მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

სანდრო ბაზაძემ თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ხმლით ფარიკაობაში ყველა მეტოქეს აჯობა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

28 წლის ქართველი მოფარიკავე საწყის ეტაპზევე დაუპირისპირდა ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონს, უნგრელ არონ სილაგის, რომელთანაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ნახევარფინალში დამარცხდა.

უმთავრესი კონკურენტის ძლევის შემდეგ, ბაზაძემ ფინალის გზაზე სამი მეტოქე ჩამოიშორა.

"პირველ რიგში დიდი მადლობა ოჯახის წევრებს, ასევე ფარიკაობის ფედერაციის დიდ ოჯახს.

მოსამზადებელი პერიოდი ძალიან რთული გამოდგა, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. მაგრამ ეს სპორტია, თუ არ დანებდები და ყველაფერს გააკეთებ, შედეგს აუცილებლად მიაღწევ. ამიტომ ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა ჩემი გუნდის ყველა წევრს, ექიმებს, მწვრთნელებს.

ეს ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც დიდი  შრომით მიაღწევ შედეგს. 

ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი პერიოდი საფრანგეთში, ორლეანში გავატარე, ჩემს პირად მწვრთნელ კრისტიან ბაუერთან.

რთული იყო, რადგან ბაუერი დიდი პროფესიონალი და ძალიან მომთხოვნი მწვრთნელია.  ეს იყო რთული გზა დიდი შედეგისკენ, მე მაქსიმუმი გავაკეთე და შედეგი სახეზეა. 

ძალიან რთული დღე იყო, ეს ევროპის ჩემპიონატია და იოლი მეტოქე და იოლი ბრძოლა აქ  არ არის.

წინ მსოფლიო ჩემპიონატია და ჩემი მიზანი რა თქმა უნდა საუკეთესო შედეგია.

მე მაქვს საკმარისი ძალა რომ კიდევ ერთხელ გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი",- განაცხადა სანდრო ბაზაძემ ბრძოლის წარმატებით დასრულების შემდეგ.

სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონი პირველად გახდა.აქამდე მის ანგარიშზე სამი ბრინჯაოს მედალი იყო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714145474

ახალი ამბები

ავარია თემქაზე - არიან დაშავებულები

თბილისში, თემქაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად არიან დაშავებულები. ადგილზე სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული და დაშავებულებს შესაბამისი დახმარება იქვე გაუწიეს.  თვითმხილველ...

ავარია თემქაზე

1714143599

სოციალური მედია

„და მართლაც beatles-ებზე მეტად მიყვარხარ ბა“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნატალია ყიფშიძე ხმაურიანი კომენტარის შემდეგ?

25 აპრილს, მსახიობმა ზურა ყიფშიძემ, სოციალურ ქსელში შვილიშვილი, ნატალია ყიფშიძე საჯაროდ გააკრიტიკა, როგორც ჩანს ზურა ყიფშიძის გაღიზიანება შვილიშვილის პოლიტიკურმა შეხედულებებმა გამოიწვია.  „ვაი მე! სად...

ნატალია და ზურა ყიფშიძე

1714142251

საზოგადოება

„კარგად მახსოვს, როგორ დავიწყეთ და ჩაერთო უამრავი ადამიანი მის მშენებლობაში“ - რას წერს თიკო ჩხეიძე

მოდელმა თიკო ჩხეიძემ სოციალურ ქსელში ტაძრის ფოტოები გაავრცელა, რომელიც თავისი გარდაცვლილი შვილის სახელზე აშენდა. ტატა 11 წლის ასაკში დაიღუპა. „ეს კი ტატას სახელზე აშენებული ტაძარია, მადლობა უფალს, მის...

თიკო ჩხეიძე

1714140047

სპორტი

„კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გაგრძელება არ სურს, რადგან „ბარსელონა“ იწვევს“ - Gazetta dello Sport

„ნაპოლის“ ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია კლუბთან კონტრაქტის განახლებაზე უარს ამბობს, „ბარსელონა“ ვითარებას აკვირდება. ქართველმა ვარსკვლავმა, შესაძლოა, კლუბი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს...

ააა

1714139658

ახალი ამბები

„ხანდახან ცხენს მეძახიან, იმდენს ვმუშაობ...“ - სალომე ჭაჭუა

სალომე ჭაჭუა ერთ-ერთი პოპულარული პროფესიონალი მოცეკვავეა, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჭაჭუამ ლათინო-ამერიკული ცეკვის კარიერა საკმაოდ პატარა ასაკში დაიწყო. წლებია მას საზოგადოება...

სალომე ჭაჭუა