" ჩვენი "წილხვედრი" ქვეყანა დიდი ხანია ასცდა ქრისტეს გზას და ბარაბა აირჩია… მონაზვნის ისტორია კი ყველას მოგვეკითხება" - პეტრე კოლხი

სასულიერო პირი, მამა პეტრე (კვარაცხელია) ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:

„ეს ის ქვეყანაა, სადაც პატარებს აწამებენ, ნიჭიერებს კლავენ, ადამიანებს ქრისტიანობის სახელით ფიზიკურად უსწორდებიან… 70 წლის მონაზვნებს აუპატიურებენ და მერე ქუჩაში, ასე უსინდისოდ, ასე უნამუსოდ რიგში ჩამწკრივებულები ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ…

თან ისტერიკულად იმეორებენ, რომ საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვერდი ქვეყანაა…

დამპყრობლები, პირველი ეკლესია-მონასტრებს ერჩოდნენ… მარტო კედლების განადგურებით არ კმაყოფილდებოდნენ, რადგან მათთვის მთავარი სამონასტრო დასის ნამუსის ახდა იყო… მონაზვნები ხშირად უკიდურეს ზომებს მომართავდნენ, რომ ჯალათების ხელში ცოცხლად არ ჩავარდნილიყვნენ…

სიყალბემ, ამპარტავნებამ, ამ საზიზღარმა მესიანისტურმა აზრებმა მიგვიყვანა იქ, სადაც ვართ…

მას არ შეიძლება ეწოდოს ქრისტიანი, მართლმადიდებელი, ადამიანი, ვინც გიორგობის მეორე დღეს მონასტრის კარებს მიადგება და 70 წლის ქალს ასე წამებით სიკვდილამდე მიიყვანს…

კიდევ რაღა უნდა მოხდეს, რომ ვაღიაროთ, ჩვენი ,,წილხვედრი” ქვეყანა დიდი ხანია ასცდა ქრისტეს გზას და ბარაბა აირჩია…

მონაზვნის ისტორია კი ყველას მოგვეკითხება, ეს მოკითხვა ძალიან ძვირი დაგვიჯდება!..“, – წერს პეტრე კოლხი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 VIDEO:ქალი ამტკიცებს, რომ უფალი იესო ქრისტეს საფლავი მთაწმინდაზეა, თავად კი თამარ მეფის სულია

🔵მონაზვნის გაუპატიურებისა და ძარცვის ფაქტზე დაკავებულებს, ბრალს დღეს წაუყენებენ - მათ 13 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714148335

ახალი ამბები

ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და...

ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი

1714147824

ახალი ამბები

„საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს“ - ვლადიმერ ბოჟაძე

„ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ, რა დაწერა: „დღესაც, მთელს ამიერ კავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთი და იმავე მნიშვნელობის სიტყვებია. გაქრისტიანდაოს მაგივრად, გაქართვე...

ვლადიმერ ბოჟაძე

1714145474

ახალი ამბები

ავარია თემქაზე - არიან დაშავებულები

თბილისში, თემქაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად არიან დაშავებულები. ადგილზე სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული და დაშავებულებს შესაბამისი დახმარება იქვე გაუწიეს.  თვითმხილველ...

ავარია თემქაზე

1714143599

სოციალური მედია

„და მართლაც beatles-ებზე მეტად მიყვარხარ ბა“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნატალია ყიფშიძე ხმაურიანი კომენტარის შემდეგ?

25 აპრილს, მსახიობმა ზურა ყიფშიძემ, სოციალურ ქსელში შვილიშვილი, ნატალია ყიფშიძე საჯაროდ გააკრიტიკა, როგორც ჩანს ზურა ყიფშიძის გაღიზიანება შვილიშვილის პოლიტიკურმა შეხედულებებმა გამოიწვია.  „ვაი მე! სად...

ნატალია და ზურა ყიფშიძე

1714142251

საზოგადოება

„კარგად მახსოვს, როგორ დავიწყეთ და ჩაერთო უამრავი ადამიანი მის მშენებლობაში“ - რას წერს თიკო ჩხეიძე

მოდელმა თიკო ჩხეიძემ სოციალურ ქსელში ტაძრის ფოტოები გაავრცელა, რომელიც თავისი გარდაცვლილი შვილის სახელზე აშენდა. ტატა 11 წლის ასაკში დაიღუპა. „ეს კი ტატას სახელზე აშენებული ტაძარია, მადლობა უფალს, მის...

თიკო ჩხეიძე