ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე: როგორც ბათუმის ბულვარის, ისე მთლიანად ქალაქის კეთილმოწყობა ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა ქალაქსა და ბათუმის ბულვარში არსებული უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟის შემდეგ სივრცეების განვითარებისა და გაუმჯობესების გეგმებზე.
გიორგი ცინცაძის თქმით, პროცესის განხორციელება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან კოორდინაციით მიმდინარეობს.
„როგორც ბათუმის ბულვარის, ისე მთლიანად ქალაქის კეთილმოწყობა ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან და მთავრობის თავმჯდომარესთან, ბატონ სულხან თამაზაშვილთან მჭიდრო კოორდინაციით, რაც უზრუნველყოფს პროცესის ერთიან ხედვას, ეფექტურ დაგეგმვასა და პროექტების თანმიმდევრულ განხორციელებას“, - განაცხადა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ბათუმი და მათ შორის ბათუმის ბულვარი უნდა განვითარდეს, როგორც თანამედროვე, მოწესრიგებული და ეკოლოგიურად დაბალანსებული სივრცე, სადაც იქნება როგორც რეკრეაციული, ასევე, კომერციული ადგილები.
„ძირითადი ნაწილი დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, თუმცა ტურისტულად აქტიურ ქალაქში საჭიროა კომერციული სივრცეებიც, როგორიც არის კაფე-ბარები და კლუბები, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ერთი კონცეფციის ფარგლებში, კანონთან სრულ შესაბამისობაში და არ უნდა ამახინჯებდეს ქალაქის იერსახეს“, - განაცხადა გიორგი ცინცაძემ.
მისივე განმარტებით, სამომავლოდ იგეგმება გამჭვირვალე და კონკურენტული აუქციონების გამოცხადება და მეწარმეებს ექნებათ ალტერნატიული შესაძლებლობები.
„დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ შესაბამისი ნებართვები, განახორციელონ საქმიანობა განსაზღვრული სტანდარტების დაცვით და შექმნან თანამედროვე, ქალაქის იერსახესთან შესაბამისი ობიექტები. ახალი წესებისა და სტანდარტების შესაბამისად, აუქციონის, ან სხვა სამართლებრივი მექანიზმების გზით მეწარმეები შეძლებენ, მიიღონ ალტერნატიული სივრცეები, ან გააგრძელონ საქმიანობა იმავე ლოკაციაზე, უკვე დადგენილი წესების დაცვით“, - განაცხადა ბათუმის მერმა.
1775411931
ახალი ამბებიდეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ძალიან ნიშანდობლივია, რომ პატრიარქმა როდესაც მოსაყდრის შესახებ განაცხადა, თქვა, რომ ეს წმინდა გიორგიმ ინებაო. რა თქმა უნდა ამის შემდეგ მეუფე შიოზე კიდევ უფრო მძაფრი შეტევა დაიწყო
პატრიარქი მიხსნიდა, რატომ გახდა მისთვის ცხადი, რომ მოსაყდრის შესახებ გაეცხადებინა საზოგადოებისთვის. ბრძანა სრულიად გარკვევით, რომ დაფარული ანდერძი ამ რთულ ვითარებაში შესაძლოა დამატებით შფოთს ბადებს სა...
1775410373
ახალი ამბებიდეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: დააანონსეს, რომ მოხდება სკანდალი სინოდზე, ატყდება ომი და ეპისკოპოსები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, შეიძინეს პოპკორნი და მოემზადნენ საყურებლად, არაფერია საყურებელი, ეპისკოპოსები პატრიარქისადმი სიყვარულით აგრძელებენ საქმეს
ჯერ კიდევ 2004-2005 წლებში, 20 წლის წინ მესმოდა აქა-იქ, რომ პატრიარქი მოხუცდა და ვეღარ მართავს ეკლესიას. ძალიან მიკვირდა, რომ პატრიარქზე ამას ვისმენდი, თუმცა წლების მერე მივხვდი, რომ მაშინდელი დაწყებუ...
1775409349
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: უკანასკნელი ათი წლის შედეგი აშკარაა - ევროპა მთლიანად „მემარჯვენე“ არ გამხდარა, მაგრამ იგი აღარ არის პოლიტიკურად ერთპოლარული
„თუ 2029 წლამდე „ევროსაბჭოთა კავშირი“ ფიზიკურად არ დაიშლება, მომავალი ევროპარლამენტი გაცილებით კონსერვატიული იქნება“, - ასეთია „ხალხის ძალის “ წევრის დავით ქართველიშვილის პროგნოზი იმ ევროპაზე, რომელიც...
1775407367
ახალი ამბებითბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ. პროკურატურის ინფორმაციით, ნაფიცმა მსაჯულებმა...
1775402405
ახალი ამბებიტრამპი: თუ შეთანხმება არ იქნება, ირანის ნავთობს ხელში ჩავიგდებ, აშშ-მა ირანელ მომიტინგეებს იარაღი ქურთების მეშვეობით გაუგზავნა, თუმცა, ვფიქრობ, იარაღი მათ დაიტოვეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ შეთანხმება მალე არ იქნება მიღწეული, ის ირანის ნავთობის „მითვისებას“ განიხილავს. „თუ ისინი სწრაფად არ დადებენ შეთა...































