„თურმე ტელეფონით უღებდნენ და მათთვის სასურველი ტექსტის თქმას აძალებდნენ... ჩვენ აქ ვართ ლევან, ძალიან კარგად გვახსოვს ვისი ხელწერაა ეგ“ - ხატია სიჭინავა

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და ახალგაზრდების პროტესტის გაღვივებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ამხელს.

ის ასევე მიმართავს ახალგაზრდებს და ახსენებს გასულ წლებს, როცა სიტყვის თავისუფლების გამო კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ოჯახს აწიოკებდნენ. 

„ლევან ხაბეიშვილი გუშინ ჰყვებოდა რა მეთოდებით უსწორდებოდნენ ხალხს ნაციონალები. ოღონდ საკუთარ თავზე მოირგო. ტელეფონით უღებდნენ თურმე და თავიანთთვის სასურველი ტექსტის თქმას აძალებდნენ. ჩვენ აქ ვართ ლევან. ძალიან კარგად გვახსოვს ვისი ხელწერაა ეგ.

ბავშვები, რომლებსაც სათავისოდ იყენებენ, მართლა გულანთებული დგანან იქ და მართლა ჰგონიათ, რომ ნაცებს კი არა, სამშობლოს იცავენ ! მათზე ძალადობა საშინელებაა, რადგან როგორ შეცდომაშიც არ უნდა იყვნენ შეყვანილი, ის ჩვენი მომავალი თაობაა.

მე გუშინ ვნახე სკოლის მოსწავლეები, რომელთათვისაც ეს ყველაფერი თავგადასავალია. ისინი ერთმანეთს უყვებოდნენ ვინ როგორ მოსდევდა, რა ესროლეს იმათმა და ამათმა. ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, მეც ვიყავი პატარა და მეც კინოს გმირი მეგონა თავი, როცა აქციაზე ვიდექი. ბავშვებს ვერ მოსთხოვ სწორად შეაფასონ მდგომარეობა და მათ რაც უფრო მოსდევ, მით უფრო უკონტროლოები ხდებიან.

მეც ვიდექი აქციებზე ყველა ასაკში, მაგრამ არ მახსოვს ასეთი გინება, აგრესია და სიძულვილი საკუთარი მოქალაქეების მიმართ. პოლიციას არ ვგულისხმობ. ჩვეულებრივ, აქციაზე არ მყოფ ადამიანებს ვგულისხმობ. ქუჩიდან დაწყებული, სოცქსელით დამთავრებული, ვინც მათ აზრს არ ეთანხმება, ან საერთოდ არ ერევა თემაში, სიტყვიერად და ფიზიკურად ცდილობენ მისწვდნენ.

ბავშვებო, იყო დრო, როცა სიტყვის თავისუფლების გამო კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ოჯახს უწიოკებდნენ, მაგრამ საბედნიეროდ გავიარეთ ეგ დრო და თქვენ აღარ ცხოვრობთ მაგ დროში. ახლა შეგიძლიათ თავისუფლად დააფიქსიროთ თქვენი აზრი, რა საჭიროა ეს აგრესია.

მთავრობა რომ მოგწონდეს, ფსიქიკური პრობლემები უნდა გქონდეს. მთავრობა იმისთვის არ არის რომ მოგეწონოს, ის უნდა ემსახუროს ხალხის კეთილდღეობას.

ერთი წლის წინ, მე თვითონ ვიფიქრე, რადგან წლებია არჩევანი არ მაქვს და ამ ორს შორის უნდა გადავწყვიტო, იქნებ მართლა გამოსწორდა ოპოზიცია და საშველი იქ იყოს -მეთქი. არა !!! ისინი დარჩნენ ისევ გაავებულ ტიპებად, რომლებიც ძალაუფლების დაბრუნების ჟინით, ჩვენ კი არა , ერთმანეთსაც შეჭამენ !!

ამ ბავშვების ემოციას რა თქმა უნდა ყველა სათავისოდ იყენებს! ამასობაში ბავშვები ზიანდებიან! რაც აბსოლუტურად დაუშვებელია ! არა ძალადობას ორივე მხრიდან ! არა, არა და არა ბავშვების სუფთა გულის გამოყენებას საკუთარი ავი ამბიციებისთვის !

არა თვალებში ნაცრის შეყრას, რომ ნაცებს ბავშვები ადარდებთ და არა ძალაუფლება !! ესეც გაივლის, 
აღდგომის წინ ყოველთვის დიდი ბრძოლაა.

ბოლოს და ბოლოს ღმერთს ვერ გავუგეთ და რა გასაკვირია ამ უღმერთობის დროს, ერთმანეთის არ გვესმოდეს“, - წერს ხატია სიჭინავა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715874781

საზოგადოება

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და კეთილდღეობას

 დღეს ორი მეგობარი, ორი სტრატეგიულიპარტნიორი ქვეყნის ლიდერი შევიკრიბეთ დაძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩვენს შორის.კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირე საქართველოსტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა დაკეთილდ...

გგჰ

1715874640

ახალი ამბები

,,თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და პრეზიდენტ ერდოღანთან ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა” - პრემიერი

 თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვისნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორშეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა, - ამის შესახებ საქართველოსპ...

ირაკლი კობახიძე

1715867911

საზოგადოება

17 მაისს გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება შეიზღუდება

დედაქალაქში 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით, გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „მსვლელობა ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან...

ზოგადი

1715866727

საქართველო

„კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, სად, რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!“ - მამუკა მდინარაძე ოჯახის სიწმინდის დღეზე

„ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები - ურთიერთდაპირისპირებულად წ...

მამუკა მდინარაძე

1715865642

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7596 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7323 ლარი იყო.  გამყარდა ევრო, რომლის...

ლარის კურსი, ვალუტა