ირაკლი ჭეიშვილი: ჩვენ ვრჩებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების სურვილისა და ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ბურთი არის ევროკავშირის მხარეს, ჩვენ არაფერს ვაფუჭებთ ამ პროცესში, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
„ყოველთვის ვამბობთ, რომ ნებისმიერ ჩვენს გადაწყვეტილებაზე ვართ პასუხისმგებლები. ჩვენ ვმოქმედებთ სწორად და პრაგმატულად. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა, როდესაც მთელი რეგიონი ცეცხლის ალში იყო გახვეული. ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და არავის ვაძლევთ ჩვენს შიდა პოლიტიკაში ჩარევის უფლებას“, - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ საქართველოსა და ევროკავშირთან ურთიერთობებზე საუბრისას.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ ბრიუსელმა უნდა შეცვალოს მისი მიდგომა და თბილისს შანტაჟის ენით არ უნდა ესაუბროს.
„თუ ევროკავშირი ფიქრობს, რომ დაკავშირებადობის პროცესი ჩვენი გვერდის ავლით ჩაივლის, ეს ასე არ მოხდება, იმიტომ, რომ როგორც არ უნდა ეცადონ ჩვენთვის გვერდის ავლას, გეოგრაფიულად ჩვენ ვაკავშირებთ ევროპასა და აზიას. მაგრამ პოლიტიკურ ნაწილშიც უნდა ვნახოთ საერთო ენა და ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ დავიწყოთ ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი, ისევე, როგორც დავიწყეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბაიდენის ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ. ჩვენ ვრჩებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების სურვილისა და ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ბურთი არის ევროკავშირის მხარეს. ჩვენ არაფერს ვაფუჭებთ ამ პროცესში. ჩვენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ღირსებასა და ტრადიციებს ვიცავთ“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
1794929803
ახალი ამბებითამარ ზოდელავა: ეს არის კარგი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო ნებისმიერი საკითხის მოსაგვარებლად ერთობლივად
„საკუთრების უფლების დაცულობა მოქალაქეთათვის უმნიშვნელოვანესი უფლებაა. მაქსიმალურად ყველა უწყების ჩართულობით, ჩვენ ამ პროცესს დავასრულებთ და ბოლომდე მივიყვანთ“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგ...
1794929777
ახალი ამბებითამარ ზოდელავა: საჯარო რეესტრმა მართლაც ძალიან კომპლექსური სამუშაო გასწია იმისათვის, რომ შესწავლილი ყოფილიყო მასალები, რომლებიც შეიძლება, საკუთრების უფლებისთვის მნიშვნელოვანი იყოს
„საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მართლაც ძალიან დიდი, კომპლექსური სამუშაო გასწია იმისათვის, რომ შესწავლილი ყოფილიყო საარქივო მასალა, რუკები, რომლებიც შეიძლება საკუთრებისთვის მნიშვნელოვანი იყოს. სა...
1794929206
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარ...
1794927446
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა იუსტიციის სახლის მშენებლობაზე: წალენჯიხელებს ეს სერვისი აუცილებლად სჭირდებოდათ, იმიტომ რომ დაახლოებით 600-ზე მეტი სერვისი იქნება, რომელიც მოემსახურება ადგილობრივებს
წალენჯიხაში იუსტიციის სახლი შენდება. სამშენებლო სამუშაოებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე და დეპუტატი ირაკლი ზარქუა გაეცნენ. მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, იუსტიციის სახლ...
1794926094
ახალი ამბებიე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
ფინანსური დანაშაულისთვის დაკავებულ ელისო კილაძეს 10 წლით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა. მას, ასევე, ჩამოერთვა ავტომობილი და 30...































