"როდესაც მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით, რადგან ჩემი, ენმ-ის გამარჯვებით, მარცხდება ოლიგარქი და ტყვეობიდან თავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი!" - ნიკა მელია

"როდესაც მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით, რადგან ჩემი, ენმ-ის გამარჯვებით, მარცხდება ოლიგარქი და ტყვეობიდან თავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი!" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე" ნიკა მელია, სოციალურ ქსელში წერს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების ერთ ჯგუფს
——————————————————

ფეისბუკზე ორკესტრირებულად ისმის კითხვები - სად არის პარტია, რას აკეთებთ, რას აპირებთ, მოიფიქრეთ მიხეილ სააკაშვილის დახსნის მექანიზმი.

განზრახ მავნებლებთან საუბარს არც ვაპირებ, მინდა მივმართო ჩვენი პარტიის ამომრჩევლების იმ ჯგუფს, რომლებიც დიდ პატივისცემას იმსახურებენ და გულწრფელად არიან შეწუხებულები მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით და და უნებლიეთ ხდებიან ამ პროცესის მონაწილეები.

ნუ გავხდებით ამ პროპაგანდის მსხვერპლი, თუ მართლაც გვადარდებს მიხეილ სააკაშვილის ბედი, ნუ მივიღებთ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობას.

დავფიქრდეთ და ადვილად მივხვდებით, რატომაც თამაშობენ თქვენს გულწრფელ ემოციებზე.

მათი მიზანი ერთადერთია - გაგვთიშონ და იბატონონ.

მერწმუნეთ, ასე მხოლოდ გავუხანგრძლივებთ პატიმრობას მიხეილ სააკაშვილს.

მიშას სამკურნალოდ გადასაყვანად ბევრი კეთდება, ოღონდ მისი გათავისუფლების მხოლოდ ერთადერთი მექანიზმი არსებობს - ოლიგარქის ტყვეობიდან უნდა გავათავისუფლოთ ქვეყანა და ქვეყანასთან ერთად გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი.

სხვა მექანიზმი უბრალოდ არ არსებობს!

ავტოკრატიულ სახელმწიფოში სხვა მექანიზმის მოფიქრება რომ შესაძლებელი ყოფილიყო, როგორ ფიქრობთ, თავად მიხეილ სააკაშვილი არ მოიფიქრებდა თავის დროზე თანამებრძოლების ტყვეობიდან დასახსნელად, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ პატიმრობაში?

ახლა, როცა ცივილიზებულმა სამყარომ კედელთან მიიმწყვდია ოლიგარქი და როგორც არასდროს, ისე ახლო და გარდაუვალია ავტოკრატიის დამარცხება.

ყველა ერთად გავუფრთხილდეთ ერთობას, რადგან ძალა, რომელმაც უნდა დაამარცხოს ოლიგარქი, ჩვენს კონსოლიდაციაშია. სწორედ ამიტომ ცდილობენ ეჭვისა და შუღლის თესვას ასე გააფთრებით.

არ დავმალავ, არის მცირე ჯგუფი, რომელიც ჩვენს მხარდამჭერად აცხადებს თავს, რეალურად კი ცდილობენ საყრდენის გამოცლას.

მათ აქვთ მიუღებლობა ყოველგვარი სიახლის, ახალი ამომრჩევლის, ახალგაზრდების, რომლებიც ამ ბოლო დროს გვიერთდებიან ბრძოლაში.

გაშმაგებული ებრძვიან მათ, ყველანაირად ცდილობენ გული აუცრუონ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობაზე.

მათი მიზანი მარტივი და ვირეშმაკულია - არაფრის დიდებით არ დაუშვან არც ჩვენი რიგების ზრდა და არც ამომრჩევლის რიცხოვნობის ზრდა, რადგან მათ ზუსტად იციან რომ ამ შემთხვევაში ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია.

პირდაპირ გეტყვით, როდესაც მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით, რადგან ჩემი, ენმ-ის გამარჯვებით, მარცხდება ოლიგარქი და ტყვეობიდან თავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი!

ჩემთან ბრძოლით და ჩემი თუნდაც დამარცხებით კი, ვერც ქვეყანას დაიხსნით ტყვეობიდან და ვერც მიხეილ სააკაშვილს.

დამიჯერეთ, თუმცა ეს არცაა დაჯერება - არდაჯერების სფერო, ამას გონიერი ადამიანი ისედაც მიხვდება - არავის, არც ერთ თქვენგანს, ბევრი მიზეზის გამო, არ უნდა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნა ისე, როგორც მე.

სააკაშვილს სწორედ მრავალმხრივი, დაუღალავი და რუტინული შრომა დაიხსნის პატიმრობიდან და არა, ემოციური შეძახილები, რომელსაც მხოლოდ ემოციებისგან და ბრაზისგან დაცლის ფუნქცია აქვს და სხვა არაფერი მოაქვს.

პარტიას ერთდროულად  რამდენიმე ურთულესი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი: პოლიტმატიმრების გათავისუფლება, პარტიის  გაძლიერება, მხარდამჭერთა რიგების გაფართოება ახალი ამომრჩევლის შემოკრების გზით.

ყოველდღიურად ვხვდებით ჩვენს თანამებრძოლებს, ჩვენს აქტიურ მხარდამჭერებს, აგვისტოდან კი უკვე ფართო წრეებთან დავიწყებთ შეხვედრებს, რომ კიდევ უფრო მეტნი გავხდეთ, კიდევ უფრო დავიმუხტოთ, გადავდოთ ერთმანეთს არა უიმედობა, არამედ გამარჯვების რწმენა, რომ მზად ვიყოთ ყველა ტიპის გამოწვევებისთვის, რომ მალე დადგეს გარდამტეხი მომენტი და ღირსეულად ვიდგეთ იმ ბრძოლის ავანგარდში, რომელიც უფსკრულიდან ამოიყვანს და გაამარჯვებინებს ჩვენს ქვეყანას.

დავდგეთ ერთად, ვიზრუნოთ იმაზე რომ უფრო მეტნი ჩავერთოთ ამ ისტორიულ პროცესში, ერთად ვიბრძოლოთ ოლიგარქის ტყვეობიდან ქვეყნისა და პოლიტპატიმრების დასახსნელად და ქვეყნის ევროპაში დასამკვიდრებლად!

უნდა გავიმარჯვოთ,ჩვენ დამარცხების უფლება წაგვართვა ისტორიამ და ნუ დავიბრუნებთ მას!", - წერს მელია.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "თუ გინდა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას ისაუბრე 2017 წ. 25  დეკემბრის გამთენიისას ერთი პატარა ბიჭის თემირლანის სისხლიან საქმეზე - წმინდანო რამდენსაც მეტს დაფქვავ იმდენად მეტი გვექნება შანსი გადარჩე" - მალხაზ მაჩალიკაშვილი გოგაშვილს მიმართავს 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716017692

ახალი ამბები

„სრულყოფილებამდე მისვლა შეუძლია“ - კალცონა კვარაცხელიას გოლის შემდეგ

„ნაპოლის“ მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ფიორენტინოს“ კარში გატანილ ეფექტურ გოლს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, „კვარას“ შეუძლია, სრულყოფილებამდე დაიხვეწოს. „კვარა“ მნიშვნელოვანი მ...

კვარაცხელია

1716014859

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ევროპაში შიდა პრობლემებია - იქაც სერიოზული ზეწოლაა, რის გამოც საკუთარი სუვერენიტეტისა და ინტერესებისათვის სერიოზული ბრძოლა უწევთ ქვეყნებს

„ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივნის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ევროპაშიც არის აზრთა სხვადასხვაობა - არიან პოლიტიკოსები, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ არ მოექცნენ გარკვეული ძალების გავლენის ქვეშ....

პოლიტიკოსები

1716013865

ახალი ამბები

გორის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობის დროებით, სპეციალური რეჟიმი დაწესდება - ნახეთ, როდიდან ამოქმედდება შეზღუდვა

,,21, 23 და 24 მაისს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება," – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გ...

ზოგადი

1716013125

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი. თბილისში 18 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 19-20 მაისს შესაძლო...

მზიანი ამინდი

1715978455

საზოგადოება

„ეს იყო უდიდესი საერთო-სახალხო დღესასწაული, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით“ - საპატრიარქო

„უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა...

თბილისითბილისი