"სექსუალურ ქცევაზე დაყოლიების ნიშნები 11 წლამდე ასაკის ბავშვებში" - რას აცხადებს ფსიქოლოგი?

ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა 11 წლამდე ასაკის ბავშვებში სექსუალურ ქცევაზე დაყოლიების ნიშნების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„სექსუალურ მოძალადეს თავისი განზრახვის აღსრულება ნებისმიერ დროს და ადგილას შეუძლია. ის კარგად გეგმავს დანაშაულს და კარგად იცის როგორ გაიტყუოს და დაიყოლიოს ბავშვი.სექსუალური ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბავშვი. ამ ყველაფრისგან ბავშვს იცავს ცოდნა, ინფორმაცია საფრთხის შემცველი ქცევის შესახებ, რაც სექსუალური განათლების ნაწილია.

Grooming -ის (სექსუალურ ქცევაზე დაყოლიების) ნიშნები 11 წლამდე ასაკის ბავშვებში:

📌 სექსუალურ ურთიერთობაზე ბავშვის დაყოლიების (Grooming) მცდელობისას შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ ბავშვს აქვს საჩუქრები, რომელთა წარმომავლობასაც ვერ ხსნის, მალავს, თავს არიდებს ამ საკითხზე საუბარს, გამოხატავს შიშს ან ბრაზს

📌 იღებს უამრავ შეტყობინებას პირისგან, რომელსაც მხოლოდ ონლაინ იცნობს

📌 ბევრს საუბრობს მასზე ასაკით უფროს ადამიანთან (შესაძლოა არასრულწლოვანთანაც) და სურს მასთან დროის დიდი ნაწილი გაატაროს

📌 სურს მარტო წავიდეს შეხვედრაზე კონკრეტულ ზრდასრულ ან ხანდაზმულ პირთან

📌 არ სურს ისაუბროს იმაზე თუ რა ხდება ასეთ შეხვედრაზე

📌 არ გიზიარებთ, აღარ გიყვებათ თავისი დღის შთაბეჭდილებებისა და შეხვედრების შესახებ

📌 მეტისმეტად დიდ დროს ატარებს საკუთარ ოთახში

📌 (ეს ნიშნები საყურადღებოა და არ ნიშნავს, რომ თქვენი შვილი აუცილებლად საფრთხის ქვეშაა)

Grooming -ის ნიშნები მოზარდებში:

📌 აქვს ძვირფასი საჩუქრები (ტანსაცმელი, სამკაული, მობილური ტელეფონი ან სხვა სახის აქსესუარები), რომელთა წარმომავლობასაც ვერ ხსნის, მალავს, იტყუება ან ღიზიანდება როცა ამ საკითხზე შეკითხვას უსვამთ

📌 აცდენს სკოლას ან სპორტულ აქტივობებს

📌 ნაკლებ დროს ატარებს თანატოლებთან ან უეცრად იცვლის სამეგობრო წრეს, თუმცა არ გიმხელთ და არ გესაუბრებათ ახალ კავშირებზე

📌 იღებს უამრავ შეტყბინებას პირისგან, რომელსაც მხოლოდ ონლაინ იცნობს

ზოგჯერ ე. წ. Grooming მშობლებზე და ოჯახის წევრებზეც ვრცელდება. მშობელი (აღმზრდელი) ყურადღებით უნდა იყოს და მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს:

📌 თუ უფროსი ადამიანი, რომლის არანაირ ვალდებულებას არ წარმოადგენს, თუნდაც ოჯახისთვის ნაცნობი პირი, გთავაზობთ, რომ ბავშვს წაიყვანს სპორტზე ან გაასეირნებს ან დაიტოვებს თავისთან სახლში

📌 თუ გთავაზოთ, რომ ამეცადინებს ბავშვს მაშინ როცა ეს მისი ვალდებულება არ არის

📌 თუ ყიდულობს საჩუქრებს თქვენი ოჯახისათვის

📌 თუ უსასყიდლოდ გთავაზობთ რაიმე სახის სერვისს - რემონტი, ბაღის მოვლა ან სხვა

📌 თუ ავლენს ინტერესს ბავშვის ცხოვრების მიმართ - რას საქმიანობს, როგორ სწავლობს, რა დამატებით აქტივობებშია ჩართული და ა. შ.

📌 თუ უხვად გაჯილოდებთ კომპლიმენტებით - რომ კარგი მეოჯახე ან მშობელი ხართ

📌 თუ თამაშოს ბავშვთან და ამ დროს მას ეხება ფიზიკურად, თუმცა არასექსუალურად, რითაც თქვენც და ბავშვსაც გარწმუნებთ მისი ზრახვების „უმანკოებაში“

📌 თუ მეტი დამაჯერებლობისათვის იწყებს ფლირტს ან ცდილობს რომანის გაბმას ბავშვის მშობელთან.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - ეს ნიშნები საყურადღებოა და არ ნიშნავს, რომ ბავშვი აუცილებლად საფრთხის ქვეშაა.

არსებობს ბავშვით დაინტერესებული სექსუალური მოძალადის 3 ტიპი:

✔️ ე. წ. მანიპულატორები, ბავშვის მისაზიდად იყენებენ ყურადღების გამოხატვას, საჩუქრებს. ძალადობისთვის სამზადისში, ხშირად ბევრ დროს ახარჯავენ თავიანთ მსხვერპლზე „ზრუნვას“. მათ შეიძლება გამოიყენონ მუქარა, შანტაჟი და ფიზიკური ძალადობა, რათა თავიდან აიცილონ გამჟღავნება, მხილება

✔️ „ჩაკეტილი“ (Introverted) - ისინი მოკლებულნი არიან „მაცდუნებელთა“ უნარს, გარკვეული ურთიერთდამოკიდებულება ჩამოაყალიბონ ბავშვებთან. მათ მინიმუმამდე დაჰყავთ მსხვერპლებთან ვერბალური კონტაქტი და სექსუალური ურთიერთობების დამყარებას უცნობ ან ძალიან პატარა ბავშვებთან ცდილობენ, (ძირითადად საფრთხეს ქმნიან ბავშვთა თავშეყრის ადგილებში - სკოლის მიმდებარე ტერიტორია, საცხოვრებელი კორპუსის ეზო, პარკი, სათამაშო მოედანი და სხვა)

✔️ „მოძალადე-სადისტები“ - ყველაზე ნაკლებად გავრცელებული ჯგუფი, რომლებსაც სექსუალურად აინტერესებთ ბავშვები, მაგრამ, ამავე დროს, სექსუალურ სიამოვნებას იღებენ მსხვერპლისთვის ტკივილის მიყენებით. მოძალადეთა სწორედ ამ ტიპისთვის არის დამახასიათებელი ძალის გამოყენება ბავშვის დაუფლების მიზნით, აგრეთვე მსხვერპლის გატაცება და მკვლელობა“, - აცხადებს ცირამუა.

შეგახსენებთ, დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, გოგონას ყელის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. არასრულწლოვანი 16 მარტს, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის ამავე ქუჩის მიმდებარედ, სკვერში საქანელაზე შენიშნეს, გვიან ღამით კი სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714738249

საინტერესო ამბები

რას უკავშირდება სააღდგომო პასკის ტრადიცია? რისი სიმბოლოა და რა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მას?

აღდგომა ერთადერთი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც ბრწყინვალე ეწოდება. სწორედ ამ დღეს მთავრდება დიდი, 40-დღიანი მარხვა და მორწმუნეები მაცხოვრის აღდგომით გამოწვეულ სიხარულს ერთმანეთს უზიარებენ: -„ქრი...

პასკა

1714734961

სოციალური მედია

„ნაცების ბრძოლა ხელისუფლებისთვის მოხერხებულად შეფუთეს „კი ევროპას და არა რუსეთს” კამპანიით“ - ნინო წილოსანი

„ნაცების ბრძოლა ხელისუფლებისთვის მოხერხებულად შეფუთეს „კი ევროპას და არა რუსეთს” კამპანიით“, - წერს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.  წილოსანი საზოგადოებას მოუწოდებს...

ზოგადი

1714731443

ახალი ამბები

„მეც ვუერთდები მოწოდებას „არა რუსულ კანონს“, ამ ქართულ კანონს კი, აუცილებლად მივიღებთ“ - კახა კალაძე

„მეც ვუერთდები მოწოდებას „არა რუსულ კანონს“ - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე სპორტსმენების მიმართ მოწოდებებს კანონპროექტის დაგმობასთან დაკავშირებით. როგორც კახა კალაძემ მედიას განუცხადა, „...

ზოგადი

1714731134

ახალი ამბები

„გვესმის ადამიანების გაბრაზების, თუმცა უნდა ვეცადოთ, თავი შევიკავოთ და აქციები მშვიდობიანად ჩატარდეს“ - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყოველგვარი ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და აქციების დროს თავი ყველამ უნდა შეიკავოს. როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, გუშინდელი აქციის გამო დ...

კახა კალაძე

1714730351

სოციალური მედია

„მან დააფიქსირა თავისი პოზიცია და არ მგონია აუცილებელი, ყოველდღე რადიკალური სტატუსები წეროს“ - თათია შარანგია

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თათია შარანგია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საქართველოს ერთ-ერთ წარმატებულ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას მხარდაჭერას უცხადებს.  „ჩემი აზრით არასწორია ხვიჩა კვარაცხელ...

თათია შარანგია