„რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს“ - სუსი

„რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე“, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

„აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას“, - ვკითხულობთ სუსის განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715847003

სოციალური მედია

„ვაი თქვენს პატრონს, უბედურს ვინც თვლით, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი ევროპამ და ამერიკამ უნდა გადაწყვიტოს“ - მიშა მესხის ვიდეომიმართვა

ბიზნესმენი, მიშა მესხი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს, სადაც საქართველოს შიდა სამზარეულოში ევროპისა და ამერიკის ჩართულობაზე საუბრობს:  „თქვენთან მაქვს ასეთი თხოვნა. ვინც ჩემი და სოფოს ოჯახს...

მიშა მესხი

1715844314

ახალი ამბები

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა.  დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დადგენილება შეეხება...

პარლამენტი

1715835997

ჰოროსკოპი

16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ♈ვერძი შეწყვიტეთ სხვების ნაცვლად პრობლემების გადაჭრა. გირჩევთ, ეს დღე საყვარელ ადამიანებს მიუძღვნათ და მხო...

ჰოროსკოპი

1715799131

მსოფლიო

„თავს არც კაცად მივიჩნევ და არც ქალად“ - „ევროვიზიის“ გამარჯვებული

 შვედეთის ქალაქ მალმეში ევროვიზია 2024 დასრულდა. კონკურსში, 591 ქულით, გაიმარჯვა შვეიცარიის წარმომადგენელმა Nemo-მ, სიმღერით, The Code. იგი გახდა, როგორც მაყურებლის, ასევე, ჯამურად 37 ქვეყნის ეროვნული...

ევროვიზიის გამარჯვებული

1715798494

ახალი ამბები

ანი პაპავა გარდაცვლილი იპოვეს

 27 წლის ანი პაპავა, რომელსაც 5 დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. გოგონა ხონში იპოვეს. გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახმა დაუდასტურა. ცნობისთვის,  ჩხოროწყუში 27 წლის ანი პაპავას 10 მაისის შემდეგ...

ანი პაპავა