავალსა და ხრწნადს, არამედ იმისთვის, რომ შენს შემოქმედსა და მაცხოვარს ემსახურო და მას ადიდებდე“. აი, ასე მივმართოთ ჩვენ ჩვენს სულს.

სინანული წმინდა ეკლესიის მიერ დაკავშირებულია დიდი მარხვის სარბიელთან, რომელიც ჩვენს სულს ამსუბუქებს, განსწმენდს და აძლიერებს.

ჩვენი მარხვა ეკლესიაში დადგენილია თვით მაცხოვრის მიერ აღსრულებული ორმოცდღიანი მარხვის მიბაძვით, ვინაიდან ყველაფერი მაცხოვრის ცხოვრებაში სამაგალითოა ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის. მან თავად დაუწესა მარხვა თავის მოწაფეებს, როდესაც მას ჰკითხავენ: "რატომ არ მარხულობენ შენი მოწაფეები, როგორც ჩვენ და ფარისევლები?" პასუხად მაცხოვარი მიუგებს: "განა შესაძლებელია, წუხდნენ მექორწილენი, სანამ სიძე მათთან არის? მოვა დრო, სიძე აღარ ეყოლებათ და მაშინ იმარხულებენ“. აი, ამ სიტყვებით უფალი ამბობს, რომ ვისაც იგი უყვარს, ვისაც სურს, მასთან ერთად იყოს, ის იმარხულებს მისი ჯვარცმისა და სიკვდილის შემდეგ. სწორედ ამიტომაც წმინდა ეკლესია ასეთი მარხვით აღნიშნავს ქრისტეს ჯვარცმასა და მისი აღდგომის დღესასწაულს.

მარხვა წმინდა რამაა, წმინდა საქმეა, იმიტომ რომ იგი საშუალებაა სიწმინდის მოპოვებისთვის, ვნებების დამარცხებისთვის. როგორც თავშეუკავებლობა გზას უხსნის ყოველგვარ გარყვნილებას, უწმინდურებას ფიქრით და საქმით, ასევე თავშეკავებულობა სულს განსწმენდს, აღამაღლებს, ანიჭებს ძალასა და თავისუფლებას.

გარდა ამისა, როგორც იცით, მარხვა არის საშუალება ბოროტი სულების განდევნისა, როგორც თვით უფალი იესო ქრისტე ამბობს: „ნათესავი ესე განიდევნება მხოლოდ მარხვით და ლოცვით“. ამიტომ არის, რომ დიდი მოსაგრეები და წმინდანები მხოლოდ მარხვის და მკაცრი მარხვის მეშვეობით აღწევდნენ ღმერთთან სიახლოვეს, განსაკუთრებულ ნიჭებს და განსაკუთრებულ მადლს.

ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ვეცადოთ, სინანულითა და მარხვით განვიწმინდოთ ჩვენი ცოდვები და ეს მარხვა ყოფილიყოს ჩვენთვის ნამდვილი სულიერი გაზაფხული იმისთვის, რომ სიხარულით შევეგებოთ ბრწყინვალე აღდგომას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულით წმინდითურთ, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!", - განაცხადა მეუფე შიომ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714151170

ახალი ამბები

გარდაბანში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20...

შემთხვევები

1714149628

მსოფლიო

„უკრაინაში იარაღსა და აღჭურვილობას ამ კვირაში გავგზავნით“ - აშშ-ის პრეზიდენტი

შეერთებული შტატები უკრაინაში დაპირებული იარაღის გაგზავნას ამ კვირაში დაიწყებს, როგორც მისი ბოლო დახმარების პაკეტის ნაწილი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ X-ში წერს.  „ოთხშაბათ...

ააა

1714148335

ახალი ამბები

ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და...

ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი

1714147824

ახალი ამბები

„საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს“ - ვლადიმერ ბოჟაძე

„ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ, რა დაწერა: „დღესაც, მთელს ამიერ კავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთი და იმავე მნიშვნელობის სიტყვებია. გაქრისტიანდაოს მაგივრად, გაქართვე...

ვლადიმერ ბოჟაძე

1714145474

ახალი ამბები

ავარია თემქაზე - არიან დაშავებულები

თბილისში, თემქაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად არიან დაშავებულები. ადგილზე სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული და დაშავებულებს შესაბამისი დახმარება იქვე გაუწიეს.  თვითმხილველ...

ავარია თემქაზე