ვოლოდიმირ ზელენსკი: მტერი ხალხსაც იპარავს, 1 600 000-ზე მეტი უკრაინელია უკვე დეპორტირებულია რუსეთში

რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან 1 600 000-ზე მეტი უკრაინის მოქალაქე გააძევა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამად უკრაინას მხოლოდ ერთი კითხვა აქვს: კიდევ რამდენი უკრაინელი მოქალაქის მოკვლას მოახერხებს რუსეთი დამარცხების აღიარებამდე.

"კიდევ რამდენი დრო ექნება რუსეთს, რომ მოიპაროს უკრაინიდან მარცვლეული, რესურსები, სამრეწველო საწარმოები, რომლებსაც ოკუპანტები უბრალოდ ანაწილებენ და რუსეთში მიჰყავთ, ისევე როგორც ხალხი. ისინი იპარავენ ხალხს. 1 600 000-ზე მეტი უკრაინელი უკვე დეპორტირებულია რუსეთში. ისინი მიმოფანტულნი არიან ამ ქვეყნის ტერიტორიაზე. მიმოფანტულნი არიან რუსეთის შორეულ რაიონებში. ბევრ მათგანს საბუთები წაართვეს, ბევრმა გაიარა ოკუპანტების საშინელ ფილტრაციის ბანაკებში, სადაც დასცინოდნენ და აშინებდნენ." - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის განცხადებით,  ყველაფერი კეთდება, რომ "ბოლო მოეღოს უკრაინელი მსხვერპლთა გრძელ სიას, რომელსაც რუსეთი ქმნის". 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 მძიმე ისტორია: „მივედი უჯრა გამოვაღე და არც ერთი ცენტი, ჩამოვჯექი და იცით მართლა ვიგრძენი გახრწნილი სულის სუნი“ - ქალი ქმარმა ემიგრაციაში ჩვილ შვილთან ერთად მიატოვა

🔵  „ვინც ეს წაკლა და არარაობა აქ შემოუშვა არის ქვეყნის მოღალატე და ქვეყნის მტერი“ - „დედაენის“ მენეჯერმა სობჩაკი ბარში არ შეუშვა

🔵 „არანაირი წყალი არანაირი კილომეტრები და არც ღამე გადავსულვარ“ - რას წერს ქალი, რომელიც ამერიკაში მექსიკიდან ე.წ. „გადამყვანების“ გარეშე ჩავიდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714145474

ახალი ამბები

ავარია თემქაზე - არიან დაშავებულები

თბილისში, თემქაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად არიან დაშავებულები. ადგილზე სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული და დაშავებულებს შესაბამისი დახმარება იქვე გაუწიეს.  თვითმხილველ...

ავარია თემქაზე

1714143599

სოციალური მედია

„და მართლაც beatles-ებზე მეტად მიყვარხარ ბა“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნატალია ყიფშიძე ხმაურიანი კომენტარის შემდეგ?

25 აპრილს, მსახიობმა ზურა ყიფშიძემ, სოციალურ ქსელში შვილიშვილი, ნატალია ყიფშიძე საჯაროდ გააკრიტიკა, როგორც ჩანს ზურა ყიფშიძის გაღიზიანება შვილიშვილის პოლიტიკურმა შეხედულებებმა გამოიწვია.  „ვაი მე! სად...

ნატალია და ზურა ყიფშიძე

1714142251

საზოგადოება

„კარგად მახსოვს, როგორ დავიწყეთ და ჩაერთო უამრავი ადამიანი მის მშენებლობაში“ - რას წერს თიკო ჩხეიძე

მოდელმა თიკო ჩხეიძემ სოციალურ ქსელში ტაძრის ფოტოები გაავრცელა, რომელიც თავისი გარდაცვლილი შვილის სახელზე აშენდა. ტატა 11 წლის ასაკში დაიღუპა. „ეს კი ტატას სახელზე აშენებული ტაძარია, მადლობა უფალს, მის...

თიკო ჩხეიძე

1714140047

სპორტი

„კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გაგრძელება არ სურს, რადგან „ბარსელონა“ იწვევს“ - Gazetta dello Sport

„ნაპოლის“ ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია კლუბთან კონტრაქტის განახლებაზე უარს ამბობს, „ბარსელონა“ ვითარებას აკვირდება. ქართველმა ვარსკვლავმა, შესაძლოა, კლუბი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს...

ააა

1714139658

ახალი ამბები

„ხანდახან ცხენს მეძახიან, იმდენს ვმუშაობ...“ - სალომე ჭაჭუა

სალომე ჭაჭუა ერთ-ერთი პოპულარული პროფესიონალი მოცეკვავეა, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჭაჭუამ ლათინო-ამერიკული ცეკვის კარიერა საკმაოდ პატარა ასაკში დაიწყო. წლებია მას საზოგადოება...

სალომე ჭაჭუა