ლევან მაჭავარიანი: პატრიარქის ოცნება იყო ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერის ხილვა და ეს მან შეგვაძლებინა
წინა დღეებში მსოფლიომ დაინახა 3000 წლოვანი უწყვეტი გენის მქონე ერის არაბუნებრივი ერთობა. საკუთარი ხასიათით, ქცევითა და ფიქრებით, ჩვენვე ვიყავით ჩვენი სამშობლოსა და ერის კულტურა და იდენტობაც. ჩვენ ყველანი ერთნი ვიყავით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, საქართველოს პატრიარქის ოცნება იყო ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერის ხილვა და ქართველ ხალხს ეს მანვე შეაძლებინა.
„ერთმანეთის მიმართ ყველანაირი წყენა გაქრა. გაქრა ბრაზი, შური, ბოღმა. არ არსებობდა პროფესია, სოციალური სტატუსი, თანამდებობა. ყველა თანაბარი, დაობლებული ჭირისუფალი ვიყავით. არ არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა. ყველას ერთი აზრი და საერთო მიზანი გვქონდა - ღირსეულად უნდა გაგვეცილებინა ჩვენი უწმინდესი!
მისალმების ნაცვლად ერთმანეთს ვუსამძიმრებდით ჩვენს საერთო სევდას. ვისაც რით შეგვეძლო, ისე ვეხმარებოდით ერთმანეთს. ვისაც რამდენი შეეძლო, იმდენი გააკეთა. არასდროს რიგში დგომა რომ არ „გვეხერხებოდა“, წინა დღეებში ესეც კი სამაგალითოდ მოვახერხეთ ქართველებმა. ხალხი რიგში ადგილსაც კი უსიტყვოდ უთმობდა ერთმანეთს. სამების ტაძართან მცხოვრები მოქალაქეები მსახურებით იყვნენ დაკავებულნი, ხალხს წყლით, ჩაითა და ყავით უმასპინძლდებოდნენ, იმიტომ კი არა, ვინმეს დაენახა და შეექო, არამედ იმიტომ, რომ სიყვარულს ასე გამოხატავდნენ. ვნახეთ სხვადასხვა ასაკის ადამიანები, რომლებმაც ყავარჯნებით გაიარეს ამხელა გზა. ვნახეთ, როგორი სითბოთი და მოწიწებით ეგებებოდნენ მათ პოლიციელები, რომლებიც რიგის ნაკადს აწესრიგებდნენ. წინა დღეების ქართველებს უპირობოდ გვიყვარდა, ვითვალისწინებდით და გვერდში ვედექით ერთმანეთს.
საამაყოა, რომ ყველამ ერთად, ასე ღირსეულად გავაცილეთ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი. ჩვენი ასეთი ერთობა, სოლიდარობა, ერთმანეთის გატანა და ასეთი სიყვარული ყველაზე უფრო ახარებს ჩვენს სულიერ მამას ზეციურ საქართველოში. წინა დღეებში ჩვენ მართლაც რომ შევძელით პატრიარქის ნანატრი საქართველო და ქართველები ვყოფილიყავით.
ახლა ზეცაში გვყავს ყველაზე დიდი გულშემატკივარი, იქიდან დაგვლოცავს და გაგვაძლიერებს, ხოლო ჩვენ მისი ხათრით მაინც ვალდებულები ვართ, რომ გვიყვარდეს, პატივი ვცეთ და გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, არ გამოვიდეთ სიყვარულის ამ მდგომარეობიდან და ყოველდღე ვეცადოთ, როგორც უწმინდესი გვასწავლიდა, ნაკლოვანებები საკუთარ თავში ვეძებოთ და იმაზე უკეთესები გავხდეთ, ვიდრე გუშინ ვიყავით.
წინა დღეების საქართველოსა და ქართველებს ვერავინ და ვერაფერი მოგვერევა! თურმე, როგორ გვყვარებიხარ პატრიარქო! მშვიდობით, ყველაფრისთვის დიდი მადლობა! ღმერთი, სამშობლო, ადამიანი!“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1775023222
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 1-ელ აპრილს საქართველოში
1-ელ აპრილს ქუთაისში ღრუბლიან ამინდს ელოდებიან, დღისით +23და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. ღრუბლიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ბათუმშ...
1775021715
მსოფლიოავიაკატასტროფა ყირიმში - დაიღუპა 29 ადამიანი
ყირიმში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი An-26 ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 29 ადამიანი დაიღუპა. რუსული მედიის ცნობით, ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. „სამძებრო-სამაშ...
1775020427
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია
ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც დეპ...
1774990656
ახალი ამბებირომის პაპი: ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად გამოსავალს ეძებს
რომის პაპმა ლეო XIV-მ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იმედოვნებს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად „გამოსავალს ეძებს“. „მითხრეს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ცოტა ხნის წინ განა...
1774990252
ახალი ამბებიზაქარეიშვილი: ოპოზიციამ დღეს გამოაცხადა, 26 მაისს ხალხმრავალ მიტინგს ვგეგმავთო - ეს დაცინვაა, ესენი არიან 2028 წლამდე საქმის გამკეთებლები? 28-შიც არაფერს გააკეთებენ - „ქართული ოცნებას" საშუალება აქვს, 2028 წლამდეც მივიდეს და მერეც
2028 წლამდე კი არა, შეიძლება უფრო მეტი ხნითაც იყვნენ, თუ არაფერი მოხდა, თუ ასე წამოვწექით, ბოიკოტები ვაცხადეთ, არაფერი არ იქნება. არ მესმის, ვინ მოგცემს ხელისუფლებას, როცა კარგად მიდის მათთვის საქმეებ...































