„ქართულმა ოცნებამ” ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადო იმაში, რომ ქვეყანას ევროპერსპექტივა არ ჰქონოდა“ - გურამ როგავა

ამის შესახებ ჟურნალისტი გურამ როგავა სოციალურ ქსელში წერს.

„გატყუებენ, თითქოს ევროკავშირის სტატუსი არაფერს ნიშნავს! მაგალითებად მოჰყავთ სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის თურქეთი, რომელმაც ამ კუთხით აღიარება წლების წინ მიიღო და დღემდე ევროკავშირის წევრი არ არის.

უკონტექსტოდ ვიკიპედიიდან სტატისტიკის დაკოპირება არის მიზანმიმართული მავნებლობა!იქნებ დაფიქრდეთ, რატომ არ გიყვებიან იმის შესახებ, რომ წარსულში ამ სახელმწიფოებმა, ახლა კი უკვე უკრაინამ და მოლდოვამ, სტატუსთან ერთად, ევროკავშირისგან მიიღეს უამრავი ახალი შესაძლებლობა, ფინანსური რესურსი და დახმარება, რომ ქვეყნის განვითარებისთვის მასშტაბური პროექტები განეხორციელებინათ.

გაატარეს რეფორმები ადამიანის უფლებებისა და საკუთარი მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ფაქტობრივად, აი, იმ ხუთ მილიონს ნიშნავს, ქეთი დოლიძე რომ პირდებოდა თითოეულ სოფელს 2012-ში.…და არც იმას დაუჯეროთ, თითქოს ევროკავშირმა დაგვჩაგრა!

არა, “ქართულმა ოცნებამ” ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადო იმაში, რომ ქვეყანას ევროპერსპექტივა არ ჰქონოდა.

და სამწუხაროდ, მათ ამ მიზანს მიაღწიეს!ჩვენ მიგვათრევენ რუსეთისკენ, სიბნელისკენ, ჩიხისკენ!თუ ახლა ამის აღიარება არ გინდა იმის გამო, რომ შენი კომფორტის ზონიდან ვერ გამოდიხარ, თუ ახლა გაჩუმდები, ხვალ გაიღვიძებ სახელმწიფოში, სადაც მორჩილებისა და მონობის გარდა, სხვა ფუნქცია არ გექნება!

გამოდით 24 ივნისს რუსთაველის გამზირზე!კიდევ ერთხელ დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რა არის ჩვენი ქართული ოცნება“, - წერს გურამ როგავა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს-არა

🔵 ღარიბაშვილმა Twitter-ზე ევროპული საბჭოს ნაცვლად ევროკომისია მონიშნა, მოლდოვის დროშის ნაცვლად - ანდორის

🔵 „რამდენმა იტირეთ დღეს? ყოველი დღე წლის ბოლომდე არის თითოეული ჩვენგანის საბრძოლველი“ - ნინო ლომჯარია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716035177

სპორტი

დავითაშვილი სეზონის ბოლო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში ზურიკო დავითაშვილი „ბორდო“-„პოს“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ლიგა 2-ის სეზონი საშინაო გამარჯვებით დაამთავრა. „ბორდომ“ მატჩი გაეტა...

ზურიკო დავითაშვილი

1716031806

საზოგადოება

„მე იმისთვის მაქვს ცოდნა, რომ სხვას გავუზიარო, დავიცალო და ახალი შევივსო... დღეს მოკამათეები არ უსმენენ ერთმანეთს“ - რას ამბობს ელდინო საღარაძე

მსახიობი, პოეტი და პედაგოგი ელდინო საღარაძე, გადაცემა ჩვენი ოჯახის ეთერში კამათის კულტურასა და მის მნიშვნელობაზე საუბრობს. „მე გავსებული ვარ რაღაცა ცოდნით თავდაჯერებული ვარ და ვჯდები საკამათოდ. დღეს მ...

პოეტი

1716027897

ახალი ამბები

ევროსაბჭოს მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირეს

 სტრასბურგში 16-17 მაისს ევროპის საბჭოს 133-ე მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მ...

ევროსაბჭო

1716021612

ახალი ამბები

თსუ-ს სტუდენტი უნივერსიტეტში მომხდარ პროვოკაციაზე:„ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სცადა ჩაეშალა სალექციო პროცესი, თუმცა სტუდენტების მეორე მხარემ, რომლებსაც ირაკლი კობახიძის ლექციაზე დასწრება გვსურდა, ხელი შევუშალეთ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, უნივერსიტეტში წინასწარ დაგეგმილ მორიგ პროვოკაციაზე „ქრონიკასთან“ საუბრობს. როგორც სტუდენტი აღნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სცად...

სტუდენტი

1716019674

ახალი ამბები

„დის მეუღლესთან დაშორების ფაქტს, ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა...“ - პროკურატურამ გარდაბანში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

გარდაბანში დის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ბრალდებულს 16 -დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. „საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ,...

შემთხვევები