რუსეთმა, შესაძლოა, დიდი შეტევა წამოიწყოს ივლისში ნატოს სამიტის დროს - ატლანტიკური საბჭო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, გამოიყენოს შესაძლებლობა და დაიწყოს დიდი შეტევა ივლისში ნატოს სამიტის დროს, - წერს ატლანტიკური საბჭო.

„სავარაუდოა, რომ რუსეთის ფედერაციის ახალი შეტევა დაემთხვევა ან გადაფარავს ნატოს მომავალ სამიტს ვაშინგტონში 9-11 ივლისს, რომელიც ეძღვნება სამოცდამეთხუთმეტე წლისთავს. რუსული პროპაგანდის მიხედვით, ეს ომი მიმდინარეობს არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, არამედ ნატოს წინააღმდეგაც და რომ ეს არის ცივილიზაციური ბრძოლა „კოლექტიური დასავლეთის“ წინააღმდეგ, პუტინმა, შესაძლოა, გამოიყენოს შესაძლებლობა და დაიწყოს დიდი შეტევა ვაშინგტონის სამიტზე, ალიანსის დამცირების მიზნით“, - წერს ატლანტიკური საბჭო.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ იმის ნაცვლად, რომ მოლაპარაკებებზე იფიქრონ ან ამა თუ იმ შეთანხმებაზე, უკრაინასა და ნატოს სასწრაფოდ სჭირდებათ გამარჯვების საერთო ხედვის შემუშავება, რომლის გარშემოც კიევი და მისი მხარდამჭერები შეიკრიბებიან. შემდეგ შეერთებულ შტატებს, მის მოკავშირეებს და პარტნიორებს სჭირდებათ სტრატეგია შესაბამისი რესურსებით, რათა უკრაინამ შეძლოს ამ გამარჯვების მიღწევა.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ეს ზაფხული, სავარაუდოდ, გარდამტეხი იქნება აშშ-ის პოლიტიკაში უკრაინის მიმართ. იმის მიხედვით, თუ რა მოხდება მომდევნო რამდენიმე თვეში.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714924909

ახალი ამბები

„კვარაცხელია „ნაპოლის“ ვარჯიშზე დაშავდა“ - ხვიჩა „უდინეზესთან“, სავარაუდოდ, არ ითამაშებს

„ხვიჩა კვარაცხელიამ კუნთის ტრავმა მიიღო და, დიდი ალბათობით, „უდინეზესთან“ სერია A-ს 35-ე ტურის მატჩს გამოტოვებს“ – „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელზე ინფორმაციას Football-Italia ავრცელებს.    იტალიური გა...

კვარაცხელია

1714922336

სოციალური მედია

თბილისში მე-11 დღეა კაცს ეძებენ

თბილისში მე-11 დღეა კაცს ეძებენ - ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი, სალი ქურასბედიანი ავრცელებს. „მეგობრებო, მე-11 დღეა, 25 აპრილიდან გაუჩინარებულია თორნიკე დალაქიშვილი. ოჯახთან და მეგობრებ...

თბილისში მე-11 დღეა კაცს ეძებენ

1714919865

სოციალური მედია

„დღეს ხომ, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეა, უფალო მოახდინე კიდევ ერთი სასწაული ამ მადლიან დღეს...“ - რას წერენ სოციალურ ქსელში სვანეთში მომხდარ ტრაგედიაზე

სოციალურ ქსელში მოქალაქე ჯაბა საღლიანი სვანეთში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და უფალს ევედრება, რომ დაკარგული ბავშვების ცხედრები მშობლებმა დროულად იპოვონ. „უფალო, დიდება შენს წმინდა სახელს. დღეს ხომ, ს...

ტრაგედია სვანეთში

1714917490

საზოგადოება

„იუდა იყო მოციქული, რომელსაც ღმერთმა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მიანდო“ - რას ჰყვება დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი

დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი პირველი არხის ეთერში იუდა ისკარიოტელზე და მის პასუხისმგებლობაზე ჰყვება.  „იუდა იყო მოციქული, რომელსაც ღმერთმა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მიანდო. ეს პასუხისმგებლობა იყო ი...

კახაბერ გოგოტიშვილი

1714916704

ახალი ამბები

მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს, გრძელდება კიდევ ორი დაკარგული ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები

სამდღიანი უწყვეტი ძებნა-შველის ღონისძიებების შედეგად, მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდის ცხედარი მდინარე ენგურის მიმდებარედ ა...

ააა