ტრამპი ირანის ოპერაციაში ნატოს მოკავშირეების ჩართვისკენ მოწოდებაზე: ეს მათ გამოსაცდელად გავაკეთე, ისინი ქაღალდის ვეფხვები არიან, მათ გემები არ აქვთ, არაფერი აქვთ და პუტინს მათი საერთოდ არ ეშინია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურდა, ნატო გამოეცადა, როდესაც ალიანსს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში ჩართვისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ამერიკელმა ლიდერმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ეს ნატოსთვის გამოცდა იყო. მე ისინი არ მჭირდებოდა, მაგრამ მინდოდა მათი გამოცდა“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ უარის თქმის შემდეგ ალიანსის დარწმუნება არც კი უცდია.
„მათ ვუთხარი: „კარგი იქნებოდა, თუ შემოგვიერთდებოდით“. მათ კი მიპასუხეს: „ამას ვერ გავაკეთებთ“. მე ვუთხარი: „ოჰ, არა უშავს“. არც კი მიცდია მათი დარწმუნება. მათ, ალბათ, თქვეს: „ოჰ, ის საშინელი გამყიდველია“. რადგან მე მხოლოდ ეს ვუთხარი: „კარგი იქნებოდა, თუ მონაწილეობას მიიღებდით“, - აღნიშნა ტრამპმა.
თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ნატოს კვლავ „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა და გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ალიანსის საერთოდ არ ეშინია.
„ეს გამოსაცდელად გავაკეთე. არ მჭირდებოდა, არა? ისინი ქაღალდის ვეფხვები არიან. ქაღალდის ვეფხვი. მათ გემები არ აქვთ. მათ არაფერი აქვთ და პუტინს მათი საერთოდ არ ეშინია“, - დასძინა მან.
When I asked the president about his comments to Fox that there could be a deal tomorrow — he said he didn’t know if there would be, saying “I have no idea with these people.”
— Rachel Scott (@rachelvscott) April 5, 2026
"There could be a deal, and there could also not be a deal. I don't know. I have no idea with these…
1775411931
ახალი ამბებიდეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ძალიან ნიშანდობლივია, რომ პატრიარქმა როდესაც მოსაყდრის შესახებ განაცხადა, თქვა, რომ ეს წმინდა გიორგიმ ინებაო. რა თქმა უნდა ამის შემდეგ მეუფე შიოზე კიდევ უფრო მძაფრი შეტევა დაიწყო
პატრიარქი მიხსნიდა, რატომ გახდა მისთვის ცხადი, რომ მოსაყდრის შესახებ გაეცხადებინა საზოგადოებისთვის. ბრძანა სრულიად გარკვევით, რომ დაფარული ანდერძი ამ რთულ ვითარებაში შესაძლოა დამატებით შფოთს ბადებს სა...
1775410373
ახალი ამბებიდეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: დააანონსეს, რომ მოხდება სკანდალი სინოდზე, ატყდება ომი და ეპისკოპოსები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, შეიძინეს პოპკორნი და მოემზადნენ საყურებლად, არაფერია საყურებელი, ეპისკოპოსები პატრიარქისადმი სიყვარულით აგრძელებენ საქმეს
ჯერ კიდევ 2004-2005 წლებში, 20 წლის წინ მესმოდა აქა-იქ, რომ პატრიარქი მოხუცდა და ვეღარ მართავს ეკლესიას. ძალიან მიკვირდა, რომ პატრიარქზე ამას ვისმენდი, თუმცა წლების მერე მივხვდი, რომ მაშინდელი დაწყებუ...
1775409349
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: უკანასკნელი ათი წლის შედეგი აშკარაა - ევროპა მთლიანად „მემარჯვენე“ არ გამხდარა, მაგრამ იგი აღარ არის პოლიტიკურად ერთპოლარული
„თუ 2029 წლამდე „ევროსაბჭოთა კავშირი“ ფიზიკურად არ დაიშლება, მომავალი ევროპარლამენტი გაცილებით კონსერვატიული იქნება“, - ასეთია „ხალხის ძალის “ წევრის დავით ქართველიშვილის პროგნოზი იმ ევროპაზე, რომელიც...
1775407367
ახალი ამბებითბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ. პროკურატურის ინფორმაციით, ნაფიცმა მსაჯულებმა...
1775402405
ახალი ამბებიტრამპი: თუ შეთანხმება არ იქნება, ირანის ნავთობს ხელში ჩავიგდებ, აშშ-მა ირანელ მომიტინგეებს იარაღი ქურთების მეშვეობით გაუგზავნა, თუმცა, ვფიქრობ, იარაღი მათ დაიტოვეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ შეთანხმება მალე არ იქნება მიღწეული, ის ირანის ნავთობის „მითვისებას“ განიხილავს. „თუ ისინი სწრაფად არ დადებენ შეთა...































