ერდოღანმა მუნიციპალურ არჩევნებში ანკარასა და სტამბოლში თავისი პარტიის მარცხი აღიარა

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, მუნიციპალურ არჩევნებში დემოკრატიამ და ხალხის ნებამ გაიმარჯვა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარასა და სტამბოლში თავისი პარტიის მარცხი აღიარა და აღნიშნა, რომ თვითკრიტიკისა და შეცდომების გამოსწორების დროა.

„31 მარტის არჩევნები ჩვენთვის არა დასასრული, არამედ გარდამტეხი მომენტია.თურქმა ერმა მუნიციპალურ არჩევნებში საკუთარი აზრი დააფიქსირა. გაიმარჯვა დემოკრატიამ და ხალხის ნებამ. არჩევნები დემოკრატიისთვის შესაბამისი შედეგით დასრულდა. გასული წლის მაისის არჩევნების შემდეგ ჩვენ, სამწუხაროდ, ახლა ვერ დავდეთ ის შედეგი, რისი იმედიც გვქონდა. გავაანალიზებთ 31 მარტის შედეგებს პარტიაში, ვიქნებით თვითკრიტიკულები და განვიხილავთ ამ უკუსვლის მიზეზებს“, - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებში წინასწარი შედეგებით, ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ ლიდერობს, რომელმაც გამარჯვება დიდ ქალაქებში მოიპოვა, მათ შორის დედაქალაქში, სტამბოლსა და იზმირში. ოპოზიციას ხმების 37.32% აქვს, რეჯეფ თაიფ ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას“ კი 35.78%.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715162251

ახალი ამბები

„ჯორჯიან ეარვეისმა“ იანვარ-აპრილში 149 624 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წელთან შედარებით 221%-ით მეტია

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ იანვარ-აპრილში 149 624 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წელთან შედარებით 221 %-ით მეტია. 2023 წლის იანვარ-აპრილში ავიაკომპანიამ 46 548 მგზავრი გადაიყვანა. გაზრდილია მიმართ...

ჯორჯიან ეარვეის

1715157563

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ და „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ არ ასაჯაროებენ თავის ფინანსებს და არიან დამფინანსებლები იმ პარტიების, რომლებიც დღეს რადიკალურ დღის წესრიგს ახორციელებენ

„სამწუხაროდ ზოგიერთს აქვს ისეთი დამოკიდებულება, რომ თავად არიან იუპიტერები და საქართველო არის ხარი და იუპიტერისთვის რაც არის დასაშვები ქართველებისთვის და პატარა ერისთვის არ არის დასაშვები, რაც არის სა...

პოლიტიკოსეი

1715156918

ჰოროსკოპი

ვისთვის იქნება ეს დღე სიახლეებით სავსე და ზოდიაქოს რომელ ნიშანს გაუმართლებს ყველაზე მეტად?! - 8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება 8 მაისი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის - თემაზე ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარია გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში საუბრობს:  ♈ვერძი თქვენთვის პოზიტიური დღეა, შესაძლოა დღეს ისეთ ადამიანებ...

ანზორ ოდიშარია

1715154512

ახალი ამბები

ნიკა გვარამია: „ხოდა, ჰერჩინსკი ახლა ჩაიწერს თავის კარიერაში... ჩაიხატავს დიდ ყ*ეს“

სააგენტო for.ge-ს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებში ერთი ეპიზოდი ეთმობა ევროკავშირის ელჩზე საუბარს. for.ge-ს ინფორმაციით, მოსაუბრეები ნიკა გვარამია, აკაკი მინაშვილი და ნიკა ფარულავა არიან....

ნიკა გვარამია

1715152619

ახალი ამბები

კასპის რაიონში ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა მანქანა, სადაც 3 კაცი იმყოფებოდა - არის მსხვერპლი

კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ კავთისხევში მდინარე კავთურამ მანქანა გაიტაცა. მანქანაში 3 ადამიანი იმყოფებოდა. მეხანძრე-მაშველებმა 1 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია newshub.ge-ის საგანგებო სიტუა...

პოლიცია