"ვინც სიმართლეს, ზნეობასა და კულტურას შეებრძოლა, ყველა დამარცხდა" - გია მურღულია

"როდესაც თავად არაფერს წარმოადგენ და უკიდურესად "დაბალი" ხარ, ერთადერთი შანსი თუ "გამაღლების" შესაძლებლობა გაქვს: ნიჭიერების, კულტურისა და ღირსების "ნანგრევებზე" დადგე", - ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორი, პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს:

"როდესაც სპეციალურად "მომართული" და მოტივირებული ხარ, ყველასი და ყველაფრის დაცინვა, დამცირება, გაქილიკება და უარყოფა შეიძლება:

ბიბლიის, პლატონის, ალექსანდრე მაკედონელის, წმინდანების,  რუსთველის, დანტე ალიგიერის, ლეონარდოსი, მიქელანჯელოსი, მოცარტის, ბეთხოვენის,  ჰეგელის, მარტინ ლუთერ კინგის, პელესი, მაიკლ ჯორდანის, პრეზიდენტებისა და კანცლერების, პატრიარქებისა და პაპების, ადამიანის უფლებათა დეკლარაციის, ნებისმიერი კანონის, სააზროვნო, კულტურული და სპორტული მიღწევის.

ასეთ მდგომარეობაში იესოსაც ჯვარს აცვამ და დაცინვით იკითხავ: "რა არის ჭეშმარიტება?!"

თურმე თვითდამკვიდრებისა და "წარმატებისთვის" შეიძლება ყველაფერი დაგმო და მიწასთან გაასწორო, რისთვისაც კაცობრიობას თავისი განვითარებისას მიუღწევია.

თვალის გახელისთანავე ბოღმასთან და ღვარძლთან ზიარება პატარა ადამიანთა თვისება და ხვედრია.

როდესაც თავად არაფერს წარმოადგენ და უკიდურესად "დაბალი" ხარ, ერთადერთი შანსი თუ "გამაღლების" შესაძლებლობა გაქვს: ნიჭიერების, კულტურისა და ღირსების "ნანგრევებზე" დადგე.

და რა მერე?

საბოლოო ანგარიშით, ყოველთვის ირკვევა, ვინ არის ბითური და ბოროტი არარაობა - ისტორიამ ზუსტ სახელთა დარქმევა იცის.

ვინც სიმართლეს, ზნეობასა და კულტურას შეებრძოლა, ყველა დამარცხდა.

თუ საკუთარი თავის გარდა სიკეთეს, სიმართლესა და ღირსებას არავისსა და არაფერში ხედავ, ისღა დაგრჩენია, ფიქრი, ენა და ქცევა ეშმაკს მიჰყიდო.

მერე მან იცის, როგორ მოგექცეს - დაცინვა და უარყოფა მისი მოგონილია", - წერს მურღულია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715189234

საზოგადოება

9 მაისს „წაჩხურობა“ აღინიშნება

წაჩხურობის დღესასწაული სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ყოველწლიურად აღინიშნება, აღდგომის მომდევნო კვირაში, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს.  წელს...

წაჩხურობა

1715185347

ახალი ამბები

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუსი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი თავისუფალი არიან და ცენტრალური ხელ...

დაკავებადაკავება

1715180797

ახალი ამბები

🎥 „ვთქვათ, მართლა პარალიზებული გაქვს ქალაქი, უკვე შენ სამოქმედო არ გაქვს, ჩამოიშლებიან...“ - რას ამბობს გიორგი ონიანი ჩანაწერებში

საინფორმაციო სააგენოტ For.ge ექსკლუზიურად მოპოვებულ მორიგ ფარულ ჩანაწერს ავრცელებს. ჩანაწერში, რომლის ავთენტიკურობა დადასტურებული არ არის, ნიკა გვარამიას პარტია „ახალის“ წევრი გიორგი ონიანი ოპოზიციონე...

გიორგი ონიანი

1715179080

ახალი ამბები

„3-4 ლოკაციაზე 10-15 ათასი კაცი მოახდენთ პარალიზებას, მოითხოვთ რიგგარეშე არჩევნებს... კიდევ ველოდები ინფორმაციებს, იმათ რა რესურსი აქვთ“ - ზურა გირჩი ჯაფარიძე

პლატფორმა For.ge-ზე მორიგი ფარული ჩანაწერი ვრცელდება. „3-4 ლოკაციაზე 10-15 ათასი კაცი მოახდენთ პარალიზებას, მოითხოვთ რიგგარეში არჩევნებს... კიდევ ველოდები ინფორმაციებს, იმათ რა რესურსი აქვთ...“, - ჩან...

 ზურა გირჩი ჯაფარიძე

1715178606

ახალი ამბები

ევროპის წამყვან ქვეყნებსა და აშშ-ში პოლიცია შეკრება-მანიფესტის დროს კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს იყენებს

შსს-ს ვიდეოკადრების კოლაჟს ავრცელებს, სადაც ასახულია იმ საერთაშორისო საპოლიციო ღონისძიებების პრაქტიკის შესახებ, რომელთა გამოყენებითაც, როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, ასევე, აშშ-ში პოლიციის მიერ ხდე...

მსოფლიომსოფლიო