ის ნორმალურ ცხოვრებას ნატრობდა - ემი ვაინჰაუსის მეგობრის პირველი კომენტარი, მომღერლის გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ

ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსის, ემი უაინჰაუსის გარდაცვალებიდან 10 წლის თავზე მისმა უახლოესმა მეგობარმა, ინგლისელმა შემსრულებელმა, ტაილერ ჯეიმსმა ემის შესახებ დაწერილი წიგნი My Amy: The Life We Shared გამოსცა. ის პირველად ალაპარაკდა მომღერლის ემოციურ მდგომარეობასა და მის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე.

"ყველა იდეა ამომეწურა", - ამბობს 39 წლის ტაილერი, რომელიც ცდილობდა, მომღერალს ალკოჰოლზე დამოკიდებულებისა და ბულიმიის დაძლევაში დახმარებოდა. ისინი ერთად ცხოვრობდნენ ლონდონში.

გაზეთ The Times-თან ინტერვიუში ტაილერმა წიგნზე საუბრისას გაიხსენა, რომ ემის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე სასმლის ჭარბი მოხმარების გამო ეჩხუბა და სახლიდან წავიდა. მომდევნო დღეს მომღერალმა მას შეტყობინება მისწერა, "კარგად ხარ ძვირფასო? ტაილერ, გთხოვ, შინ დაბრუნდი". სახლთან მისულ მამაკაცს ეზოში სასწრაფო დახმარების მანქანა და ექიმები დახვდნენ. უაინჰაუსი კი საძინებელ ოთახში დახვდა გარდაცვლილი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ალკოჰოლური ინტოქსიკაციით.

"ემი ჩემი სამყარო იყო. ის 13 წლის ასაკში გავიცანი. ასეთი კავშირი სხვასთან არ მქონია და არც მომავალში მექნება. მიყვარდა. ჩემი მისია და დავალება, რომ მას თავი კარგად ეგრძნო. ეს მთელი გულით მსურდა. მინდა, ხალხმა იცოდეს, რომ ემი ძალიან ცდილობდა, წამალ-დამოკიდებულებისთვის თავი დაეღწია, საბოლოოდ დაენებებინა თავი ალკოჰოლისთვის. მას ძალიან უნდოდა გამოჯანმრთელება, ერთი ნაბიჯი აკლდა. როდესაც რაიმე ნივთიერებაზე ხარ დამოკიდებული, ე.ი. ყველაზე სუსტი ხარ, ხოლო როდესაც ამ ყველაფერს ამარცხებ და რეაბილიტაციას გადიხარ, ყველაზე ძლიერი. ემი კი ამ გზას ყველას თვალწინ გადიოდა. ეს მისთვის ურთულესი იყო. 20 წლის ასაკში პოპულარობა და წარმატება მოიპოვა, რამაც მასზე უარყოფითად იმოქმედა. ოცნებობდა, რომ ნორმალური ცხოვრება ჰქონოდა. სტრესული იყო ემისთვის ის, რომ ცნობილ ადამიანად ითვლებოდა. საბოლოოდ, დეპრესიამ და ნარკოდა-მოკიდებულებამ საუკეთესო მეგობარი დამაკარგვინა", - წერს ტაილერ ჯეიმსი.

ემი უაინჰაუსმა სადებიუტო ალბომი Frank 2003 წელს გამოუშვა. ჯაზის ელემენტებით გაჯერებული ჩანაწერი ბრიტანული მუსიკალური ჩარტების წამყვან პოზიციაზე მოექცა. 2006 წელს გამოცემული მეორე სტუდიური ალბომი Back To Black კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა. ნამუშევარმა 5 გრემი დაიმსახურა. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა You Know I'm No Good, Back To Black, Rehab და Tears Dry On Their Own მოუტანა.

27 წლის ემი უაინჰაუსი 2011 წლის 23 ივლისს ალკოჰოლის ჭარბი დოზით მიღებას ემსხვერპლა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714807712

საზოგადოება

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

საბერძნეთში, ათენში ქართველი ემიგრანტი გიორგი ბერაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ემიგრანტთა იმედი - შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „გარდაიცვალა ემიგრანტი საბერძნეთში, ათენში ახალგაზ...

ხსოვნა, გარდაცვალება

1714806520

საზოგადოება

მართლმადიდებელი სამყარო იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდება

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდება. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 14.00 სა...

წმინდა ცეცხლი

1714804137

სოციალური მედია

„მწყდება გული, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით“ - ხვიჩა კვარაცხელია

„ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შე...

ააა

1714769995

საინტერესო ამბები

რას ნიშნავს დიდი შაბათი და რა არ უნდა გავაკეთოთ ამ დღეს

ვნების შაბათი – დიდი მარხვის ბოლო დღეა, რომელიც წინ უძღვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ვნების კვირეულის დიდი შაბათი მორწმუნეთათვის ერთდროულად გლოვისა და სიხარულის დღეა.  დიდი შაბათი წმინდა წერილი...

ხსოვნა, გარდაცვალება

1714768789

ჰოროსკოპი

4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი დღის პირველ ნახევარში ჯობია შაბათ-კვირას დაგროვილ საქმეებს მიხედოთ. საღამოს თავს უფლება მიეცით, რომ და...

რამაზ გიგაურის პროგნოზი