ზელენსკი: ვლადიმერ პუტინი და სხვა ნაძირალები ცდილობენ, სხვას დააბრალონ მოსკოვის მახლობლად მომხდარი ტერორისტული აქტი

ცხადია, პუტინი და სხვა ნაძირალები უბრალოდ ცდილობენ, ეს სხვას დააბრალონ. მათ ყოველთვის აქვთ ერთი და იგივე მეთოდები. ისინი ყოველთვის ადანაშაულებენ სხვებს. ისინი შემოვიდნენ უკრაინაში, დაწვეს ჩვენი ქალაქები და ცდილობდნენ უკრაინის დადანაშაულებას. ისინი აწამებენ და აუპატიურებენ ჩვენს ხალხს და მათ ადანაშაულებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„მათ ასიათასობით ტერორისტი მოიყვანეს აქ, უკრაინის მიწაზე, იბრძვიან ჩვენ წინააღმდეგ და არ აინტერესებთ, რა ხდება მათ ქვეყანაში. გუშინ ეს ყველაფერი მოხდა და ეს აბსოლუტური არარაობა პუტინი, ნაცვლად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის მიეხედა, მათთვის მიემართა, ერთი დღის განმავლობაში გაჩუმდა – ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა უკრაინასთან. ყველაფერი სრულიად პროგნოზირებადია. რუსები თუ მზად არიან, „კროკუსებში” ჩუმად მოკვდნენ, პუტინი კიდევ არაერთი მსგავსი სიტუაციის თავისი პირადი ძალაუფლების სასარგებლოდ გამოყენებას ეცდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შაბათს ვლადიმირ პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში ილაპარაკა „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ტერაქტთან დაკავშირებული ყველა პირი ნაპოვნია და დაკავებულია. პუტინის სიტყვებით, დაკავებამდე ისინი მიემართებოდნენ უკრაინისკენ, სადაც მათთვის უკრაინის მხრიდან თითქოს მომზადებული იყო „ფანჯარა“ საზღვრის გადასაკვეთად. მას დეტალები არ დაუსახელებია.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714371229

საზოგადოება

„ასეთი ტალანტი ცოტას აქვს“ - იტალიური მედიის შეფასება კვარაცხელიაზე

იტალიური მედია „რომასთან“ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა. ქართველი საკმაოდ კარგად გაისარჯა, საგოლე მომენტებიც ჰქონდა და პენალტიც მოიპოვა. მატჩი კი, ფრედ 2:2 დასრულდა. Tuttomercatoweb 6.5 ქულა:...

ააა

1714334972

საზოგადოება

„აქციის იმ მონაწილეების შეკრება, რომლებიც ახლა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან, არის არასანქცირებული, მოვუწოდებთ მათ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან“ - თბილისის მერია

„მიმდინარე წლის 22 აპრილს თბილისის მერიას წერილით მიმართა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით“, -...

თბილისი

1714334846

ჰოროსკოპი

29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ემოციები ერთმანეთს საოცარი სისწრაფით ცვლის, იმისთვის, რომ სხვათა სათამაშოდ არ იქცეთ, შეეცადეთ, აკონტროლოთ თქვენი განწყობა და გაერიდეთ გარე მოვლენებს. კურო ნუ გააზვიადებთ წვრილმან გაუგებრობას და...

ააა

1714334536

საზოგადოება

„პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო“ - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო  რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო ა...

შსს ღამე

1714332557

საზოგადოება

ქუჩების ჩამონათვალი, სადაც წყალმომარაგება შეიზღუდება

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება.  სამგორის რაიონში, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩის N38 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 28/04 19:20-დან 29/04 0...

წყალი შეწყდება