"თუ საჭიროა, ვიქნები პარტიის რიგითი წევრი, თუმცა გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ" - ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი კახეთშია - “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი შიდაპარტიულ შეხვედრებს განაგრძობს.

თელავში ნიკა მელიას კონკურენტი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს შეხვდა.

მასთან ერთად იმყოფებიან პარტიის გენერალური მდივანი და რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი პეტრე ცისკარიშვილი და გიორგი ბოტკოველი, რომლებიც  ხაბეიშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

"გენერალური მობილიზაციისთვის მნიშვნელოვანია ყველა რაიონული ორგანიზაცია იყოს აქტიური.

რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე არის წარმოუდგენელი.

ცხადია, მე ვიქნები ენმ-ს რიგითი წევრი, თუ ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.

როცა საქმეს სჭირდებოდა მე ვიყავი დამკვირვებელიც, კომისიის წევრიც, პარტიის წარმომადგენელიც და შესაბამისად ვერანაირ პრობლემას ამაში ვერ ვხედავ, თუმცა დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში", - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

* "ეს ქალი გამოექცეოდა მოძალადე ქმარს და მეზობლებში, ქმრისგან დაშინებული, ამბობდა, რომ წაიქცა და შემთხვევით დანაზე, ან ხანჯალზე მიიღო სისხლიანი ჭრილობები. დიახ, ეს იყო ადრე კომუნისტების დროს. მაგრამ ახლა? - პასუხი ერთია – ძალადობა თვითონ მთავრობაშია"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714151170

ახალი ამბები

გარდაბანში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20...

შემთხვევები

1714149628

მსოფლიო

„უკრაინაში იარაღსა და აღჭურვილობას ამ კვირაში გავგზავნით“ - აშშ-ის პრეზიდენტი

შეერთებული შტატები უკრაინაში დაპირებული იარაღის გაგზავნას ამ კვირაში დაიწყებს, როგორც მისი ბოლო დახმარების პაკეტის ნაწილი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ X-ში წერს.  „ოთხშაბათ...

ააა

1714148335

ახალი ამბები

ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და...

ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი

1714147824

ახალი ამბები

„საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს“ - ვლადიმერ ბოჟაძე

„ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ, რა დაწერა: „დღესაც, მთელს ამიერ კავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთი და იმავე მნიშვნელობის სიტყვებია. გაქრისტიანდაოს მაგივრად, გაქართვე...

ვლადიმერ ბოჟაძე

1714145474

ახალი ამბები

ავარია თემქაზე - არიან დაშავებულები

თბილისში, თემქაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად არიან დაშავებულები. ადგილზე სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული და დაშავებულებს შესაბამისი დახმარება იქვე გაუწიეს.  თვითმხილველ...

ავარია თემქაზე