„ფიზიკურად იძალადეს და 8 200 ლარი, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონი გასტაცეს“ - დაკავებულია დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით - 1982 წელს დაბადებული ე.დ. და დედა-შვილი: 2008 წელს დაბადებული თ.ი. და წარსულში ნასამართლევი 1990 წელს დაბადებული ს.ი. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ შენიღბული ბრალდებულები, მიმდინარე წლის 29 მარტს, გვიან ღამით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ - 1955 წელს დაბადებულ ლ.ყ.-ს, საცხოვრებელ სახლში ყაჩაღურად თავს დაესხნენ, ფიზიკურად იძალადეს მასზე და ძალის გამოყენებით 8 200 ლარი, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონი გასტაცეს.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ სამივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე სამივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775027791

ახალი ამბები

ლაშა ჯოხაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მან საქართველო დატოვა: ტყუილია, ისევ შს სამინისტროში ვარ დასაქმებული

ლაშა ჯოხაძე მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან საქართველო დატოვა და საფრანგეთში ითხოვს თავშესაფარს, ტყუილს უწოდებს. „ტყუილია, მე ვარ დასაქმებული ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში, საგანგე...

ლაშა ჯოხაძე

1775025468

მსოფლიო

რომის პაპი: ლიდერებს მოვუწოდებ, დიალოგს დაუბრუნდნენ, რათა ჩვენს გულებში მშვიდობა სუფევდეს, განსაკუთრებით აღდგომის პერიოდში

რომის პაპი ლეო XIV იმედოვნებს, რომ აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ აღდგომამდე დასრულდება. რომის პაპმა მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, დიალოგს დაუბრუნდნენ და ძალადობის შემცირების გზები ეძებონ. „მათ მოვუწ...

რომის პაპჯ

1775024304

მსოფლიო

ნიკოპოლში დრონის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლზე დრონებით იერიში მიიტანეს. დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ განჟას თქმით, დაშავებულებიდან ერთ-ერთი კრიტიკულ მდგომარ...

 სამი ადამიანი დაშავდა

1775023560

მსოფლიო

მარკო რუბიო: ირანთან ომის შემდეგ აშშ-ს ნატოსთან ურთიერთობების გადახედვა მოუწევს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ირანთან ომის შემდეგ ვაშინგტონს ნატოსთან ურთიერთობების გადახედვა მოუწევს. „საბოლოო ჯამში, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და მან თავად უნდა მიიღოს ეს გა...

 მარკო რუბიო

1775023222

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 1-ელ აპრილს საქართველოში

1-ელ აპრილს ქუთაისში ღრუბლიან ამინდს ელოდებიან, დღისით +23და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. ღრუბლიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.  ბათუმშ...

მზიანი ამინდი