კახა კალაძემ 101 წლის მარიამ ბებიაშვილს დაბადების დღე მიულოცა

თბილისის მერი კახა კალაძე 101 წლის მარიამ ბებიაშვილს ესტუმრა და დაბადების დღე პირადად მიულოცა. დედაქალაქის მერმა იუბილარს ჯანმრთელობა და კიდევ დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

პროფესიით ინჟინერი მარიამ ბებიაშვილი ბოლო რამდენიმე წელია ფაზლების აწყობით არის გატაცებული.

„გილოცავთ დაბადების დღეს, 101 წლის შესრულება და რაც მთავარია, თქვენი შემართება, ბრწყინვალე გონება, შრომისუნარიანობა უდიდესი მოტივაციის მომცემია თითოეული ჩვენგანისთვის. გისურვებთ კიდევ ხანგრძლივ სიცოცხლეს, გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი”, - განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრაზე.

თავად მარიამ ბებიაშვილმა თბილისის მერს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხანგრძლივად სიცოცხლის საიდუმლო მუდმივ განვითარებასა და სიახლისკენ სწრაფვაშია.

„მინდა, ყველას გისურვოთ, მიაღწიოთ ჩემს ასაკს ისეთივე მხნეობით, შემართებით და ცხოვრების სიყვარულით, როგორიც მე მაქვს. 101 წლის ასაკში საკმაოდ რთულ ფაზლებს ვაწყობ, რაც უბრალო გატაცება კი არა, ჩემი სიცოცხლის ხანგრძლივობის საფუძველია. ასე რომ, არასოდეს დაკარგოთ ინტერესი და სწრაფვა რაღაც ახლის აღმოჩენისა და სწავლის“, - აღნიშნა მარიამ ბებიაშვილმა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიის „100 წლის მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, მარიამ ბებიაშვილს წელსაც 10 000 ლარი ჩაერიცხება.

დედაქალაქის მერთან ერთად იუბილართან სტუმრად თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი იმყოფებოდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775023222

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 1-ელ აპრილს საქართველოში

1-ელ აპრილს ქუთაისში ღრუბლიან ამინდს ელოდებიან, დღისით +23და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. ღრუბლიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.  ბათუმშ...

მზიანი ამინდი

1775021715

მსოფლიო

ავიაკატასტროფა ყირიმში - დაიღუპა 29 ადამიანი

ყირიმში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი An-26 ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 29 ადამიანი დაიღუპა. რუსული მედიის ცნობით, ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. „სამძებრო-სამაშ...

ავიაკატასტროფა ყირიმში

1775020427

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია

ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც  დეპ...

არჩილ გორდულაძე

1774990656

ახალი ამბები

რომის პაპი: ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად გამოსავალს ეძებს

რომის პაპმა ლეო XIV-მ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იმედოვნებს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი  ირანთან ომის დასასრულებლად „გამოსავალს ეძებს“. „მითხრეს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ცოტა ხნის წინ განა...

რომის პაპი

1774990252

ახალი ამბები

ზაქარეიშვილი: ოპოზიციამ დღეს გამოაცხადა, 26 მაისს ხალხმრავალ მიტინგს ვგეგმავთო - ეს დაცინვაა, ესენი არიან 2028 წლამდე საქმის გამკეთებლები? 28-შიც არაფერს გააკეთებენ - „ქართული ოცნებას" საშუალება აქვს, 2028 წლამდეც მივიდეს და მერეც

2028 წლამდე კი არა, შეიძლება უფრო მეტი ხნითაც იყვნენ, თუ არაფერი მოხდა, თუ ასე წამოვწექით, ბოიკოტები ვაცხადეთ, არაფერი არ იქნება. არ მესმის, ვინ მოგცემს ხელისუფლებას, როცა კარგად მიდის მათთვის საქმეებ...

 პაატა ზაქარეიშვილ